ქალი და კაცი

ურთიერთობის აქსიომა

№2

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 22.01, 2023 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

რაც ყველა მამაკაცმა უნდა იცოდეს:

ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის ბოლომდე ამოცნობა თითქმის შეუძლებელია. ყოველდღიურ ურთიერთობაში მათ შორის ისეთი პრობლემები იქმნება, რომ ეს შემდგომ სერიოზულ დაპირისპირებაში გადადის. მამაკაცებს გავაცნობთ რამდენიმე აქსიომას, რომლებიც ქალთან ურთიერთობისას გამოადგებათ.

👉 მთავარია, მამაკაცმა გამოიცნოს, რა უნდა ქალს მისგან და ეს სურვილი შეძლებისდაგვარად განახორციელოს.

👉 იცოდეთ, თუ ქალმა განიზრახა ქმრის ღალატი, აუცილებლად შეძლებს, მიუხედავად ქმრის „კარგი ბიჭობისა”.

👉ქალი ქმარს, უპირველესად, შურისძიების მიზნით ღალატობს, თუმცა ცნობისმოყვარეობისა და სიამოვნების ფაქტორიც მნიშვნელოვანია.

👉 მამაკაცებო, ეცადეთ, სუსტი სქესის წარმომადგენლებს თავი არ მოაბეზროთ.

👉ქალის სიარულის მანერაში მეტ-ნაკლებად ჩანს მისი სექსუალურობა. თუ ქალი ტემპერამენტიანად დადის და ოდნავ უხეშია, მაშინ ის მამაკაცთან ურთიერთობაში გამოუცდელია.

👉 გარკვეული წლების შემდეგ მამაკაცი ხვდება, რომ მთავარია, არა ქალების რაოდენობა, არამედ ხარისხი.

👉ქალს თქვენთან ცხოვრების პირველი პერიოდი ძალიან უჭირს, უნდა შეგეჩვიოთ, ახლოს გაგიცნოთ. ამიტომაც, მზად იყავით, რამდენიმე თვის განმავლობაში მოგიწევთ მისი ოჯახური ისტორიების მოსმენა, რაც თქვენთვის არცთუ დიდად საინტერესო იქნება. ყველაფერს მსუბუქად შეხედეთ, ხანდახან თქვენც მოუყევით სახალისო ამბები თქვენი ცხოვრებიდან.

👉 ქალისთვის ფული არასოდეს დაინანოთ. გახსოვდეთ, ქალები ვერ იტანენ წუწურაქ მამაკაცებს.

👉ურთიერთობის პირველ თვეებში თავს იჩენს სხვადასხვა პრობლემა, თითქოს ერთმანეთს ვერ ეგუებით. გულს ნუ გაიტეხთ, ქალს თუ ერთ დღეს არ მოსწონხართ, შესაძლოა, მეორე დღეს შეუყვარდეთ.

არასდროს დაკარგოთ

მამაკაცებო, ერთხელ მაინც აუცილებლად შეხვდებით ისეთ ქალს, რომელიც თქვენთვის არის შექმნილი. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ისე ვკარგავთ საყვარელ ადამიანებს, რომ ვერც ვაცნობიერებთ მათ განსაკუთრებულობას ჩვენს ცხოვრებაში.

ინებეთ, კრიტერიუმები, რომლითაც უნდა შეაფასოთ ქალი და თუ მას ეს თვისებები აქვს, გირჩევთ, არასოდეს დაკარგოთ.

👉თქვენზე ჭკვიანია

„ნებისმიერი წარმატებული მამაკაცის უკან ჭკვიანი ქალი იმალება.” გსმენიათ ხომ ეს ფრაზა? ჰოდა, დაფიქრდით და გაიაზრეთ.

👉კეთილი და მზრუნველია

ცოლი უნდა ზრუნავდეს ქმარზე. კაცი ბუნებით სუსტი არსებაა და გვერდით მტკიცე ნებისყოფის ქალი სჭირდება. ქალს ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოს, დაგიდგეთ გვერდში. ის თქვენზე დედასავით უნდა ზრუნავდეს.

👉ენერგიულია

ქალმა ნებისმიერ დროს უნდა შეძლოს თქვენი დაღლილი და გათიშული გონება გამოაცოცხლოს, დაგმუხტოთ ახალი ენერგიით და სიცოცხლის სურვილი დაგიბრუნოთ. ამისთვის მას ულევი ენერგია სჭირდება.

👉კომპრომისზე წასვლა შეუძლია

ცხოვრება რთულია. ყველაზე მტკიცე სიყვარულსაც კი უჩნდება ბზარები, თუ ორივე მხარე ჯიუტად იცავს თავის პოზიციას. რომელიმემ დათმობაზე წასვლა არ უნდა ითაკილოს.

👉ვნებიანია

არ არსებობს მტკიცე ურთიერთობა სექსის გარეშე. ნებისმიერი წყვილი განწირულია თუ ერთმანეთის მიმართ ლტოლვა არ გააჩნიათ.

👉 გიქმნით კომფორტს

ქალს უნდა შეეძლოს, სახლი სასიამოვნო გარემოდ გადააქციოს. მყუდროების გარეშე მალე მოგბეზრდებათ ერთიერთობა.

👉ძლიერია

ქალი ძლიერი უნდა იყოს, მაგრამ არა - მამაკაცური. მას დამოუკიდებლად უნდა შეეძლოს გადაწყვეტილებების მიღება. ნებისმიერ წვრილმანზე არ უნდა შეგაწუხოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი