სურვილი და შესაძლებლობა
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 23.07

როგორც ცნობილია, ქალს აქვს სურვილი, მიიზიდოს და შეინარჩუნოს ღირსეული მამაკაცი. ორივე ფაქტორი იმსხვრევა, თუ ქალს ეს ძალიან ძლიერად უნდა, რატომ? იმიტომ, რომ ეს დიდი სურვილი მიუთითებს მის დაბალ თვითშეფასებაზე, ანუ, ეძებს მამაკაცში რესურსს, რომელიც თავად არ აქვს, იმის ნაცვლად რომ განვითარდეს და მოიქცეს ისე, რომ მამაკაცს მუდამ უნდოდეს მასთან ყოფნა.
რა არის ქალური რესურსი, რისი მიღებაც მამაკაცს გამუდმებით სჭირდება: სექსი? გემრიელი საჭმელი? პატივისცემა?.. ყველაფერი ერთად, ოღონდ, ცხოვრების სხვადასხვა მომენტებში.
მამაკაცებს სჭირდებათ შესვენება ერთი შედეგიდან მეორე მიზნისკენ გადართვის შუალედში, შესვენების დროს – დასვენება, ენერგიის აღდგენა, ენერგიას კი ისინი ქალებისგან იღებენ.
ბევრ ქალს ჰგონია, რომ იცის, როგორ დაეხმაროს მამაკაცს ენერგიის აღდგენაში. მაგრამ ხშირად ისინი ცდებიან. მამაკაცის მოტივირება შეუძლებელია იმის მითითებებით, თუ რა უნდა გააკეთოს ახლა. რჩევებსა და კაპრიზებს მამაკაცები ვერ იტანენ, ეს არ არის ქალური ქცევა – ეს დედიკოს ქცევაა. როცა ქალი მამაკაცს როგორც დედა ისე ექცევა, გამოდის, რომ მასზე აღმატებულია და უკეთ იცის, რა უნდა გააკეთოს მამაკაცმა. ზრდასრულ მამაკაცებს არ სჭირდებათ ასეთი დედიკო, მათ სჭირდებათ ქალი, რომელიც მათ მოტივირებას მოახერხებს.
ბევრმა არ იცის, როგორ იქცეს მამაკაცისთვის მოტივაციის წყაროდ. მექანიზმი კი საკმაოდ მარტივია: მამაკაცი შთაგონებას იღებს ქალის შინაგანი სამყაროდან. თუ მამაკაცი შექმნილია გარე სამყაროში ფიქრისა და მოქმედებისთვის, ქალი შექმნილია გრძნობებისა და მათი გამოხატვისთვის. ქალი აძლევს მოტივაციას მამაკაცს, როცა ის თანხმობაშია თავის აზრებთან, გრძნობებთან და ემოციებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, იყოთ ბუნებრივი და არ გეშინოდეთ თქვენი გრძნობების გამოვლინების. მაგალითად, არ გეშინოდეთ, რას იფიქრებს მამაკაცი, როცა ის აღგზნებულია, არ გეშინოდეთ მისთვის უარის თქმა, როცა არ ხართ შესაბამის განწყობაზე. არ გეშინოდეთ სისუსტის გამოჩენის და შეგეძლოთ, სთხოვოთ დახმარება საყვარელ მამაკაცს, როცა ეს საჭიროა.
როცა ქალი შიშის გარეშე გამოხატავს თავის ჭეშმარიტ გრძნობებს, ის ყოველთვის ქალურია. ქალის ეს მდგომარეობა მამაკაცს აძლევს მოტივაციას ახალ-ახალი გმირობებისთვის. რაც არ უნდა მცირე გააკეთოს მამაკაცმა მისთვის, ჭეშმარიტი ქალი ყოველთვის ხედავს და აფასებს მამაკაცის მცდელობას, რითაც კიდევ უფრო მეტ მოტივაციას აძლევს მას.
იმისთვის, რომ იქცე ასეთ ქალად, საჭიროა შეიცნო შენი მე. აქცენტი უნდა გააკეთო შენს შინაგან სამყაროზე და არა გარეგნულზე. როცა ადამიანს არ სჭირდება სხვებისგან ნებართვა, იყოს ის, ვინც არის, მისი საკუთარი ენერგია არ იბლოკება სხვების შეფასებებით. მას აქვს თავისი რეალობის საკუთარი აღქმა და მოტივაციას აძლევს სხვებს, იყვნენ მასავით თავისუფალი.
ბედნიერების საიდუმლო
როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, არსებობს ბედნიერების შვიდი საიდუმლო. შეიძლება, ეს არ არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, მაგრამ სიმართლის მარცვლებს აუცილებლად შეიცავს. გაეცანით, იქნებ გამოგადგეთ!
• არასოდეს განიცადოთ, რასაც თქვენზე ფიქრობენ ირგვლივ მყოფები. ასე თავისუფლებას შეიგრძნობთ და ეს ძალიან სასიამოვნოა;
• თქვენი ყველა ფიქრი ასი პროცენტით განხორციელდება, თუ ამ ფიქრებს მიზნებად აქცევთ და მისკენ სვლა არ დაგეზარებათ;
• შეიყვარეთ საკუთარი სხეული და მიიღეთ ისეთი, როგორიც არის. სწორედ ეს არის სილამაზის საიდუმლო;
• ნუ გააკრიტიკებთ სხვებს და საკუთარ თავს. ეს მავნე ჩვევაა და რაც მალე იტყვით მასზე უარს, მით უკეთესი. მეგობრებსაც შეინარჩუნებთ და საკუთარი თავის პატივისცემასაც;
• აჩუქეთ სხვას სიყვარული დაუნანებლად. არ სცადოთ საყვარელი ადამიანის გადაკეთება. ამას ურთიერთობაში გარდაუვალი კრახი მოჰყვება;
• ისწავლეთ საყვარელი საქმის კეთება და შემდეგ მისგან ბენეფიტების მიღება;
• ნაკლები იფიქრეთ ნეგატიურზე. მეტი – სიყვარულსა და სიკეთეზე. მიიღეთ სიამოვნება ცხოვრებისგან.
დაქორწინება, ოჯახის შექმნა
ოჯახური ცხოვრების დიდი გამოცდილების მქონე ადამიანები ოჯახის შექმნის მსურველებს ურჩევენ:
ოჯახურ ბედნიერებას ბევრი საიდუმლო აქვს. ქალებსაც და მამაკაცებსაც უნდა ახსოვდეთ, რომ ოჯახური ცხოვრების მთავარი საიდუმლო მოთმინებაა, დიდი მოთმინება. ეს ძალზე ძნელიცაა, მაგრამ უამისოდ ოჯახის შენარჩუნება გაჭირდება. ნურასოდეს იკამათებთ ბავშვების თანდასწრებით – თქვენ შეიძლება, მალე შერიგდეთ, ბავშვების ფსიქიკა კი დაითრგუნება.
ოჯახური ბედნიერების კიდევ ერთი საიდუმლო ისაა, რომ ადამიანებს ერთმანეთი გულწრფელად უყვარდეთ და პატივს სცემდნენ. სიყვარული, ურთიერთგაგება, ნდობა და პატივისცემა – აი, ოჯახური ბედნიერების შემადგენელი მთავარი კომპონენტები.
დროთა განმავლობაში ადამიანები იცვლებიან, დრო გამოცდის მათ გრძნობებსაც. ადამიანთა მსგავსად, ისინიც სხვადასხვა ფაზას გადიან, იცვლიან ხარისხს, მაგრამ არსად ქრებიან. თუ ყველა ეტაპს მოთმინებით გაივლით, მიხვდებით, რომ ცხოვრების რთულ გამოცდას გაუძელით, გაიმარჯვეთ საკუთარ თავზე და, რაც მთავარია, სიყვარული გადაარჩინეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...