ქალი და კაცი

სილამაზე და სრულყოფილება

№9

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 13.03, 2022 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

სილამაზე ესთეტიკური კატეგორიაა, რომელიც აღნიშნავს სრულყოფილებას. ანტიკურ პერიოდში ცნება სილამაზე წარმოადგენდა ფილოსოფიის აღქმის უმნიშვნელოვანეს ყოფიერებას. არისტოტელემ კი, საერთოდ, დაინახა კავშირი სილამაზესა და სათნოებას შორის და ამტკიცებდა, რომ სათნოება მიმართულია სილამაზისკენ. ქალს კი აბსტრაქტული სილამაზის განსხეულებად განიხილავდნენ.

აი, რას ამბობდნენ ქალებზე სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ეპოქაში:

👉ქალი სულით უმანკოა… თუნდაც ცხოვრებით ხშირად მანკიერი;

👉ქალს კლავს უიმედობა, უსიყვარულოდ ყოფნა და უაზრობა. ის ყოველთვის უჩვეულოა. ამოუცნობი;

👉 ქალი არ არის მარტო ქალი. ის ხშირად არის აზრიც, ცხოვრების, ფიქრების აზრი. ის ყოველთვის ყველაფერზე მეტია;

👉ქალი კეთილია, მაგრამ ყოველთვის საეჭვოდ „კეთილი“. ქალი ხანდახან ძლიერია, ხანდახან – სუსტი, რაღაცნაირად დამანგერველი ძალის მატარებელი;

👉ქალი მოტაცებული წამია. ქალი ბავშვია. ქალი ოცნებაა, დადაღული და ფაფარაშლილი. ქალი ჩაგვირისტებული სიცოცხლეა, დიადი და გალაღებული. მას ძალუძს ცვლილება. კიდევ უფრო ხშირად კი – დამღუპველი ცვლილება;

👉 ქალი გმირია. ხშირად ყველაზე დაუცველი, ყველაზე უმწეო გმირი. სიძულვილი და სიყვარულია, მტერი და მოყვარე;

👉ქალური ჭეშმარიტება ამქვეყნად ყველაზე დიდი სიმართლეა;

👉 ქალი ძლიერია, მეწყერივით ძლიერი. ნიაღვარივით წამლეკავი და კიდევ უფრო ხშირად წალეკილი. ქალი ყველაფერია… ის უბრალოდ უბრალოებაა…. ქალი პოტენციური მკვლელია. ყველაზე ჩუმი, ნაზი, ლამაზი მკვლელი.

👉 ქალი სიჩუმეში, სიცივეში დაოკებული ვნებაა. ქალი მომლოდინეა. ქალი თავადაა ლოდინი;

👉ქალი კაცური ფანტაზიაა, ყველაზე სრულყოფილი, მწველი და აუტანელი ფანტაზია;

👉ქალი დედაა, უსაზღვროდ ძლიერი დედა. ქალი ცოლია. უსაზღვროდ შეყვარებული საყვარელია. ყველაზე ახლო და ყველაზე ძლიერი მეგობარი.

ძლიერი ქალები ამბობენ...

ამ ქალებს ანგარიშს უწევდნენ. მათ ეთაყვანებოდნენ, ემორჩილებოდნენ და აღმერთებდნენ.

„ყველა პიროვნება საბოლოოდ თავადვე ახდენს საკუთარი ხასიათის ფორმირებას“. – ანა ფრანკი.

„ძლიერ ქალებს არ აქვთ „დამოკიდებულებები“, ჩვენ გვაქვს სტანდარტები“ – მერლინ მონრო.

„მამაკაცებს უყვართ თვალებით, ქალებს – ყურებით“. – სარი გაბორი.

„ის, რაც სხვა ადამიანის აზრებშია, არ არის ჩემსაში. მე საკუთარი აზრი გამაჩნია“. – ოდრი ჰეპბერნი.

„გიფიქრიათ, რა გხდით განსხვავებულსა და უცნაურს სხვის თვალში? მე მიფიქრია. საკუთარი ძალა“ – მერილ სტრიპი.

„მე შემიძლია, ვთქვა „არა“ ოც სხვადასხვა ენაზე, ქალისთვის ეს სრულებით საკმარისია“. – სოფი ლორენი.

„მამაკაცები, რომლებიც ქალებს პატარა ნაკლოვანებებს არ აპატიებენ, არასოდეს დატკბებიან მათი უდიდესი ღირსებებით“. – ანა ნიკოლ სმიტი.

„ყოველი მამაკაცის მამოძრავებელი ძალა ქალია. ქალის გარეშე ნაპოლეონიც ერთი ჩვეულებრივი იდიოტი იქნებოდა“. – იოკო ონო.

ქალები და მამაკაცები...

შესაძლოა, არ იცოდეთ, მაგრამ ძალიან საინტერესოა:

👉 ქალის გული უფრო სწრაფად ფეთქავს, ვიდრე კაცის;

👉ქალის თმის დიამეტრი კაცისაზე 2-ჯერ ნაკლებია;

👉 ქალები, მამაკაცებთან შედარებით, ორჯერ უფრო ხშირად ახამხამებენ თვალებს;

👉 ქალის მიჯაჭვულობა მამაკაცთან უფრო ძლიერია, ვიდრე მამაკაცისა ქალთან. ამიტომ ქალებს, როგორც წესი, უფრო მეტად აინტერესებთ ოჯახის შექმნა. ეს გამოწვეულია ოქსიტოცინის დონის გაზრდით, ისევე, როგორც იმით, რომ ქალებს უკეთ აქვთ განვითარებული ტვინის ის ნაწილები, სადაც კონცენტრირებულია გრძელვადიანი მიჯაჭვულობა;

👉ქალები ცხიმებს უფრო ნელა წვავენ, ვიდრე კაცები, დაახლოებით, 50 კალორიას დღეში;

👉 ქალების იმუნიტეტი უფრო ძლიერია, ვიდრე მამაკაცების;

👉 ქალის ტვინში კორპუსი უფრო სქელია, ვიდრე მამაკაცებში და 30 პროცენტით მეტი დაკავშირება აქვს. ამიტომ ქალები უკეთესად ასრულებენ რამდენიმე საქმეს ერთად;

👉 ქალს გემოს უფრო მეტი რეცეპტორები აქვს;

👉 ქალებს უფრო მეტი ტკივილის რეცეპტორებიც აქვთ, მაგრამ ანთების ბლოკირების ესტროგენის გამო, ისინი, ზოგადად, ადვილად იტანენ ტკივილს, ვიდრე მამაკაცები;

👉 ქალები უფრო კარგად განასხვავებენ ფერებს, ვიდრე მამაკაცები, ვინაიდან ფერის გარჩევა პირდაპირ კავშირშია X ქრომოსომასთან;

👉ქალის კანი 10-ჯერ უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე მამაკაცის;

👉 ქალები ბევრად უკეთ ასხვავებენ მაღალი სიხშირის ხმებს, ვიდრე მამაკაცები;

👉 ძილის დროს ქალის ტვინის ელექტრული აქტივობა მხოლოდ 10 პროცენტით მცირდება, ამიტომ ქალის ძილი უფრო ფხიზელია;

👉ქალები ნაკლებად ორიენტირებენ სივრცეში, ვიდრე მამაკაცები. პარალელური პარკირება შეუძლია მამაკაცების 82 პროცენტს, პირველივე ცდაზე კი ამას მათი 71 პროცენტი ახერხებს. ქალებისთვის კი შედეგი სავალალოა. მხოლოდ 22 პროცენტს შეუძლია ამის გაკეთება, მათგან ორი მესამედი პირველივე ცდაზე საერთოდ ვერ გააკეთებს.

👉 ქალებში მეტყველებაზე პასუხისმგებელია ტვინის ორი ცენტრი, ამიტომ ქალს შეუძლია დღეში 8 000-მდე სიტყვა მარტივად წარმოთქვას, გამოიყენოს 3 000-მდე ბგერა და 10 000-მდე არავერბალური სიგნალი. მამაკაცებისთვის იგივე მაჩვენებლები ორჯერ დაბალია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი