კითხვა-პასუხი
ავტორი: ანი რევია 12 წუთის წინ
კითხვა: ცხვირისა და ტუჩის გარშემო კანი, სახის კანთან შედარებით, მოწითალო შეფერილობის მაქვს. მაღაზიის კონსულტანტმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად ბაზისი მირჩია, თუმცა ყიდვა გადავიფიქრე, რადგან არ ვიცი მისი ეფექტი და იქნებ მითხრათ?
პასუხი: ბაზისი გამოიყენება დამატენიანებლის შემდეგ, ტონალური კრემის წასმამდე. ის გვეხმარება გლუვი ზედაპირის შექმნაში, რაც აადვილებს ტონალურის სწორად და ეკონომიურად გადანაწილებას. მწვანე საფუძვლის მქონე ბაზისი აქრობს სიწითლეს სახეზე, ხოლო ბაზისი ლავანდის საფუძვლით, მკრთალ კანს გაახალისებს. გამჭვირვალე სილიკონის ბაზისი, უბრალოდ, ძალიან ადვილად ანაწილებს ტონალურს. ასევე, არსებობს თვალის ბაზისი, რომელიც გამოიყენება ჩრდილების გამოსაკვეთად და მათი მთელი დღით შესანარჩუნებლად. წაისვით ბაზისი მთელ სახეზე და დაელოდეთ 1-2 წუთს, შემდეგ კი გადაისვით ტონალური.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



