ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№3

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 27.01, 2022 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1983 წლის 1 მაისს, დილის 9 საათზე. გთხოვთ მითხრათ, რა არის ჩემი კარმული მისია?

პასუხი: აუცილებელია, ცხოვრებაში შეუპოვრობის, დისციპლინის, ორგანიზებულობის, მიზანსწრაფვის, მოთმინების, შრომისუნარიანობის გამოვლენა. იყავით მეტად პრაქტიკული. ნუ იქნებით ჯიუტი, ზარმაცი, უკონტროლო. ასევე, იყავით მეტად ფრთხილი. ყველგან და ყველაფერში უნდა იყოთ მაქსიმალურად წინდახედული. ეცადეთ, ცხოვრება სტაბილური გახადოთ – ოჯახში იქნება ეს თუ სამსახურში, სამეგობროსა თუ ნათესავთა წრეში. სადაც შეხვალთ, სიმშვიდე და ჰარმონია უნდა შეიტანოთ და არა დისჰარმონია და დეპრესია. ეს არის ის თვისებები, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში, წარმატების შანსი ერთიორად გაიზრდება.

კითხვა: დავიბადე 1999 წლის 27 ოქტომბერს. დილის საათებში. რომელი ქვეყანაა ჩემთვის წარმატების მომტანი და რა პროფესიაში მირჩევთ ძალების მოსინჯვას?

პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმული მისია არ არის. ის თქვენთვის, ზოგადად საშუალოა. ქვეყნებიდან კი კარგია: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი მხარე, ლიტვა, საბერძნეთი, ესპანეთის ანდალუზიის მხარე, შვედეთის ჩრდილოეთი ნაწილი, ვირჯინიის შტატი ამერიკის შეერთებულ შტატებში, თურქეთის დასავლეთი მხარე, ბელორუსია. პროფესიებიდან კი კარგია საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმე, პედაგოგიური სფერო, ლინგვისტიკა, უცხო ენები, მთარგმნელობითი საქმე, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოს ფართო სპექტრი, მედიცინა, სოციოლოგია, ჟურნალისტიკა, სარეკლამო, საგამომცემლო საქმიანობა. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ამ ჩამოთვლილ სფეროებში მოსალოდნელია წინაღობებიც. ამიტომ, გამოიჩინეთ მეტი წინდახედულობა, შრომისუნარიანობა და დისციპლინა, რათა წარმატებას ადვილად მიაღწიოთ.

კითხვა: დავიბადე 1979 წლის 5 მაისს. მინდა, უცხოეთში ვცადო ბედი და რომელი ქვეყნებია ჩემთვის მეტად მისაღები?

პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისია, სწორედ, უცხოეთს უკავშირდება. ამიტომ, იქ გამგზავრება და ძალების მოსინჯვა თქვენთვის აუცილებელია. ქვეყნებიდან კი ასტროლოგიურად მისაღებია: ინგლისი, ავსტრალია, დანია, შვეცია, ყაზახეთი, ვიეტნამი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი, საფრანგეთის სამხრეთი, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი და პორტუგალია.


მსგავსი სიახლეები

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი