რჩევები

ორგანიზმის გამწმენდი და წონაში მარტივად დასაკლები ბოსტნეულის დიეტა

№13

ავტორი: ანი რევია 11:00 05.04, 2021 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

ბოსტნეულის დიეტით ადვილად გაწმენდთ ორგანიზმს მავნე შლაკებისგან და იმავდროულად, წონაშიც დაიკლებთ. სასურველია, დღეში ორი-სამი ფინჯანი უშაქრო მწვანე ჩაის დალევა, რადგან ის ხელს უწყობს ცხიმების დაშლას.

 

პირველი დღე – სვამთ დიდი რაოდენობით სითხეს. გამოწურეთ ხილისა და ბოსტნეულის წვენები და მიირთვით მთელი დღის განმავლობაში. ასევე, მისაღებია ბულიონებიც.

მეორე დღე – ეს დღე ეკუთვნის ბოსტნეულს, რომელსაც მიირთმევთ სალათების სახით და ნებისმიერი რაოდენობით. სასურველია, ბოსტნეულში ჩართოთ კომბოსტო, რომელიც ადვილად შლის ცხიმებს. აუცილებელია, ბოსტნეული ცოცხალი სახით მიიღოთ.

მესამე დღე – ნებისმიერი სახის სითხე დიდი რაოდენობით, მაგალითად, ხილისა და ბოსტნეულის ახალგამოწურული წვენი.

მეოთხე დღე – ხილი ნებისმიერი რაოდენობით. გამონაკლისია ბანანი, ბროწეული, ხურმა, კარალიოკი, ლეღვი და თუთა. კარგია, ცხიმის მწველი გრეიპფრუტის მირთმევა.

მეხუთე დღე – ეს დღე ეკუთვნის ცილოვან პროდუქტებს. მიირთვით მოხარშული კვერცხი, მოხარშული ქათმის ფილე, იოგურტი და აუცილებლად მიაყოლეთ ბოსტნეულის სალათა.

მეექვსე დღე – სვით ბევრი სითხე. დასაშვებია უშაქრო ყავა და უშაქრო ჩაი.

მეშვიდე დღე – საუზმეზე მიირთვით უშაქრო ჩაი და მოხარშული კვერცხი, ლანჩზე – ხილი, სადილზე – ბოსტნეულის ბულიონი, სამხარზე – ხილი, ვახშამზე კი – ბოსტნეულის სალათა ცოტა მარილითა და ზეთით.

🔻 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

◼️ სამდღიანი საგაზაფხულო დიეტა სტაფილოთი.

◼️ სწრაფი დიეტა ბრინჯით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა