ქალი და კაცი

სიყვარულის მისტიკა

№37

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 22.09

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ყველას შეუძლია, შექმნას დამაკმაყოფილებელი, მშვიდი, უსაფრთხო და რომანტიკული ურთიერთობა. ამისთვის საჭიროა კარგად დაიმახსოვროთ შემდეგი პუნქტები:

უპირველესად, დაივიწყეთ მოძველებული აზრი, რომ სიყვარული უბრალო რამეა, რომელსაც შეიძლება, შემთხვევით გადაეყაროთ.

მეცნიერება გვეუბნება, რომ სიყვარული მისტიკა აღარ არის. ის საკმაოდ აზრიანია. მისი წესების შესწავლაც შესაძლებელია.

• ეცადეთ, ყოველდღე ღიად მიაწვდინოთ ხმა ვინმეს და ითხოვოთ ყურადღება ან სიყვარული. თქვენ ბევრად ბედნიერი, ჯანმრთელი, მშვიდი იქნებით და უფრო დიდხანსაც იცოცხლებთ, თუ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას შეუწყობთ ხელს;

• როდესაც თავს გაღიზიანებულად, გაურკვევლად ან მშფოთვარედ გრძნობთ, ამის შესახებ თქვენს პარტნიორს უთხარით, გაუზიარეთ ემოციები და დაიხმარეთ ის მათ დალაგებაში. ბოლო კვლევებით დადგინდა, რომ საყვარელი ადამიანის ხელის მოკიდებასაც კი, შეუძლია დაგამშვიდოთ და შიშები გაგიქარვოთ;

• შეეცადეთ შეამჩნიოთ ის მომენტები, როცა გახსნა გიჭირთ და თავდაცვის პოზიციებში გადადიხართ, შორეული და მოღუშული ხდებით. გახსნილობა ძლიერი, მყარი ურთიერთობების ფუძეა. ეცადეთ, აიღოთ ინიციატივა და პარტნიორს გაუზიაროთ, თუ რატომ გიჭირთ გახსნა და რა იწვევს თქვენს ჩაკეტილობას;

• დააკვირდით თქვენი და თქვენი პარტნიორის ინტერაქციას;

• ეცადეთ, დაელაპარაკოთ თქვენს პარტნიორს ერთმანეთის ზეგავლენაზე;

• ჩხუბის/კამათის დროს, ღრმად ჩაისუნთქეთ და ეცადეთ თქვენი კამათი სხვისი თვალით დაინახოთ. ხანდახან, სინამდვილეში, კამათს ემოციური კავშირების საჭიროება იწვევს. შესაძლოა, თქვენთვის ეს ჩვეულებრივი სიგნალია, რომელსაც პარტნიორის მიმართ გასცემთ, მაგრამ მას კრიტიკა ესმის და უკან იხევს ან თავადაც შეტევაზე გადმოდის;

• მოიწყვეთ მშვიდი მომენტი, გადაერთეთ ემოციურ ნოტზე და ნახეთ, თუ შეგიძლიათ გაუზიაროთ ერთმანეთს თქვენი საჭიროებები;

•იცოდეთ, რომ ემოციური ტრავმა ურთიერთობებისთვის ძალიან საზიანოა.

უშნო, მაგრამ ჭკვიანი

იცოდით, რომ საპიოსექსუალი ნიშნავს ადამიანს, რომელიც ჭკუას ადამიანის ყველაზე სექსუალურ შტრიხად მიიჩნევს, ფსიქოლოგიური, სამეცნიერო, პოლიტიკური თუ სხვა სახის ინტელექტუალური საუბრები მისთვის პრელუდიაა და სექსის შემდგომაც ფილოსოფოსობა უყვარს?! ანუ, ძალიან ბევრ ქალს უშნო, მაგრამ ძალიან ჭკვიანი მამაკაცები უფრო მოსწონს და სექსუალურად მიაჩნია, ვიდრე ლამაზი, დაკუნთული, მაგრამ უშინაარსო, თავცარიელი „ტიპები“.

ასეთები იმაზე ბევრნი არიან, ვიდრე წარმოგიდგენიათ და რიცხვიც ყოველდღიურად იზრდება. ჩვენი გენები ნელ-ნელა პროგრამდება ჭკვიანი ადამიანების ძიებაზე. ტვინი ძალიან სექსუალური ორგანოა, მისი „ბიცეპსები“ ბევრს აღაგზნებს და თუ რატომ – ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას მეცნიერები შეეცადნენ.

• მაღალი ინტელექტი = ჯანსაღ სპერმას – ანუ ჭკვიანი ადამიანების უკეთეს შთამომავლობას გვაძლევენ;

• ძლიერი ინტელექტი = ძლიერ სექსუალურ დრაივს – ინტელექტუალები უკეთესად ერკვევიან სექსში და ჯანსაღი დამოკიდებულებებიდან გამომდინარე, ჯანსაღი სექსუალური ცხოვრებაც აქვთ;

• ინტელექტი გაცილებით პრაქტიკულია.

ინტელექტი უფრო დიდხანს ძლებს. თანაც გაცილებით სასარგებლოა, იმაზე სასარგებლო ვიდრე შიშველი და ლამაზი სხეული. ის წინსვლისა და ევოლუციისთვის აუცილებელი თვისებაა, ფულია და კომფორტი. ინტელექტი მოდაშია. ინტელექტუალური პარტნიორი ევოლუციაში, ზრდასა და განვითარებაში, უკეთესი თაობისა და უკეთესი ცხოვრების შექმნაში გვეხმარება. ჩვენი არსებობის აზრიც ხომ სხვა არაფერია?

როდესაც მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალს – მერილინ მონროს ჰკითხეს, ვის მიიჩნევდა ყველაზე მომხიბლავ მამაკაცად მან არტურ მილერი და ალბერტ აინშტაინი დაასახელა.

მერლინი აშკარად საპიოსექსუალი გახლდათ. ის ჭკვიან კაცებზე გიჟდებოდა. აინშტაინს ვერა, მაგრამ არტურ მილერს ცოლადაც გაჰყვა. „იმით გამიტაცა, რომ ჭკვიანია. მისი გონება ყველა ჩემი ნაცნობი მამაკაცის გონებაზე ძლიერია. მას ესმის ჩემი სწრაფვა სრულყოფისკენ“, – ამბობდა მერლინი. ადრე, როდესაც ადამიანს შიშველი ხელებით უწევდა თავის დაცვა, ფიზიკური სიძლიერე გადარჩენის ერთადერთი გზა იყო, ამ ეპოქის გადმონაშთია ძლიერი და დაკუნთული სხეულებისკენ ლტოლვა. თუმცა ახლა სტანდარტები შეიცვალა. დღეს გადარჩენისთვის საჭიროა ჭკუა. ჰოდა, საპიოსექსუალებიც მომრავლდნენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა