ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№36

ავტორი: „თბილისელები“ 13:00

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1995 წლის 27 დეკემბერს, საღამოს, დაახლოებით, 6-ის ნახევრიდან 7-ის ნახევრამდე. ვაპირებ უცხოეთში გამგზავრებას. გთხოვთ მითხრათ, რომელი ქვეყანაა ჩემთვის კარგი და წარმატების მომტანი?

პასუხი: გეტყვით, რომ უცხოეთი თქვენი კარმული მისია ნამდვილად არ არის, თუმცა ის არც ცუდია. დიდი წარმატებების იმედი არ უნდა გქონდეთ, მაგრამ ძალების მოსინჯვა ნამდვილად ღირს. ქვეყნებიდან კარგია: ინგლისი, დანია, ავსტრალია, შვეცია, ვიეტნამი, ყაზახეთი, ლაოსი, მალაიზია, სინგაპური, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი, გერმანიის ბავარიის მხარე, უნგრეთი, კუბა და მექსიკა.

კითხვა: დავიბადე 2002 წლის 10 ივლისს, ღამის 1 საათსა და 20 წუთზე. რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები და წარმატების მომტანი?

პასუხი: თქვენთვის კარგი და წარმატებების მომტანია შემდეგი პროფესიები: პოლიტიკის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა, მედიცინა, პედაგოგიკა, ლინგვისტიკა, სოციოლოგია, ჟურნალისტიკა, პრესა, ტელევიზია, რადიო, სარეკლამო, საგამომცემლო საქმიანობის ფართო სპექტრი, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, უშიშროების სფერო, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმიანობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი