ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 7-13 სექტემბერი

№36

ავტორი: „თბილისელები“ 58 წუთის წინ

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

დრო ხელსაყრელია, პარტნიორებთან მოსალაპარაკებლად. თავს ენერგიულად იგრძნობთ. ეს პერიოდი დიდწილად განსაზღვრავს თქვენს ფინანსურ წარმატებას, ამიტომ ეცადეთ არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღებისას. დინჯად იმოქმედეთ.

კურო ♉

არა ერთ პრობლემას მოაგვარებთ, თუმცა აუცილებელი იქნება ხშირად დასვენება და ძალების აღდგენა. ეცადეთ, ფუჭად არ დახარჯოთ დრო და ენერგია. ეს დრო არაა ხელსაყრელი ახალი კონტაქტებისთვის. სასიყვარულო ურთიერთობა კი, გამოგისწორებთ განწყობას.

ტყუპები ♊

ენერგიულობითა და მხიარულებით, ბევრ თაყვანისმცემელს შეიძენთ. ნათესავებთან მჭიდრო კავშირი, ურთიერთობების განმტკიცებაში დაგეხმარებათ. საოჯახო და სასიყვარულო ურთიერთობის წყალობით, თავს მეტად თავდაჯერებულად იგრძნობთ.

კირჩხიბი ♋

მიუხედავად ენერგიის მოზღვავებისა, გრანდიოზული გეგმების განხორციელებისაგან სჯობს თავი შეიკავოთ. მეტი დრო დაუთმეთ, ოჯახის წევრებთან ურთიერთობას. ჰარმონია დაისადგურებს, სასიყვარულო ურთიერთობებში.

ლომი ♌

თავს ენერგიულად იგრძნობთ. მეტი ოპტიმიზმი გმართებთ, რათა გამოიყენოთ ყველა სასიკეთო შესაძლებლობა. საქმეების რეალიზებისას სჯობს, გამოცდილი მეთოდებით იხელმძღვანელოთ. ნუ განაწყენდებით ახლობლებზე და გარემოებებზე.

ქალწული ♍

ენერგიული და საქმიანი კვირაა, სამუშაო ბევრი გექნებათ. ნაკლებად იკონტაქტეთ უცხო ხალხთან და მოერიდებით საზოგადოებრივ ადგილებს. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს.

სასწორი ♎

მშვიდი და სასიამოვნო პერიოდია, რომელსაც უმეტესად სახლში, ახლობლებისა და ოჯახის წევრების გვერდით გაატარებთ. არ გაფლანგოთ ფული ტყუილუბრალოდ. მეტად ტაქტიანი იყავით, საყვარელ ადამიანთან.

მორიელი ♏

ერიდეთ ფარულ საქმიანობას, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე ბიზნესში. სამუშაოს რაოდენობა მოიმატებს. პერიოდულად დაისვენეთ. შესაძლოა, გაგიჩნდეთ მარტოობის სურვილი, რაც საყვარელი ადამიანის უკმაყოფილებას გამოიწვევს.

მშვილდოსანი ♐

მოიმატებს ენერგიულობა. გაუმჯობესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა. ადვილად დაასრულებთ, ადრე დაწყებულ საქმეებს. შეიცვლება ცხოვრებისადმი დამოკიდებულებაც. მეტად მომთმენი იყავით, სასიყვარულო ურთიერთობაში.

თხის რქა ♑

თქვენი ყურადღების ცენტრში, ფინანსური საკითხები აღმოჩნდება. მაღალია ცდუნებების ალბათობაც. პირად ცხოვრებაში, დიდი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ივარჯიშეთ და სწორად შეარჩიეთ კვების რაციონი.

მერწყული ♒

დინჯად და გააზრებულად იმოქმედეთ. ახალ ადამიანებთან ურთიერთობა, სამომავლო პერსპექტივებს დაგანახვებთ. არსებული კონფლიქტები, სწრაფად დასრულდება. ეცადეთ, დრო დაუთმოთ პირად ურთიერთობებს.

თევზები ♓

ინტუიციურად, ადვილად დაამყარებთ კავშირს ნებისმიერ ადამიანთან. კომპრომისზე წასვლის უნარი კი, დაგეხმარებათ სოციალურ სფეროში არსებულ რთულ სიტუაციაში. მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას .

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი