კითხვა-პასუხი
ავტორი: ანი რევია 43 წუთის წინ
კითხვა: სახეზე მინდა, რომ რუჯი მქონდეს, მაგრამ რამდენი პროდუქტის წასმაც ვცადე, შედეგი ვერ მივიღე. იქნებ სწორად ვერ ვარჩევ და თქვენ რომელს მირჩევთ?
პასუხი: არსებობს პუდრა რუჯი, თხევადი, კრემოვანი და სტიკი. პუდრა რუჯი კარგია ჩვეულებრივი სახის კანისთვის. დაპრესილი რუჯი უფრო ბუნებრივად გამოიყურება და მისი წასმა უფრო ადვილია, თან, კანის ცხიმსაც ადვილად იწოვს. თუმცა, პუდრა რუჯი თხევადზე ნაკლებ ხანს ძლებს და როდესაც კანს კარგად გაუჯდება, შეიძლება, ოდნავ ფერიც კი შეიცვალოს. თხევადი რუჯი სხვადასხვა ფორმით გვხვდება და კარგია როგორც მშრალი, ასევე ცხიმიანი კანისთვის. ასეთი რუჯი უფრო დიდხანს ძლებს და ფერსაც შედარებით ხანგრძლივად ინარჩუნებს. სამწუხაროდ, მას ნაკლებად ბუნებრივი ეფექტი აქვს და კანზე ოდნავ რთულადაც ნაწილდება. კრემოვანი რუჯი მშრალი კანისთვის იდეალური პროდუქტია, რომელიც კანს კიდევ უფრო დაატენიანებს და ახალგაზრდულ მბზინვარებას შესძენს. სტიკის კრემოვანი ტექსტურა ადვილად ნაწილდება ღაწვებზე და შესანიშნავ ეფექტს ანიჭებს სახეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



