ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა არის თქვენი ხასიათის მთავარი ნაკლი ზოდიაქოს მიხედვით

№36

ავტორი: ნონა დათეშიძე 15:00

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

ყველა ადამიანს თავისი დამახასიათებელი თვისებები აქვს და ამაში, დიდი როლი დაბადების ზოდიაქოს ნიშანსაც მიუძღვის. ამიტომ, ზოდიაქოს მიხედვით, ნებისმიერი ნიშნის წარმომადგენელს, დადებით თვისებებთან ერთად ხასიათში აუტანელი თვისებებიც აქვს.

ვერძი – უმთავრესი ნაკლი დიპლომატიის არქონა, უკონტროლო სიფიცხე და უხეშობაა. დადებითი თვისებებიდან კი, აღსანიშნავია ოპტიმიზმი, გულწრფელობა გარშემო მყოფების მიმართ დამოკიდებულებაში და ენერგიული ხასიათი.

კურო – ძირითადი ნაკლი მისი სიჯიუტეა. არ უყვარს, როცა რაიმე ახალს სთავაზობენ, რადგანაც სიახლეების შიში აქვთ. ამის გამო ბევრი მათგანი პროფესიული განვითარების კარგ შანსს უშვებს ხელიდან. კუროს დადებითი თვისებებია ერთგულების უნარი, შრომისმოყვარეობა და საოცარი მოთმინება.

ტყუპები – მისი ყველაზე გამაღიზიანებელი თვისება გაუთავებელი ლაპარაკი და საშინლად ცვალებადი ხასიათია. ფიქრობს ერთს, ამბობს მეორეს და საბოლოო ჯამში, მესამეს აკეთებს. დადებითი თვისება ტყუპებში არის ინტელექტუალური აქტივობა, გამჭრიახობა და იუმორის დიდი დოზა.

კირჩხიბი – უდიდესი ნაკლი დეპრესიულობისკენ მიდრეკილება და მუდმივი წუწუნია. მას ძალიან უჭირს წარსულთან გამოთხოვება. დადებითი თვისებებიდან კირჩხიბის ყველაზე დიდი ღირსება ოჯახისა და წინაპრებისადმი თავდადებული სიყვარულია.

ლომი – გარშემო მყოფებს ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულის ხასიათში ყველაზე მეტად ქედმაღლობა, არაჯანსაღად ამბიციური გამოხდომები და გამუდმებული ტრაბახი აღიზიანებთ. სამაგიეროდ, ლომს უზომოდ კეთილი გული აქვს. ის არის დიდსულოვანი მეგობარი და საიმედო დასაყრდენი პარტნიორულ ურთიერთობაში.

ქალწული – უდიდესი ნაკლი მეწვრილმანეობა და სიძუნწეა. მას ხშირად საყვედურობენ გარშემო მყოფების მიმართ ანგარებიანი დამოკიდებულების გამო. დადებითი თვისება კი ისაა, რომ თავდადებული ზრუნავს მათთვის, ვინც უყვარს. არის დაკვირვებული, წინდახედული და მოწესრიგებული.

სასწორი – ნაკლი მერყევი ხასიათია. ხშირად თავად ვერ გაუგია, რა სურს. გაუბედაობა და უკონფლიქტო ხასიათი ხშირად ხდება ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანის პრობლემების საბაბი. დადებითი თვისებებიდან სასწორი დიპლომატიურობით, გარშემო მყოფების მიმართ თავაზიანი მიდგომითა და მუდმივად მოღიმარი სახით გამოირჩევა.

მორიელი – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულის ხასიათში ცუდ ჩვევად მისი შურისმაძიებელი ბუნება მიიჩნევა. ამ ხალხის დიდი ნაკლია ბოღმისა და წყენის ხანგრძლივად გულში ჩარჩენა. თუმცა, ისინი ერთგული, ამტანი და გამტანი ადამიანები არიან. არასოდეს ჩაგრავენ ვინმეს უმიზეზოდ.

მშვილდოსანი – ნაკლი ცვალებადი ხასიათი, ცხოვრებისადმი ზერელე დამოკიდებულება და ზედმეტი ოპტიმიზმია. დადებითი თვისებებიდან კი ძირითადი მეგობრების მიმართ მათი საოცარი გულითადობა, მასშტაბური აზროვნების უნარი და მხიარული ხასიათია.

თხის რქა – მისი ყველაზე დიდი ნაკლი პირქუში ხასიათი, ზედმეტი სერიოზულობა და სნობიზმია. არანაკლებ გამაღიზიანებელია, თხის რქის სიჯიუტეც. დადებით თვისებებს შორის თხის რქას შეუძლია თავი მოიწონოს ერთგულების გასაოცარი უნარითა და შრომისმოყვარეობით.

მერწყული – ნაკლი არაპროგნოზირებადობა, ექსცენტრიკული ხასიათი და საზოგადოებრივი ნორმების სრული მიუღებლობაა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს დადებითი ის აქვთ, რომ უზომოდ მეგობრულები და ჰუმანურები არიან. არ გააჩნიათ გართულება რაიმე ტიპის რეგალიების მიმართ.

თევზები – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანის ნაკლია რბილი ხასიათი, დამყოლი ბუნება და წუწუნისკენ მიდრეკილება. მათ ასევე უჭირთ თავი დააღწიონ ილუზიებს. თევზების დადებითი თვისებებია: თანამგრძნობი ბუნება, კარგი ფსიქოლოგიური მონაცემები და მოსმენის ნიჭი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი