ქალი და კაცი

სხვაობა მხოლოდ გენდერია?!

№36

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 17.09, 2023 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ერთი შეხედვით, ქალსა და მამაკაცს შორის სხვაობა თითქოს მხოლოდ გენდერია, სხვა დანარჩენით კი ორივე იდენტურია. მეცნიერები მუდმივად მუშაობენ სუსტი და ძლიერი სქესის თავისებურებებზე და გამოიტანეს არაერთი საინტერესო დასკვნა.. გაირკვა, რომ მათ შორის ნამდვილად არსებობს თვისობრივი სხვაობა, რომელსაც ბევრი ჩვენგანი, ალბათ, არც დაკვირვებია.

ვიცით, რომ მამაკაცები ძლიერ სქესს მიეკუთვნებიან. ალბათ, ბევრს უკვირს – ნუთუ შესაძლებელია მამაკაცის მკაცრი მზერისა და კუნთიანი სხეულის მიღმა შიშისა და ეჭვების დამალვა? თუმცა, სწორედ ძლიერი სქესი და მათი მკაცრი გამოხედვაა, ჩიხში რომ შეჰყავს ქალი. არადა მამაკაცებს ნამდვილად აქვთ თავისებური შიშები და კომპლექსები, თან საკმარისზე მეტიც.

მოდი, გავიგოთ, რაში მდგომარეობს სუსტი სქესის წარმომადგენლების ძირითადი და რეალური შიში.

ქალებს პანიკურად ეშინიათ, როდესაც დასცინიან – ასე დაასკვნა გერმანელმა ფსიქოლოგმა, მაიკლ ტიტცმა. მეცნიერმა გამოიკვლია გელოტოფობიით დაავადებული პაციენტები – დაცინვის შიში მეორე ადგილზე აღმოჩნდა ახლობლის დაკარგვისა და სიკვდილის შიშის შემდეგ. მაგრამ, ყველაზე არასასიამოვნო ფაქტი არის ის, რომ დაცინვის შიში აღმოაჩნდათ გონებრივად სრულიად ჯანმრთელ ქალებსაც. სხვადასხვა ქვეყანაში ქალების 2-იდან 30 პროცენტს ახასიათებს დაცინვის პანიკური შიში. ასეთ შიშს ისინი უფრო მამაკაცებისგან განიცდიან.

საინტერესო ფაქტია ისიც, რომ გელოტოფობი ქალების უმეტესობა ტაილანდში ცხოვრობს, ხოლო ფინელები ნაკლებად არიან მიდრეკილნი ამ დაავადების მიმართ, ვიდრე სხვა ერები.

რა მოსწონს მამაკაცს ქალში

გავრცელებული აზრია, რომ მამაკაცებს მხოლოდ ლამაზი ქალები მოსწონთ. თუმცა, სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა. ხშირად მას, რის გამოც მამაკაცს ქალი მოსწონს, არაფერი აქვს საერთო უზადო პარამეტრებთან და ბრწყინვალე გარეგნობასთან.

აი, რა იზიდავს მამაკაცთა უმეტესობას ქალში:

• მამაკაცებს მოსწონთ მოკლე კაბიანი ქალები, მაგრამ ქალის ცქერა შინაურ გარემოში, მათთვის კიდევ უფრო სასიამოვნოა. კაცებს მოსწონთ, როდესაც ლამაზ პიჟამაში გამოწყობილი ქალი იზმორება. ასეთ ფორმაში მამაკაცი ქალს დაუცველად და მგრძნობიარედ აღიქვამს;

• მოუწესრიგებელი თმა – მამაკაცებს უყვართ თმის ბუნებრივი ვარცხნილობა, ისეთი, როგორც სინამდვილეში გაქვთ;

• მამაკაცებს მოსწონთ, როცა თქვენი სახე მაკიაჟით არაა დატვირთული და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ბუნებრიობას ანიჭებენ უპირატესობას. ქალის კოცნისას მათზეც გადადის მაკიაჟი და ეს არცთუ ისე სასიამოვნოა;

• გავრცელებული აზრია, რომ უფრო მიმზიდველი თხელი და ბრტყელი მუცელია. ასეთი მუცელი მამაკაცების უმეტესობას არ მოსწონს. ისინი ფიქრობენ, რომ არაფერია ისეთი ლამაზი, როგორც ოდნავ მოპუტკუნებული და მრგვალი მუცელი;

• ნაოჭებზე ქალები დარდობენ. სინამდვილეში, მამაკაცებს უყვართ საყვარელი ქალის სახეზე ნაოჭები. ეს სიმწიფის, სიბრძნისა და გამოცდილების დამადასტურებელია;

• მამაკაცებს არ მოსწონთ ქალები, რომლებიც ზედმეტად ღელავენ წონაზე და მუდამ დიეტაზე არიან. კარგი მადა და ის, რომ არ გეშინიათ ჭამოთ, რაც თქვენ სუფრაზე დევს, თქვენს თავდაჯერებულობაზე მეტყველებს და მიუთითებს, რომ არ გადარდებთ სხვების აზრი. ასეთი ქალი მამაკაცის ნდობას მალე მოიპოვებს. მაგრამ გახსოვდეთ – უკიდურესობა ძალიან სახიფათოა. პირველ პაემანზე ძალიან ბევრს ნუ შეჭამთ;

• თუ მხედველობის სათვალეს ადრეული ასაკიდან ატარებთ, შეიძლება, ეს ნამდვილი წამება იყოს, მაგრამ მოზრდილ ასაკში ყველაფერი სხვაგვარადაა. ქალი, რომელიც ატარებს გამჭვირვალემინიან სათვალეს, ძალიან სექსუალურია, ისინი მამაკაცებისთვის თვალშისაცემები არიან. ასეთები თავდაჯერებული და დამოუკიდებელი ქალების შთაბეჭდილებას ტოვებენ;

• ქალები ხშირად დარდობენ სხეულის იმ ადგილების გამოჩენის გამო, სადაც ნამზეური არ ეტყობათ. თუმცა ეს „პრობლემა“ სულ არ აწუხებთ მამაკაცებს. ბიჭების უმეტესობა ეძებს კონტრასტს ქალის ბუნებრივ კანსა და ნამზეურს შორის და ფიქრობენ, რომ ქალი რომელსაც გაურუჯავი ადგილი უჩანს, ძალიან სექსუალურია;

• გრძელი კაბა შესაძლოა არანაკლებ სექსუალური იყოს მოკლეზე, რადგან ის ქალს საიდუმლოებით მოცულს ხდის. მაშინაც კი, როცა თქვენმა მამაკაცმა იცის, როგორი ლამაზი ფეხები გაქვთ, მაინც ფიქრობს იმაზე, თუ რა იმალება კაბის ქვეშ და მისი ფანტაზია უსასრულოა;

• ბიჭების უმეტესობა შიშველ ტერფებს სუპერსექსუალურად მიიჩნევს. წავიდა ის დრო, როდესაც მამაკაცი საყვარელი ქალის შიშველ სხეულს ქორწინების შემდეგ ხედავდა. დღეს შეიძლება, ქალმა მამაკაცი შიშველი ტერფებით მოხიბლოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული