წარსულის გადმონაშთები
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 06.08

და ცხოვრობდნენ ერთად დიდხანს და ბედნიერად...
გახსოვდეთ, რომ წყვილის ურთიერთობა სრულიად თავისუფალი უნდა იყოს ეჭვებისა და წარსულის გადმონაშთებისგან. მხოლოდ ამ შემთხვევაშია იდეალური თანაცხოვრების მიღწევა შესაძლებელი.
რთული კითხვები
ბევრი ქალისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ტიპური შეცდომა – მამაკაცისთვის გამუდმებით იმის კითხვა, თუ რას გრძნობს ეს უკანასკნელი მის მიმართ. გასაგებია, რომ გრძნობებში გამოტყდომა და სიყვარულის ახსნა ყოველთვის ახარებთ ქალებს, მაგრამ მამაკაცების უმრავლესობას დიდად არ იზიდავს ამ თემებზე საუბარი. უკეთესი იქნება, თუ ქალი კარგად შეისწავლის საკუთარ პარტნიორს და მის გრძნობებს მამაკაცის სიტყვებში კი არა, ქმედებებში ამოიცნობს.
საკუთრების გრძნობა
მამაკაცებს არც ის ფაქტი სიამოვნებთ, როცა ქალები თავიანთ პარტნიორს საკუთრებად მიიჩნევენ და ამას ისე იღებენ, როგორც კერძო ტერიტორიაზე ძალისმიერ შეჭრას, რაც ნებისმიერ კაცში უკმაყოფილების გრძნობას იწვევს. ეს განსაკუთრებით მკვეთრად ჩანს მაშინ, როცა ქალი იყენებს სიტყვას „ჩვენ“ იმ გეგმებზე საუბრისას, რომელთა გამხელაც საყვარელი ადამიანისთვის დაავიწყდა და შედეგად ყველაფერი მის მაგივრად გადაწყვიტა.
ტოტალური კონტროლი
მამაკაცებს არ სიამოვნებთ, როცა ქალები მათ ბრძანებებსა და მითითებებს აძლევენ. ვერ იტანენ, როცა ქალები ცდილობენ მათ „ხსნას“ იმ ცუდი ჩვევებისგან, რომლებიც თვითონ ქალებს აღიზიანებთ. ამ შემთხვევაში აუცილებელია, გახსოვდეთ, რომ ჩამოყალიბებული, ზრდასრული ადამიანის შეცვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამიტომ, ქალებო, თუ ამას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში წაგებული დარჩებით.
ბედნიერება თავისით მოვა
რამდენი ქალი უშვებს ამ შეცდომას! ბედნიერება ჩვენშია... უბრალოდ, უნდა დაელოდო მას!
ნახეთ დიდი ადამიანების მოსაზრებები სიყვარულზე, ქალზე, მამაკაცზე, ქორწინებაზე...
ჯორჯ ბერნარდ შოუ
ქორწინება მასონთა საზოგადოებას წააგავს. მან, ვინც ჯერ არ გაწევრიანებულა, არაფერი იცის მის შესახებ, ხოლო ვინც მოასწრო, იძულებულია, სამუდამოდ დუმდეს.
და, კიდევ... ყოველი დიდი მამაკაცის უკან ყოველთვის დგას ქალი, რომელსაც მისი სჯეროდა და ნამდვილად უყვარდა.
ალბერ კამიუ
დაქორწინდებიან, ცოტა კიდევ უყვართ ერთმანეთი, შრომობენ, იმდენს შრომობენ, რომ სიყვარული ავიწყდებათ.
სიყვარულის ჭრილობები, ტყვიისგან მიყენებული ჭრილობებისგან განსხვავებით, არავის კლავს, მაგრამ არც არასდროს ხორცდება.
ზოგი სიყვარულისთვის შეიქმნა, ზოგი — ცხოვრებისთვის.
უილიამ სომერსეტ მოემი
მამაკაცები ჩვევების მონები არიან, ეს ქალებს მათ შენარჩუნებაში ეხმარებათ.
სიყვარული ყოველთვის ბრმა არ არის და, შესაძლოა, არაფერია იმაზე მტანჯველი, რომ მთელი გულით გიყვარდეს ადამიანი და აცნობიერებდე, რომ ის სიყვარულის ღირსი არ არის.
გოდერძი ჩოხელი
- … გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე?
- არა, მე გათხოვილი ვარ!
სიყვარული ისეთი ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!
- როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?
- რავი აბაა! მე მგონი, მარადიული მონატრებაა…
მიგელ დე უნამუნო
მიყვარს, მაშასადამე, ვარსებობ! ეს სიყვარული მადლიან წვიმას ჰგავს… სიყვარულის წყალობითაა, რომ ვეხები და შევიგრძნობ ჩემს სულს. სული პირდაპირ შუაგულში ამტკივდება ხოლმე, ეს ხომ სიყვარულის წყალობითაა… და განა თვით სული სიყვარული არ არის, განსახიერებული ტანჯვა არ არის? მიდიან და მიდიან დღეები, სიყვარული კი რჩება.
ცოლის შერთვა სულ არ არის ძნელი, ძნელი ცოლიანობაა.
ჯემალ ქარჩხაძე
საერთოდ არაა ცნობილი, თუ სად, როდის და რატომ იბადება სიყვარული, რადგან კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არ გამოჩენილა ადამიანი, ვინც წარმატებულად დაშლის სიყვარულს შემადგენელ ნაწილებად და მის მექანიზმში გაერკვევა.
შეიძლება ადრე მიყვარდა, მაგრამ ახლა მეცოდებოდა და, რაკი მეცოდებოდა, მაშასადამე, არ მიყვარდა. შეუძლებელია, ქალი გიყვარდეს და თან, გეცოდებოდეს. რადგანაც სიყვარული, ალბათ, მუხლმოყრილი ლოცვაა, სიბრალული კი, საკუთარი უპირატესობის შეგნება. ხოლო თუ ვინმეზე მუხლმოყრილი ლოცულობ, იქ უპირატესობის გრძნობა გამორიცხულია.
ოთარ ჭილაძე
ცოლი კი სხვაა, ცოლს კაცი ირჩევს და ამ არჩევანში გამოჩნდება ხოლმე კაცის გემოვნებაცა და ღირსებაც. მაგრამ, რაც არ უნდა გემოვნებიანი და ღირსეული იყოს კაცი, მაინც შეიძლება შეეშალოს არჩევანი. ეს უკვე ბედის საქმეა, ბედის კი არა — უბედობის.
კონსტანტინე გამსახურდია
სიყვარული სხვა არაფერია თუ არა — ვერშეწვდომა.
ზოგჯერ ქალი შესაძლოა წამალი იქნეს, ზოგჯერ კიდევ საწამლავიცა.
ლევან გოთუა
ქალისთვის სილამაზე ბედნიერი, მაგრამ სახიფათო სამკაულია!
ქალი ხომ ბედნიერებას მამაკაცზე უფრო გრძნობს, ხოლო უბედურებას მამაკაცზე უფრო იტანს.
გაბრიელ გარსია მარკესი
თუ გიყვარს – გაუშვი. თუ შენია – დაბრუნდება.
როგორ ცდებიან ადამიანები, როცა ფიქრობენ, რომ სიბერეში აღარ უყვართ. პირიქით, იმიტომ ბერდებიან, რომ აღარ უყვართ.
თუ რამეში ქალია ჩართული, ვიცი, ყველაფერი კარგად იქნება. ჩემთვის სრულებით ნათელია, რომ სამყაროს ქალები მართავენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...