ქალი და კაცი

სხვადასხვა სქესის სიყვარული

№51

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 31.12, 2023 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

მამაკაცებმა, ისევე როგორც ქალებმა, იციან სიყვარული, მაგრამ ეს სიყვარული სულ სხვაა. კაცები პრაგმატული არსებები არიან. მათ შეუძლიათ, გამოიჩინონ მზრუნველობა და სიყვარული ისე, როგორც ეს მათ იციან და შეუძლიათ.

რა განსხვავებაა ქალისა და მამაკაცის სიყვარულს შორის?

როგორ განვასხვაოთ სიყვარული შეყვარებისგან?

რას ნიშნავს სიყვარულის ფენომენი მამაკაცისთვის და ქალისთვის?

რა ადგილს იკავებს სიყვარული ცხოვრებაში სხვადასხვა სქესის წარმომადგენლებისთვის?..

მოდი, გავერკვეთ:

პირველადი ინსტინქტი, რომელიც ქალში აღძრავს თავის მორთვის სურვილს! - საინტერესოა, რომ მშვენიერი სქესის წარმომადგენლებმა ტანსაცმლის ჩაცმამდე ჯერ თავის გალამაზებაზე ზრუნვა დაიწყეს.

მამაკაცის გადარჩენის პოზიციიდან მთავარია მისი გენეტიკური მემკვიდრეობის გაზრდა. მან უნდა მოძებნოს, რაც შეიძლება, მეტი პარტნიორი. ბიოლოგიურად მას არანაირი დაბრკოლება არ აქვს – მას შეუძლია მთელი ცხოვრება შექმნას ბავშვები.

ქალისთვის კი შვილების გასაზრდელად ოჯახია საჭირო. შთამომავლობის გადარჩენას სწორედ სრულფასოვანი ოჯახი უზრუნველყოფს, სადაც არის დედა და მამა – მარჩენალი და მფარველი. სიყვარული ბუნების ინსტინქტები შებოჭვაა, რომელიც მერყევ კაცს შთამომავლობაზე ზრუნვისკენ უბიძგებს.

დღეს უკვე არ არსებობს გადაუდებელი საჭიროება ადამიანის სახეობის გამრავლებისა და შენარჩუნების შესახებ. მაგრამ დარჩა „მეხსიერება“, რომლის წყალობითაც ქალმა უნდა შეასრულოს ზიგოტადან ბავშვის ჩამოყალიბებისა და მშობიარობის ფუნქცია. ამის გარეშე ის ვერ გრძნობს თავს აბსოლუტურად ბედნიერად. მამაკაცებს სულაც არ სურთ დაქორწინება და შთამომავლობის აღზრდა.

ასე რომ, ქალს ინსტინქტური დამოკიდებულება აქვს „ოჯახის“ მიმართ და სიყვარული, როგორც ერთ-ერთი უძლიერესი ინსტინქტური გრძნობა, მნიშვნელოვანია ქალისთვის. მამაკაცი კი სულ ეძებს „თავის ადგილს ცხოვრებაში“.

თუ ქალმა გააკეთა არჩევანი და იპოვა თავისი მამაკაცი, ის მიჰყვება მას ცეცხლში და წყალში. ის მზადაა, გაამხნეოს ის, როცა მას მხარდაჭერა სჭირდება, იქნება მის გვერდით, მაშინაც კი, როცა მთლად დარწმუნებული არ არის, რომ მართალია, მოუსმენს მაშინაც კი, როცა მისი სიტყვები ყურადღებას არ იმსახურებს. მიუხედავად მისი ქმედებებისა და მეგობრების მოსაზრებებისა, რომელიც ვარაუდობს, რომ ის სუსტი და დამარცხებულია, მიუხედავად მისი განცხადებებისა, რომ ახლავე შეწყვიტოს ურთიერთობა, ის იცხოვრებს მისთვის და არ შეწყვეტს ბრძოლას მისი „დასაკუთრებისთვის“. არ შეწყვეტს ამ ბრძოლას წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი, რადგან დიდი სურვილი აქვს, ატაროს „მისი ერთას“ ტიტული. ქალის სიყვარული ნებისმიერ დროებით ბარიერს და ცხოვრებისეულ წინააღმდეგობას გადალახავს. მაგრამ ქალმა არ უნდა იფიქროს, რომ ამის სანაცვლოდ მამაკაცს იგი ისევე შეუყვარდება.

მამაკაცის სიყვარული განსხვავებულია და არ ჰგავს ქალისას.

კაცს ქალი თავისებურად უყვარს. ნახევარ საათში არ დაურეკავს, რომ უთხრას, რომ 5:30-ზე უფრო უყვარს, ვიდრე 5:00-ზე. ის არ დაჯდება ქალთან ერთად, როცა ის ავად არის. კაცის ასეთი თავგანწირული სიყვარულის იმედი აბსოლუტურად არარეალურია.

თუმცა მამაკაცის სიყვარულიც სიყვარულია. მიუხედავად იმისა, რომ ის განსხვავდება ქალების მიერ გაცემული და სასურველი სიყვარულისგან.

რა არის მამაკაცის სიყვარულის გამოვლინება?

მამაკაცებს ქალებისგან განსხვავებულად უყვართ. მოსიყვარულე კაცი მზად იქნება გააკეთოს სამი რამ, რაც მისი სიყვარულის გამოვლინებას ემსახურება: გაუმხილოს სიყვარული, მხარი დაუჭიროს და დაიცვას.

მამაკაცებმა უნდა იგრძნონ მხარდაჭერა, თითქოს ისინი მეფეები არიან, მაშინაც კი, თუ ისინი არაფერს წარმოადგენენ.

თუმცა, მამაკაცი მუდმივად საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაშია, აკვირდება და აფასებს სხვა მამაკაცებს, რომლებიც ახლოს არიან. ნებისმიერ მომენტში ის მზადაა, დაიცვას საყვარელი ქალი და მისი ყველა მიღწევა. ამიტომ, მისთვის მნიშვნელოვანია სახლში დასვენება. მან უნდა გაიგოს: „ძვირფასო, გმადლობთ. ჩვენ გვიყვარხარ და გვჭირდები, გვიხარია, რომ გვყავხარ“.

ერთგულება და სიყვარული მამაკაცისთვის სინონიმებია. ის სწორედ ასეთ სიყვარულს ითხოვს ქალისგან.

მამაკაცს აქვს ფიზიკური მოთხოვნილება, იყოს დაკავშირებული ქალთან, რომელიც უყვარს. ემოციები, ჩახუტება, გულწრფელი საუბრები... – მამაკაცები ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ეს მნიშვნელოვანია ქალებისთვისაც. იმავდროულად, უნდა გვესმოდეთ, რომ სექსი ყველაზე მეტად აკავშირებს მამაკაცს ქალთან. კაცისთვის კი ეს მისთვის მთავარი მოთხოვნილებაა, იგივეა, რაც ჰაერი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №8

19-25 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი