ქალი და კაცი

ცალკე უნდა გეძინოს

№25

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 03.07, 2022 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ფსიქოლოგიაში დღეს ერთ-ერთ მთავარ ტრენდად ცალ-ცალკე ძილის თემა მიიჩნევა. დაადგინეს, რომ ცოლქმრული ურთიერთობის შესანარჩუნებლად მეუღლეებს ცალ-ცალკე უნდა ეძინოთ. უნდა აღინიშნოს, რომ ერთად ძილი მეუღლეებმა არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყეს. ჯერ კიდევ ვიქტორიანულ ეპოქაში ცოლ-ქმრის ერთ საწოლში ძილი მიუღებელი იყო. როგორც დიდგვაროვანთა წრეში, ასევე გლეხებშიც. აზიაში კი სახლები ხშირად იყოფოდა (და დღესაც ხშირად იყოფა) კაცისა და ქალის ნაწილებად. ძველ რომში საერთო სარეცელი მხოლოდ სასიყვარულო კავშირის დროს გამოიყენებოდა.

ერთად ძილის ტრადიცია ურბანიზაციის განვითარების შედეგად გაჩნდა, როცა ხალხი საცხოვრებლად ქალაქს მოაწყდა. ქალაქურ ბინებში, როგორც წესი, ნაკლები ადგილია და ცოლ-ქმრისთვის სხვადასხვა ოთახის, ან სხვადასხვა საწოლის დადგმა ხშირად ვერ ხერხდება. მეოცე საუკუნეში ჩამოყალიბებულმა ერთობლივი ძილის ტრადიციამ კი შედეგად მოიტანა სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ თუ მეუღლეებს ცალ-ცალკე სძინავთ, ესე იგი მათ შორის „რაღაც ისე ვერ არის“. რეალურად, ცოლ-ქმრის ერთად ძილის უარყოფით მხარეებზე პირველად 2009 წელს დაიწყო საუბარი. როცა ბრიტანეთში გამართულ სამეცნიერო ფესტივალზე, რომელიც პოპულარობით მეცნიერების „ოსკარსაც“ შეიძლება შევადაროთ, ძილის მკვლევარმა ნილ სტენლიმ გააკეთა მოხსენება, რომლის მთავარი თეზისი მდგომარეობდა იმაში, რომ ვინმესთან ერთად ძილი კარგია მხოლოდ სექსუალური კავშირის დროს, ყველა სხვა შემთხვევაში ერთად ძილი პათოლოგიაა. „ძილი ეგოისტური ქმედებაა. არ არის საჭირო ეს ვიღაცასთან ერთად აკეთო – დაასკვნა სტენლიმ.

არგუმენტები ცალ-ცალკე ძილის სასარგებლოდ:

* საძინებელი ხშირად იქცევა ხოლმე „დაძაბულობის კერად“, სადაც ცოლ-ქმარს შორის ხშირად წარმოიშვება კამათი და ჩხუბი, ხოლო ერთობლივი ძილი არც ისე უწყინარი შეიძლება აღმოჩნდეს. მაგალითად, მეუღლეები კამათობენ და ჩხუბობენ იმის გამო, შეიძლება თუ არა საწოლში შინაური ცხოველის ჩაწვენა. კიდევ იმის გამო, რომ რომელიმე მათგანი საწოლში ეწევა, ხვრინავს, ტელევიზორს უყურებს, კითხულობს, საბანს თავისკენ ექაჩება, მობილურს არ თიშავს და ასე შემდეგ. ამ პრობლემების გადაჭრა ძალიან მარტივია – საჭიროა, უბრალოდ, სხვადასხვა ოთახებში დაძინება.

მაგრამ ადამიანებს თავში ჩაბეჭდილი აქვთ სტერეოტიპი, რომ მეუღლეები აუცილებლად ერთ საწოლში უნდა იწვნენ.

ცალ-ცალკე ძილი მეუღლეებს საშუალებას აძლევს, უკეთ გამოიძინონ, განაახლონ და გაამრავალფეროვნონ სექსუალური ურთიერთობა... ცუდი ძილი კი არა მხოლოდ ცუდი განწყობისა და სასიცოცხლო აქტივობის დაქვეითების მიზეზი ხდება, არამედ ჰორმონალური დისბალანსისაც.

და ბოლოს, ბევრ ადამიანს, უბრალოდ, პირადი სივრცე სჭირდება, ხოლო როცა ღამით მათ გამუდმებით ავიწროებენ, ართმევენ საბანს, აჩოჩებენ საწოლის კიდეში – ეს ყველაფერი არც თუ ისე სახარბიელოდ აისახება ზოგად მდგომარეობაზე.

