ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№52

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 06.01, 2022 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2003 წლის 25 სექტემბერს, დღის 3 საათზე. რომელ სფეროში ელის წარმატება სამომავლოდ და ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან ექნება სასურველი ქორწინება?

პასუხი: მისთვის კარგია სასიყვარულო ურთიერთობა მორიელთან, მერწყულთან, მშვილდოსანთან და ლომთან. ასევე, მისაღებია ურთიერთობა ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან. მოერიდოს კირჩხიბთან და თხის რქასთან ურთიერთობას. მისი კარმულ-კოსმიური მისიაა სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი. პროფესიებიდან კი კარგია და მისაღები: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობის ფართო სპექტრი; პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების სფერო; ყველა დარგი, რომელიც უკავშირდება ისტორიას, ეთნოგრაფიას, არქეოლოგიას; მედიცინიდან – პედიატრია, პედაგოგიკა, ფსიქოლოგია, ფილოსოფია. თუ წინაღობებს გადალახავს, წარმატებები ელის ჟურნალისტიკაში, რადიო-ტელევიზიაში, პრესაში, სარეკლამო, საგამომცემლო სფეროში, ავიაციის ბიზნესში ან შემოქმედებაში, იურისპრუდენციაში, მთარგმნელობით საქმიანობაში, პროფესიონალურ დიპლომატიაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი