რჩევები

მაწვნის დიეტა

№33

ავტორი: ანი რევია 10:00 24.08

დიეტა
დაკოპირებულია

მაწონი ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რადგან ის აწესრიგებს საჭმლის მონელებას და წონაში კლებაშიც აქტიურად გეხმარებათ. მაწვნის დიეტას საფუძვლად უდევს დღიური რაციონის 1 800-1 200 კილოკალორიამდე შემცირება, რისთვისაც რაციონიდან გამოირიცხება ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები, კერძოდ, შაქარი, პურ-ფუნთუშეული, ცხიმები და კარტოფილი. სასურველია, მივირთვათ უცხიმო ქათმის ხორცი და თევზი. არ იზღუდება ხილი და ის ბოსტნეული, რომელიც სახამებელს არ შეიცავს – სალათა, კიტრი, პომიდორი, ბოლოკი, მწვანილი. წყლის ოდენობა კი, დღე-ღამეში 1,5 ლიტრს არ უნდა აღემატებოდეს. სასურველია, საკვები მივირთვათ ერთსა და იმავე დროს.

პირველი დღე

საუზმე: 1 ჭიქა მაწონი.

სადილი: ბოსტნეულის სალათა, 1 ნაჭერი მოხარშული ქათმის ფილე.

სამხარი:1 ჭიქა მაწონი.

ვახშამი: ბოსტნეულის სალათა.

ძილის წინ, ერთი საათით ადრე: 1 ჭიქა მაწონი.

მეორე დღე

საუზმე: 1 ჭიქა მაწონი.

სადილი: ბოსტნეულის სალათა და 1 ნაჭერი მოხარშული თევზი.

სამხარი: 1 ცალი ვაშლი.

ვახშამი: ბოსტნეულის სალათა.

ძილის წინ ერთი საათით ადრე: ერთი ჭიქა მაწონი.

შემდგომი 4 დღე, იგივე კვების რაციონი დაიცავით, ანუ მესამე დღეს – პირველი დღის, მეოთხე დღეს კი – მეორე დღის და ასე შემდეგ.

არ დაუმატოთ მაწონს შაქარი და ეცადეთ, ამ ექვსი დღის განმავლობაში საუზმე, სადილი, სამხარი და ვახშამი ერთსა და იმავე დროს მიირთვათ. დიეტის დაცვის შემდგომ კი აუცილებელია დაბალანსებული კვება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი