კითხვა-პასუხი
ავტორი: ანი რევია 11:00
კითხვა: ვიკეთებ ელექტროეპილაციას, რის შემდეგაც მრჩება ნანემსრები. რა საშუალებით მოვიცილო მათი კვალი და რა სახის მკვებავი და დამატენიანებელი ვიხმარო?
პასუხი: ნემსით ეპილაციის შემდეგ ყოველთვის რჩება ნანემსრები, მაგრამ რამდენიმე დღეში უკვალოდ ქრება. კარგი იქნება, თუ ეპილაციის შემდეგ რომელიმე ანტისეპტიკურ მალამოს წაისვამთ. რაც შეეხება დამატენიანებელს და მკვებავს, ეს უნდა შეირჩეს კანის ტიპიდან გამომდინარე.
კითხვა: მაქვს ცხიმიანი და კომბინირებული სახის კანი. სახის კანის ტიპიდან გამომდინარე მაკიაჟის მოსაშორებლად რძე ვიხმარო თუ ტონიკი?
პასუხი: თქვენს შემთხვევაში მაკიაჟის მოსაცილებლად რეკომენდებულია შერეული ან ნორმალური კანისთვის განკუთვნილი ტონიკი.
კითხვა: თუ კოსმეტიკურ საშუალებაზე აწერია, რომ ის ჰიპოალერგიულია, რამდენად შეიძლება მისი გამოყენება ყველანაირი ტიპის კანზე?
პასუხი: გამოყენება შეიძლება, თუმცა სიფრთხილით, რადგან ყველა კანს თავისი შესაბამისი პროდუქტი სჭირდება. სხვადასხვა ტიპის კანი სხვადასხვა ინგრედიენტზე ავლენს ალერგიულობას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




