ქალი და კაცი

თუ ქორწინება რღვევას იწყებს

№49

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 18.12, 2022 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

შეცდომებს მხოლოდ ერთი მხარე არ უშვებს - ცდება როგორც ცოლი, ასევე ქმარი. აღმოჩნდა, რომ ქმრის მხრიდან ურთიერთობებში შეტანილ უმცირეს ცვლილებასაც კი, ბევრის გამოსწორება შეუძლია. რა არ უნდა ჩაიდინოთ ქორწინებისას, რომ ის გადასარჩენი არ გაგიხდეთ? მაშ ასე, აი ის შეცდომები, რასაც შეუძლია, სავალალო შედეგი გამოიწვიოს:

👉ნებისმიერი ურთიერთობისთვის თანაგრძნობის უნარს დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი, ქალები უკეთ გამოხატავენ ემოციებს, ამიტომ მათთვის გრძნობის გაზიარებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

👉უფრო ყურადღებით მოსმენა ისწავლეთ. ხშირად ქმარს ჰგონია, რაკი ცოლი პრობლემებზე ჩივის, მაშინვე გამოსავალი უნდა შესთავაზოს და ამას გაურბის. არადა, ყოველთვის ასე არ არის. ქალი ხშირად, უპირველესად, მოსმენას ითხოვს - უნდა, რომ თავისი წუხილი მეუღლემ გაიზიაროს. ქმარმაც კეთილი უნდა ინებოს, მოთმინებით აღიჭურვოს და ბოლომდე მოუსმინოს ცოლს. როგორც კი ემოციური დაძაბულობა გაუვლის, ამის შემდეგ შეგიძლიათ რაიმე გამოსავალი შესთავაზოთ.

👉როგორც წესი, ქმარს ოჯახურ ურთიერთობებში ლიდერის როლის მორგება უყვარს, ფიქრობს, რომ ბოლო სიტყვაც მას უნდა დარჩეს. არადა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ერთად უნდა მიიღოთ. ამიტომ მნიშვნელოვანი ხარჯებიც აუცილებლად ცოლთან უნდა შეათანხმოთ. დღესვე შეგიძლიათ ქორწინებას სხვა თვალით შეხედოთ. შეწყვიტეთ პირველობისთვის ბრძოლა.

👉ქმრებს ზოგჯერ ავიწყდებათ, რომ ქალს მეტი ალერსი სჭირდება. რა შეგიძლიათ შეცვალოთ დღესვე - იმოქმედეთ.

👉კაცებს ბავშვობიდანვე უნერგავენ, რომ ემოციები შეიკავონ, მათი გრძნობებით კი არავინ ინტერესდება. ემოციების შეკავების ჩვევა დამღუპველია ქორწინებისთვის. ქალს ამ დროს ჰგონია, რომ ქმარი რაღაცას უმალავს.

დღესვე შეგიძლიათ: აღიაროთ თქვენი პრობლემები და საკუთარ განცდებზე ცოლსაც უამბოთ.

როცა გრძნობები უპასუხოდ რჩება...

მამაკაცისთვის წარუმატებელი სასიყვარულო ურთიერთობა შესაძლოა ცხოვრებისეული ტრავმის მიზეზიც გახდეს. საინტერესოა, რა უნდა გააკეთოს კაცმა, როცა სასურველი ქალი ჰყავს, სიყვარულიც არ აკლია, თუმცა მის გრძნობებს შესაბამისად არ პასუხობენ.

ფსიქოლოგთა ჯგუფს ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება აქვს:

ქალის უარის მიზეზი შესაძლოა რამდენიმე ფაქტორი გახდეს:

👉თუ კაცი ძალიან დაკავებულია, პაემნებისა და ტელეფონით საუბრებისთვის საკმარისი დრო არ აქვს.

👉კაცს ახასიათებს ტყუილი, რომლის მიზანიც თავის მოწონებაა.

👉სერიოზულ როლს თამაშობს გარეგნობაც. კარგ ვარცხნილობას და სამოსს სასიამოვნო ეფექტის მოხდენა შეუძლია.

ნებისმიერ ადამიანს სიამოვნებს, როდესაც მეორე ნახევარს მისი კარგად ესმის.

ამიტომ, საერთო ინტერესების პოვნა ქალის გულისკენ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯია. ამასთან, მისი ინტერესების ცოდნა სასიამოვნო სიურპრიზების მოფიქრებასა და საჩუქრების შერჩევაშიც დაგეხმარებათ.

გაითვალისწინეთ: ქალს შესაძლოა განსხვავებული გეგმები ჰქონდეს, სამსახური, სწავლა ან სხვა რამე.

ამიტომ, უარის მიღების შემდეგ უმჯობესია, ცხოვრება ჩვეულ რიტმში განაგრძოთ და მას თავი მხოლოდ შიგადაშიგ შეახსენოთ. თუკი მისი დამოკიდებულება თქვენ მიმართ შეიცვლება, ამასაც აუცილებლად გაიგებთ.

გახსოვდეთ ისიც, რომ, როცა რაღაც მთელი გულით გსურთ, აუცილებლად მიიღებთ, მთავარია, სწორი ნაბიჯები გადადგათ.

შეყვარებული ქალის სისუსტეები

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ შეყვარებულ ქალს შეუძლია აპატიოს მამაკაცს ყველაფერი, ღალატის ჩათვლითაც და უფრო მეტიც, შეცდომის განმეორების შემთხვევაშიც კი.

ეს ქალების ნომერ პირველი სისუსტეა.

როცა ქალი უფრო წარმატებულია, ვიდრე მამაკაცი – ნაცვლად იმისა, რომ მამაკაცმა ამით იამაყოს, ხშირ შემთხვევაში, კონკურენცია იწყება. ქალის მეორე მთავარი სისუსტე ამ ბრძოლაში პოზიციის დათმობაა. სტატისტიკის მიხედვით, ქალების დიდი ნაწილი პირადი ბედნიერებისთვის კარიერულ პოზიციებსაც კი თმობს.

ფსიქოლოგების მიერ ასევე დადგენილია, რომ შეყვარებული ქალი პარტნიორისგან უფრო მეტს ელის და შესაბამისად, სტატისტიკით, იმედგაცრუებული ქალების რაოდენობა მაღალია.

ქალბატონების უმრავლესობა თუ არ გამოხატავს, ფიქრობს მაინც, რომ მას მილიონჯერ უნდა აუხსნას სიყვარული პარტნიორმა. ფსიქოლოგების კვლევით, შეყვარებული ქალის ერთ-ერთი სისუსტე რომანტიზმის გადაჭარბებული დოზით მიღების სურვილია. ეს კი დროთა განმავლობაში, იმედგაცრუების მიზეზი ხდება.

ცნობილია, რომ ქალბატონების უმრავლესობა განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს გარეგნობას და თუ საყვარელი მამაკაცი და გარშემო მყოფნი მუდმივად არ გამოხატავენ მათი გარეგნობით აღტაცებას, არასრულფასოვნების კომპლექსი უჩნდებათ. ქალბატონების ბოლო და მნიშვნელოვანი სისუსტე ურთიერთობისას არის მცდელობა, იყვნენ სრულყოფილები. სრულყოფილება კი მიუღწეველია. აუცილებელია, ქალებმა ეს იცოდნენ და გაცილებით მარტივი იქნებოდა მათთვის ბედნიერების პოვნა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი