რჩევები

უმოკლეს დროში ფორმაში ჩასადგომი ბრინჯის ექსპრეს-დიეტა

№7

ავტორი: ანი რევია 11:00 22.02, 2021 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

ეს დიეტა საუკეთესო გამოსავალია, როცა გსურთ, ძალიან მოკლე დროში ჩადგეთ ფორმაში. თუ მოინდომებთ და ზუსტად დაიცავთ რეკომენდაციებს, 3 დღეში, მინუს 2-3 კოლოგრამს დაემშვიდობებით. გაითვალისწინეთ, რომ ამ დიეტის დიდი ხნით დაცვა არ არის რეკომენდებული.

დღის მენიუ: 1 ჭიქა ბრინჯი, ნახევარი ლიტრი კეფირი ან მაწონი, 1 ცალი მწვანე ვაშლი, 1 ფროთოხალი, 2 კივი, 50 გრამი შავი შოკოლადი.

ბრინჯი ასე უნდა მოამზადოთ: გარეცხეთ 1 ჭიქა ბრინჯი, დაასხით წყალი და გააჩერეთ მთელი ღამე. დილით გადაუწურეთ, ისევ გარეცხეთ, დაასხით წყალი და მოხარშეთ უმარილოდ და უცხიმოდ. მოხარშული ბრინჯი გადაწურეთ, გაყავით 3-4 ულუფად და დღის განმავლობაში მიირთვით მცირე ულუფებად, მაწონთან ან კეფირთან ერთად.

დღის განმავლობაში, ასევე, შეგიძლიათ მიირთვათ ვაშლი, ფორთოხალი, კივი და შავი შოკოლადი. თუ შიმშილის გრძნობა შეგაწუხებთ, მიირთვათ კიტრი, რამდენიც გსურთ, რადგან ეს ბოსტნეული კალორიებს არ შეიცავს. და დალიეთ 3 ლიტრამდე წყალი.

🔻აგრეთვე საინტერესოა:

ცილოვანი დიეტა

წიწიბურას დიეტა

1 დღიანი განტვირთვა

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი