ქალი და კაცი

ურთიერთობის დასაწყისი

№11

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 24.03

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ურთიერთობის დასაწყისში, როგორც წესი, ყველა მამაკაცი ცდილობს, თავი უკეთ წარმოაჩინოს და რაც შეიძლება, მეტი მზრუნველობა გამოიჩინოს საყვარელი ქალის მიმართ. ანებივრებს საჩუქრებითა და სიურპრიზებით. თუ ერთ დღესაც მამაკაცი ამას აღარ გააკეთებს, ქალი ფიქრობს, რომ ის აღარ უყვარს და უბედურია.

ჰკითხეთ საკუთარ თავს – რატომ ვცდილობ, საკუთარი ბედნიერება სხვას დავუკავშირო? თუ თქვენ შეწყვეტთ მოლოდინს, გაცილებით უკეთ შეძლებთ დაინახოთ ის, რაც გაგაბედნიერებთ. მამაკაცის მოვალეობა მხოლოდ ის არაა, რომ ქალი გააბედნიეროს, მას გაცილებით მეტი ვალდებულებები აქვს.

ამიტომ, ნუ დაელოდებით მამაკაცისგან სიურპრიზს, თავად გაახარეთ ის და ამით ორივე ბედნიერი იქნებით. ქალების უმრავლესობა ფიქრობს, რომ მამაკაცები ვალდებულები არიან. შედეგად მსგავსი დამოკიდებულება ურთიერთობაში ნდობასა და ურთიერთპატივისცემას აკარგვინებთ.

გაეცანით ძალიან მნიშვნელოვან რჩევებს:

• პირველი შეხვედრისთანავე ქალი ხშირად ითხოვს მამაკაცისგან „მაჭამე, ჩამაცვი და გამართე“. სინამდვილეში მამაკაცი მხოლოდ შვილების მიმართაა ვალდებული ისევე, როგორც ქალი. კაცს შეუძლია, შეგინახოთ, თუ სურს, თუმცა, ვალდებული არ არის;

• არასდროს სთხოვოთ, თავი დაანებოს სამსახურს ან დაივიწყოს ჰობი იმისთვის, რომ თქვენთან მეტი დრო გაატაროს. ეს კაცს აუბედურებს, რადგან მისი ცხოვრება უამრავი კომპონენტისგან შედგება და არა მარტო სამსახურისა და საყვარელი ქალისგან;

• ზოგჯერ არ მოგწონთ რომელიმე მისი მეგობარი ან ნათესავი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ გამო ურთიერთობა უნდა გაწყვიტოს მათთან, მაშინაც კი, თუ გეჩვენებათ, რომ მასზე ცუდ გავლენას ახდენენ. ვერ წარმოიდგენთ, მამაკაცისთვის რამდენად მნიშვნელოვანია მრავალწლიანი მეგობრობა. თქვენთვისაც ხომ მნიშვნელოვანია თქვენი ახლობლები, რამდენადაც არ უნდა გაღიზიანებდნენ ისინი;

• ქალი, რომელმაც ურთიერთობის ფასი ნამდვილად იცის, არ ითხოვს პარტნიორის შეცვლას. მას რეალური ადამიანი უყვარდება და ესმის, რომ ადამიანები მხოლოდ მაშინ იცვლებიან, როცა თავად სურთ. მამაკაცები აფასებენ მათ, ვისაც შეუძლია მიიღოს ისეთი, როგორიც არის;

ურთიერთობაში სიმშვიდისა და ჰარმონიის შესანარჩუნებლად კომპრომისზე წასვლა და დათმობა ორივე პარტნიორს უნდა შეეძლოს.

შეაყვარე თავი ოთხ წუთში

რა დაგეხმარებათ, უკეთ გაუგოთ პარტნიორს და გახსნათ „მეორე სუნთქვა“?

ფსიქოლოგმა, ლაბორატორიაში მოიწვია რამდენიმე, ერთმანეთისთვის უცნობი კაცი და ქალი. შესთავაზა რამდენიმე კითხვისთვის გაეცათ პასუხი. უნდა ეპასუხათ გულწრფელად და ამავე დროს, ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობა გამოეხატათ.

განსაცვიფრებელი იყო, რაც შემდგომ მოხდა – ზუსტად 6 თვის გასვლის შემდეგ ამ ადამიანებმა ერთმანეთზე დაქორწინება გადაწყვიტეს!

გაგაცნობთ ჯადოსნურ კითხვებს:

* მოგინდებოდათ თუ არა ყოფილიყავით ცნობილი პიროვნება? რით ისურვებდით, რომ გაგეთქვათ სახელი?

* როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრების იდეალური დღე?

* ბოლოს როდის გიმღერიათ საკუთარ თავთან მარტო დარჩენილს ან სხვა ვინმესთვის?

* დაასახელეთ სამი საერთო თვისება, რომელიც გახასიათებთ თქვენ და თქვენს პარტნიორს.

* ცხოვრებაში ყველაზე მეტად რისთვის ხართ მადლიერი?

* ხვალ გაღვიძებულს, რომ შეგეძლოთ გარკვეული თვისებებისა და უნარების შეძენა/შერჩევა, რა და როგორი იქნებოდა ისინი?

* დაასახელეთ ყველაზე დიდი მიღწევა ცხოვრებაში;

* რას ნიშნავს თქვენთვის მეგობრობა?

* რამდენად ახლოს არიან თქვენი ოჯახის წევრები ერთმანეთთან?

* მიგაჩნიათ თუ არა, რომ გქონდათ ბედნიერი და სხვა ბავშვებთან შედარებით უკეთესი ბავშვობა?

* რა უნდა იცოდეს იმ ადამიანმა თქვენზე, ვისთანაც გინდათ, ახლო მეგობრობა ჩამოგიყალიბდეთ?

* მოუყევით პარტნიორს, რა არ მოგწონს მასში ყველაზე მეტად. შეეცადეთ, იყოთ ბოლომდე გულწრფელი.

როდესაც დეტალურად და გულწრფელად პასუხობთ კითხვებზე, რომლებიც პირად საკითხებს ეხება, თქვენ უნებურად აღებთ გულის კარს, აჩვენებთ სისუსტეებს და ხდებით დაუცველი. ორმხრივი გულწრფელობა კი ადამიანებს ძალიან აახლოებს.

სიყვარული არ არის რაღაც მარტივი და შემთხვევითი. როდესაც ადამიანები, ამ უდიდეს სამყაროში საკუთარ მარტოობას აცნობიერებენ, ცდილობენ, გაერთიანდნენ ვინმესთან – ვინც გაუგებს და გვერდში დაუდგება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი