რჩევები

წიწიბურას დიეტა და 1 კვირაში მინუს 5 კილოგრამი

№52

ავტორი: ანი რევია 10:00 02.01, 2021 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

წიწიბურას სწრაფი და ეფექტური დიეტა „თბილისელებისგან“.

წიწიბურას სასარგებლო თვისებების წყალობით, 1 კვირაში, დაახლოებით, 5 ზედმეტი კილოგრამის დაკლებას შეძლებთ, თანაც, ამ დროს ნაწლავები შლაკებისა და მავნე ნივთიერებებისან იწმინდება.

დიეტის გამეორება მხოლოდ ერთი თვის შემდეგ არის სასურველი. დიეტის დასრულების შემდეგ, კარგი იქნება, თუ დილაობით ისევ წიწიბურას მიირთმევთ. წონის შესანარჩუნებლად კი შეზღუდავთ ტკბილეულს და მარილიანი საკვების მოხმარებას.

საღამოს მოხარშეთ 2 ჭიქა წიწიბურა 4 ჭიქა უმარილო წყალში. დილით, გაყავით წიწიბურა სამ ნაწილად. გაღვიძებისთანავე, უზმოზე აუცილებელია დალიოთ 1 ჭიქა ცხელი, ანადუღარი წყალი. ნახევარი საათის შემდეგ კი, მიირთვით წიწიბურას ერთი ნაწილი, კეფირთან ან მაწონთან ერთად. შეგიძლიათ, მიაყოლოთ უშაქრო ჩაი ან ბოსტნეულის ახალგამოწურული წვენი.

სადილზე მიირთვით მეორე წილი წიწიბურა. შეგიძლიათ, მიაყოლოთ მოშუშული სოკო. ვახშამზე კი მესამე წილი წიწიბურა მიირთვით. შუალედებში აუცილებელია სითხის მიღება.

მართლია, ეს დიეტა ადვილი დასაცავი არ არის, მაგრამ მისი შედეგი მადის დროებით მოთოკვად და ნებისყოფის დაძაბვად ნამდვილად ღირს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი