კიტრის სალათის და მაწვნის დიეტა
ავტორი: ანი რევია 11:00
ეს დიეტა მათთვისაა, ვისაც წონაში სწრაფად დაკლება სურს და იმავდროულად, საკუთარ ჯანმრთელობასაც უფრთხილდება. თუ ერთი კვირის განმავლობაში დაიცავთ კიტრისა და მაწვნის დიეტას, გარდა იმისა, რომ დაახლოებით, ზედმეტ 5 კილოგრამს მოიტოვებთ უკან, ასევე ორგანიზმს გაწმენდთ შლაკებისგან, გაიუმჯობესებთ ნივთიერებათა ცვლას და რაც მთავარია, დიეტის ფონზე არანაირი შიმშილის გრძნობა არ გაწუხებთ.
დილის 9-10 საათი: 1 ჭიქა მაწონი, 2 ცალი კიტრის სალათა ცოტა მარილითა და სხვადასხვა ცოცხალი მწვანილით, 1 ნაჭერი შავი პური და მწვანე ჩაი.
1-2 საათი: 2 ცალი კიტრის სალათა ცოტა მარილით, ნახევარი ავოკადოთი და სხვადასხვა მწვანილით, 1 მოხარშული კვერცხი, 1 ნაჭერი შავი პური.
5 საათი: 1 ცალი ბანანისა და 1 ცალი მწვანე ვაშლის ხილის ასორტი, ცოტა სეზონური კერნკრით.
7-8 საათი: 2 ცალი კიტრის, 1 ცალი ავოკადოსა და 1 ცალი პომიდვრის სალათა, ცოტა მარილით, სხვადასხვა მწვანილითა და 1 ნაჭერი შავი პური.
ძილის წინ, ერთი საათით ადრე კი, მიირთვით 1 ცალი კიტრი და 1 ჭიქა მაწონი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