არგუმენტები ცალ-ცალკე ძილის წინააღმდეგ:

* ერთობლივი ძილის სასარგებლო არგუმენტებიც ასევე საკმაოდ ბევრია. ერთობლივი ძილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოვლინებაა ერთმანეთის მიმართ სიყვარულის, სითბოსი და სინაზის. გარდა ამისა, სხვადასხვა ოთახში ძილი შეიძლება სახიფათოც იყოს, განსაკუთრებით ხანშიშესული ცოლ-ქმრისთვის. ერთ-ერთი მათგანი შესაძლოა, ცუდად გახდეს და გვერდით არავინ ეყოლება წყლისა თუ წამლის მისაწოდებლად ან სასწრაფო დახმარების გამოსაძახებლად.

• არსებობს საშიშროება იმისა, რომ ცოლ-ქმარს შორის ძილის დროს ტერიტორიული დისტანცია, ადრე თუ გვიან, მიიყვანს იმ აზრამდე, რომ პარტნიორის გარეშე არა მხოლოდ ძილი შეიძლება, არამედ ცხოვრებაც.

 

მამაკაცის გული რომ მოიგოთ...

 

მამაკაცებს უნდათ, რომ არჩევანი თვითონ გააკეთონ. ასე რომ, მიეცით დრო, გაარკვიონ რამდენად კარგი ხართ და ნუ ეცდებით, ააჩქაროთ. მათ ასევე სურთ დაინახონ, თუ როგორ ნელ-ნელა იპყრობს თქვენს გულს. თუ მამაკაცის გულის დაპყრობა გსურთ, კონკრეტული ნიუანსები გაითვალისწინეთ:

• მამაკაცს რომ არ სურს თავის წარსულზე ლაპარაკი, არ ნიშნავს, რომ არ აინტერესებთ, თუმცა, შესაძლოა, მას სხვა მიზნები და სურვილები აქვს; შესაძლოა, სტაბილური ურთიერთობა მისთვის საინტერესო არ არის ან მან უკვე დაინახა, რომ თქვენ ორს ცხოვრებაში სხვადასხვა მიზნები გაქვთ;

• ხშირად მამაკაცი ურთიერთობის ინტერესს კარგავს მაშინ, როდესაც ქალი ძალიან ბევრს წუწუნებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საყვარელი მამაკაცი მისთვის ვერ იცლის. თქვენ იმსახურებთ, გყავდეთ ადამიანი, რომელსაც თქვენთვისაც აქვს დრო. თუ ამის შემოთავაზება არ შეუძლია, კარგია, რომ ინტერესი დაკარგა.

მამაკაცის გული რომ მოიგოთ, აუცილებელი არ არის თავის მოჩვენება, რომ სხვა ადამიანი ხართ, მაგრამ რაღაცების კორექცია მაინც მოგიწევთ. ყურადღებით წაიკითხეთ და შეეცადეთ ასე არ მოიქცეთ:

• თუ ურთიერთობის ადრეულ ფაზაში დაიწყებთ პატარა, „უვნებელი“ ტყუილების მოგონებას, რათა უფრო საინტერესოდ წარმოჩინდეთ, სულ მალე თქვენ აღმოჩნდებით ჩიხში, საიდანაც გამოსვლა ძალიან გაგიჭირდებათ;

• თქვენ მის შესახებ უნდა იცოდეთ ზუსტად იმდენი, რამდენიც მან იცის თქვენზე. ამიტომ, ნუ გადააქცევთ ნებისმიერ შეკითხვას თქვენს პირად თოქ-შოუდ;

• შეუძლებელია, სიტყვებით გადმოვცეთ, თუ რამხელა შეცდომაა ყოფილი შეყვარებულის ხსენება და წარსული ურთიერთობის განხილვა. როდესაც ახალგაცნობილ ადამიანს ამ თემაზე ესაუბრებით, დიდი ალბათობით, მას მეორედ ვეღარ ნახავთ;

• იყავით თავმდაბალი – ჭეშმარიტად თავდაჯერებული ადამიანები არ საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად კარგები არიან;

• თუ პაემანზე ხართ და გარშემო მყოფებთან ფლირტს მხოლოდ იმიტომ იწყებთ, რომ მისთვის უფრო სასურველი და მიუწვდომელი გამოჩნდეთ, უზარმაზარ შეცდომას უშვებთ;

• ნუ დაიწყებთ საათებისა და დღეების გადათვლას, თუ როდის უპასუხებთ იმ ადამიანის გამოგზავნილ შეტყობინებას, რომელიც არ მოგწონთ, სჯობს პირდაპირ მისწეროთ, რომ მასთან ურთიერთობით არ ხართ დაინტერესებული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი