რჩევები

სტაფილოს სუპერეფექტური სამდღიანი დიეტა მათთვის, ვისაც წონაში დაკლება უჭირს

№8

ავტორი: ანი რევია 11:00 01.03

დიეტა
დაკოპირებულია

სტაფილოს სუპერ-ეფექტური დიეტა მხოლოდ სამი დღე გრძელდება და გარანტირებულად დაიკლებთ ზედმეტ 2 კილოგრამს. 

დიეტის საფუძველია სტაფილოს სალათა, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

👉 1 კოლოგრამი სტაფილო, 1 ცალი ლიმონი და 1 სუფრის კოვზი თაფლი.

გახეხეთ სტაფილო საშუალო ზომის სახეხზე, დაამატეთ ლიმონის წვენისა და თაფლის ნარევი. სალათა გაყავით სამ ნაწილად და შეინახეთ მაცივარში. მიირთვით დღის განმავლობაში. სალათა, ყოველდღიურად ახალი მოამზადეთ.

👉 პირველი სამი დღის განმავლობაში, სტაფილოსთან ერთად, შეგიძლიათ, ერთი სახეობის ხილი მიირთვათ, მაგალითად: ვაშლი, მსხალი, კივი, ფორთოხალი ან გრეიპფრუტი.

დილაობით, შეგიძლიათ მიიღოთ რძე ან კეფირი, შეჭამოთ 1 სუფრის კოვზი არაჟანი. მათში შემავალი ცხიმები აუცილებელია, რათა ორგანიზმმა სტაფილოდან უკეთ შეითვისოს ბეტა-კაროტინი და სხვა სასარგებლო ნივთიერებები.

👉 მეოთხე დღეს უკვე შეგიძლიათ, კვების რეჟიმი შეამსუბუქოთ და სადილზე მიიღოთ მცირე რაოდენობით შემწვარი კარტოფილი, ვახშმად კი –100 გრამი მოხარშული ხორცი.

ოთხი დღის შემდეგ მნიშვნელოვან სიმსუბუქეს იგრძნობთ – ორგანიზმი გაიწმინდება, ნივთიერებათა ცვლა გაუმჯობესდება, მოგემატებათ სასიცოცხლო ძალები. მნიშვნელოვანია ასეთი დიეტის შემდეგ ბალანსირებულად იკვებოთ.

სტაფილო უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, მათ შორის ვიტამინებს, კაროტინს, რომელიც კარგი ანტიოქსიდანტია, უჯრედისს, რომელიც ორგანიზმიდან მავნე ნარჩენების გამოდევნას უწყობს ხელს.

სტაფილო სასარგებლოა მხედველობისთვის, ფიზიკური ზრდა-განვითარებისთვის, ზრდის ინფექციებისადმი ორგანიზმის მდგრადობისთვის. თუმცა, თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გაქვთ, სტაფილოს დიეტის დაცვას არ გირჩევთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

12-18 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

კვირის დღეების ასტროპროგნოზი