ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№36

ავტორი: „თბილისელები“ 14:00

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

ორშაბათი

მოერიდეთ სახლის მშენებლობის დაწყებას, ადგილსამყოფელის შეცვლას, სესხის აღებას, ქორწინებას. მაღალია ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა. კარგია ვაჭრობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ მწვანე, თეთრი, ვერცხლისფერი, იისფერი, ყვითელი ან წითელი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, რუხი ტოპაზი, მარჯანი, ბრილიანტი ან ქარვა. სიზმარი ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი, გულსისხლძარღვოვანი სისტემა.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის,სასწორებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

ტრავმული დღეა. დღევანდელ გადაწყვეტილებებს შესაძლოა სერიოზული შეცდომები მოჰყვეს. არ არის სასურველი ახალი საქმის დაწყება. მოერიდეთ ყურის გახვრეტას, ადგილსამყოფელის შეცვლას, ფინანსურ გარიგებებს, მცენარეების დარგვა-გადარგვას. კარგია ახალი სამსახურის დაწყება, მშენებლობა, თმის შეჭრა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, სარდიონი ან ქარვა. სიზმარი ახდება. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ოთხშაბათი

მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, ხელშეკრულების დადებას, ადგილსამყოფელის შეცვლას, მცენარეების დარგვა-გადარგვას, ყურის გახვრეტას. კარგია თმის შეჭრა, მშენებლობა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი ან ბეჟი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, ქარვა ან სარდიონი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება ხერხემალი, გულსისხლძარღვოვანი სისტემა.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

არ აჰყვეთ პროვოკაციას. არ ვარგა ახალი საქმის დაწყება, სულსწრაფობა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, ახალი ნაცნობობა. კარგია თვითშემეცნება, შემოქმედებითი მუშაობა. ატარეთ ყვითელი, ნაცრისფერი, მწვანე, ნარინჯისფერი ან ბეჟი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, აქატი ან ონიქსი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, მორიელებისთვის, ქალწულებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

დღეს ახალმთვარეობაა-მზის და მთვარის ენერგიათა შეერთება. იყავით ყურადღებით და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. მოერიდეთ ყიდვა-გაყიდვას, სესხება-გასესხებას, ახალ ნაცნობობას, ქორწინებას, ცხოველის კასტრაციას, სულსწრაფობას და რისკს. კარგია დიეტის დაწყება, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ თეთრი, ყვითელი, მწვანე, ნარინჯისფერი ან ვერცხლისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი, ქრიზოპრაზი ან გიშერი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

შაბათი

მაღალია მოტყუების ალბათობა. მოერიდეთ მოძრავი ქონებით ვაჭრობას, ცხოველის კასტრაციას. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, აპარატურის შეძენა, ქორწინება, ექიმთან კონსულტაცია. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ვერცხლისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი ან ქარვა. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე. კარგია რომანტიკული პაემანი, ქორწინება, კოსმეტიკური პროცედურები, მკურნალობის დაწყება. მოერიდეთ მოძრავი ქონებით ვაჭრობას, ცხოველის კასტრაციას. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ვერცხლისფერი ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი ან ტოპაზი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი