რჩევები

კითხვა-პასუხი

№21

ავტორი: ანი რევია 12:00

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: სახეზე ძალიან ბევრი შავი წერტილი და ფერისმჭამელა მაქვს. მითხრეს, რომ დიდი დოზით ნალექიანი ყავის სმა, რომელიც მიყვარს, ხელს უწყობს მათ გამრავლებას. ეს სიმართლეა? და, თუ არა, რა ვუშველო?

პასუხი: სახის კანზე შავი წერტილების გაჩენას ყავა ნამდვილად არ უწყობს ხელს. კანის ფორებში მოხვედრილი მტვერი, ერევა კანის ცხიმს და წარმოიქმნება „შავი წერტილები“, ანუ კომედონები. თუ სახეზე ასეთი შავი წერტილები და ფერისმჭამელები გაქვთ, რეკომენდებულია მარილიანი პროცედურები: დაასველეთ ბამბის ტამპონი საპნის ქაფში, მოაყარეთ გაცრილ მარილს და წრიული მოძრაობით გაიწმინდეთ სახე 1-2 წუთის განმავლობაში. მარილის კრისტალები შლიან ცხიმის ჯირკვლის საცობს და ხელს უწყობენ ცხიმის ადვილად გამოსვლას ჯირკვლებიდან. ამ პროცედურის შემდეგ, სახე გაიწმინდეთ ლოსიონით და დაიბანეთ წყლით. ეს პროცედურა დასაშვებია კვირაში 2-ჯერ. შავ წერტილებს, ასევე, აშორებს კანის ბურღულით ჩამობანა. შვრიის ბურღული დაფქვით ყავის საფქვავში. 1 ჭიქა შვრიას დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა, კარგად აურიეთ და შეინახეთ მინის ქილაში. ჩამოსაბანად დაგჭირდებათ ამ ნარევის 1 სადილის კოვზი, რომელსაც დაუმატებთ თბილ წყალს ისე, რომ მიიღოთ სქელი ფაფა და წაისვით სახესა და კისერზე. როცა ეს მასა სახეზე შეგაშრებათ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი