რჩევები

მოიწყვეთ განტვირთვის დღე კვირაში ორჯერ და წონაში კლებასთან ერთად ჯანმრთელობაც გაიუმჯობესეთ

№3

ავტორი: ანი რევია 11:00 25.01, 2021 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

თუ გსურთ, რამდენიმე კვირაში საგრძნობლად მოიკლოთ წონაში, თან გაახალგაზრდავდეთ და ამასთანავე, ჯანმრთელობაც გაიუმჯობესოთ, საჭიროა, კვირაში ორჯერ განტვირთვის დღე მოიწყოთ.  ეს გახდომის სწრაფი და უსაფრთხო მეთოდია. 

✔️ შეზღუდეთ კალორიების რაოდენობა 500-მდე კვირაში მხოლოდ ორი დღე, დანარჩენ დღეებში კი ჩვეულებრივად იკვებეთ. ამ დიეტის დროს არ მოგიწევთ უარი თქვათ საყვარელ საჭმელზე – ძეხვიან ბუტერბროდებსა და ტკბილეულზე. თუ ამ მეთოდს მიჰყვებით, დაახლოებით, 3 თვეში 9-10 ზედმეტ კილოგრამს დაემშვიდობებით.
✔️ განტვირთვის დღეებში 500 კალორიის საკვები ორ მიღებაზე გაყავით – საუზმეზე და ვახშმად და რაციონი უნდა შეადგენდეს უცხიმო ცილას, ბოსტნეულს და დიდი რაოდენობით მწვანილს.
მაგალითად, ცილას შეიცავს კვერცხი. ორი კვერცხისგან 150 კილოკალორიას მიიღებთ, 50 კილოკალორიას – ხაჭოსგან და იოგურტის ან შვრიის ფაფისგან, 20 კილოკალორიას კი – ყავის ან ჩაისგან. ვახშმად შეგიძლიათ მიირთვათ ორთქლზე მომზადებული თევზი, ბოსტნეული, მწვანილი. კიტრი, სალათის ფოთლები და ნიახური კი შეგიძლიათ, უზომოდ ჭამოთ, რადგან მათში კალორიები თითქმის არ არის.
✔️ აუცილებელია, გაითვალისწინოთ, რომ დიეტის დღეებში უნდა დალიოთ ლიმონიანი წყალი და რამდენიმე ფინჯანი უშაქრო, მწვანე ჩაი.
ასეთ განტვირთვის დღეებს, წონაში კლების გარდა, კიდევ ერთი უპირატესობა აქვს – აქვეითებს მადას და სხვა დღეებშიც გაცილებით ნაკლების მირთმევის სურვილი გექნებათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი