ქალი და კაცი

ვისაუბროთ ურთიერთობაზე

№51

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 01.01

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

იცით, რომელია სიყვარულის ორი ძირითადი ასპექტი? - სიხარული და შინაგანი სიმშვიდე.

•სიხარული

თქვენ კარგად ხვდებით, როდის განიცდით სიხარულს. ასევე, შეგიძლიათ მისი დანახვა სხვა ადამიანში. არ არსებობს ყალბი შინაგანი სიხარული. ჩვენ ყველანი ვეძებთ სიხარულს, როგორც ჩვენს ცხოვრებაში, ასევე სხვა ადამიანთან ურთიერთობაში. თუ თანდაყოლილი ბედნიერების განცდის უნარი დისბალანსშია, მაშინ ადამიანი ნეგატიური აზროვნებისკენაა მიდრეკილი. ამის პარალელურად კი, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველაფერში პოზიტიურ მხარეს ხედავენ და ყოველდღიურად, ყოველწამიერად განიცდიან სიხარულსა და ბედნიერებას.

როგორ ვაღიაროთ სიხარული? - დასაწყისისთვის საკმარისია ღიმილი, რომელიც თქვენს თვალებს გაანათებს. შორიდანაც კი, შეგიძლიათ იგრძნოთ, რომ მხიარული ადამიანი მოსეირნობს ქუჩაში. ეს საოცარი შეგრძნებაა... და როდესაც დაიწყებთ მის შეგრძნებას, დაიწყებთ სიხარულის დაგემოვნებასაც და ამის გარეშე ვეღარ გაძლებთ, შეუძლებელია მისი აუღიარებლობა.

•შინაგანი სიმშვიდე

ყველა ადამიანი განიცდის ცხოვრებისეულ ტრაგედიას. ჩვენ, ყველანი ჩვენებურად ვუმკლავდებით ასეთ მომენტებს. თუ არსებობს დრამა ჩვენს ცხოვრებაში, შეგვიძლია შევჩერდეთ და სიტუაცია გადავაფასოთ.

შინაგანი სიმშვიდე ისაა, რაც ნებისმიერი ნეგატიური პროცესის რაციონალურ ანალიზში გვეხმარება. შინაგანი სიმშვიდის მიღწევა ნებისმიერი ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი, თუმცა ამისთვის, ბევრი პრაქტიკაა საჭირო. ზოგიერთი იღბლიანი ამ მდგომარეობაში იბადება, ხოლო ზოგი ცხოვრების სირთულეებში გამობრძმედით აღწევს შინაგან სიმშვიდეს. ურთიერთობაში შინაგანი სიმშვიდე ის არის, რასაც თქვენი პარტნიორის გვერდით გრძნობთ. თუ არ გაქვთ განცდა, რომ „აქ“ დასვენება შეგიძლიათ, თუ ვერ გრძნობთ, როგორ ტოვებს ნებისმიერი შიში თუ შფოთი თქვენს სხეულს, მაშინ ეს სიყვარული ნამდვილი, უბრალოდ, არ არის.

საქორწინო ფოტოგრაფები ყვებიან

ფოტოგრაფები ათასობით საქორწილო ცერემონიას იღებენ და ასობით ახალდაქორწინებულ წყვილს ხედავენ. აღმოჩნდა, რომ ქორწინების სამომავლო ბედის განსაზღვრა სურათითაც შესაძლებელია. როგორ გამოვიცნოთ, რომ ოჯახი მალე დაინგრევა?! - ბევრი ფოტოგრაფი ამბობს, რომ კამერა ყოველთვის ასახავს ადამიანის ნამდვილ გრძნობებს. ობიექტივის წინ სიყალბის დამალვა რთულია, რადგან ჩვენი სხეული და ჟესტები იმაზე მეტს საუბრობს ჩვენზე, ვიდრე გვენდომებოდა.

მაგალითად:

მეუღლებიდან ერთ-ერთი სურათებში ცივად გამოიყურება, თითქოს ქორწინება ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დარდიანი დღეა. ის ითხოვს, რომ მეტი სურათი არ გადაუღონ და ფოტოსესია სწრაფად დასრულდეს. კამერის წინ პოზირებაზე ყველა არ გიჟდება, მაგრამ თუ ერთმანეთი გიყვართ, ეს დღე გამონაკლისია.

მეორე უკიდურესობაა - გრძნობების იმიტაცია ობიექტივის თვალწინ. ახალდაქორწინებულებს აინტერესებთ მხოლოდ ის, თუ როგორი იქნება მათი სურათი სოციალურ ქსელში. საგანგებო პოზირება იმაზე მეტყველებს, რომ წყვილს ერთმანეთის მიმართ ძალიან მცირე გრძნობები აქვს, რომ ობიექტივის წინ აჩვენოს.

კამერის წინ ჩხუბი უხერხულია, ამიტომ ამას ხუმრობით აკეთებენ: ენას უყოფენ ერთმანეთს, იჯღანებიან, ირონიულად ხუმრობენ...

ბედნიერი წყვილი, რომელიც ახლახან ცოლ-ქმარი გახდა, წვეულების დროს თითქმის ყოველთვის „ჩურჩულებს“. ისინი, ვისაც მალე განქორწინება ელოდება, ერთმანეთში მხოლოდ რამდენიმე ფრაზას ცვლის, ან საერთოდ არ კონტაქტობენ.

ხშირად ხუმრობენ: „რა არის ქორწილი ჩხუბის გარეშე?“ მაგრამ ფოტოგრაფებს, რომლებმაც ათასობით საქორწილო ცერემონია გადაიღეს, განსხვავებული აზრი აქვთ. თუ ჩხუბი იქნება - იქნება დრამაც: მეჯვარის ან სიძის გატეხილი ცხვირი საქორწინო ფოტოზე - ნათელი მაგალითია იმის, რომ წყვილს ხანგრძლივი და ბედნიერი ოჯახური ცხოვრება არ ელოდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

3- იანვარი - 5 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი