რჩევები

კითხვა-პასუხი

№30

ავტორი: ანი რევია 52 წუთის წინ

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: რომელი პუდრაა უკეთესი, მისი შემადგენლობიდან გამომდინარე და როდის უნდა გადავისვა ის სახეზე?

პასუხი: პუდრა გამოიყენება ტონალურისა და კორექტორის შემდეგ და ძალიან კარგი საშუალებაა ცხიმიანი კანით გამოწვეული მბზინვარების დასაფარად. არსებობს ნახევრად გამჭვირვალე და პიგმენტური პუდრა, რომელიც შეგიძლიათ, ტონალურის გარეშეც გამოიყენოთ. მშრალი კანისთვის პუდრა არც თუ კარგი არჩევანია. თუმცა არსებობს გამონაკლისი, კერძოდ, მინერალური პუდრა, რომელიც ატენიანებს მშრალ კანს. ცხიმიანი კანის მქონე გოგონებმა კი მსგავსი ტიპის პუდრის ხმარებისგან თავი უნდა შეიკავოთ. თქვენთვის სასურველია ტონალური პუდრა, რადგან ის სიგლუვეს ანიჭებს ზედაპირს და აკონტროლებს ბზინვარებას. დაპრესილი პუდრა გამოიყენება თხევადი ტონალურის შემდეგ. კარგია მისთვის, ვისაც ცხიმიანი ან კომბინირებული კანი აქვს. ნახევრად გამჭვირვალე პუდრა კი, ყველა ტიპის კანისთვისაა. არ აქვს ფერი, თუმცა მისი გამოყენება ძალიან კარგია უნაკლო, გლუვი ზედაპირის შესაქმნელად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი