რჩევები

ბროკოლის დიეტა

№21

ავტორი: ანი რევია 11:00

დიეტა
დაკოპირებულია

თუ გსურთ, მარტივად დაიკლოთ წონაში და თან ეფექტური შედეგი სულ რაღაც შვიდ დღეში ნახოთ, მაშინ ბროკოლის დიეტა დაგეხმარებათ. დაახლოებით, ერთ კვირაში 5-6 ზედმეტი კილოგრამის დაკლებას შეძლებთ და ამით არც ჯანმრთელობას დაიზიანებთ. თუმცა, თუ კუჭ-ნაწლავის პრობლემები გაწუხებთ, ამ დიეტის დაცვას არ გირჩევთ.

შვიდი დღის განმავლობაში შემდეგი მენიუ უნდა მიირთვათ საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე:

საუზმე: 200 გრამი მოხარშული ბროკოლი, 1 ცალი თოხლოდ მოხარშული კვერცხი, ჩაი ან ყავა უშაქროდ.

სადილი: 200 გრამი მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი, 200 გრამი მოხარშული ბროკოლი, 1 ჭიქა ბოსტნეულის ახალგამოწურული წვენი.

ვახშამი: 300 გრამი მოხარშული ბროკოლი, მწვანე უშაქრო ჩაი ან დაბალკალორიული მაწონი.

ასევე, არ დაგავიწყდეთ, რომ დიეტის განმავლობაში სვათ დღეში, დაახლოებით, 2-2,5 ლიტრი წყალი.

თუ დიეტას მსუბუქ წავარჯიშებასაც შეაშველებთ, გახდომის პროცესი დაჩქარდება და არ არის გამორიცხული, ერთ კვირაში შვიდი კილოგრამიც კი დაიკლოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი