სიყვარულის გამოხატვა
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 12.11

ქალის სიყვარული უპირობოა, ემოციური, კეთილი და მზრუნველი. თუ ქალს უყვარს, ის მთლიანად მიუძღვნის თავს საყვარელ მამაკაცს. ის შეიძლება, არც იმსახურებდეს მის ყურადღებას, მაგრამ მაინც ერთგულია და მის გვერდით სხვა მამაკაცი ვერც წარმოუდგენია.
როგორ უნდა გაიგოთ, რომ თქვენს მამაკაცს მართლა უყვარხართ?
თუ მას მართლა აქვს თქვენ მიმართ რაიმე გრძნობა, მას საჯაროდაც განაცხადებს. თქვენი ოფიციალური ტიტული, რომელიც მეტია, ვიდრე „ეს არის ჩემი მეგობარი” ან, უბრალოდ, სახელით წარმოდგენა, ნიშნავს, რომ ის თქვენ გხედავთ ხანგრძლივი ურთიერთობისთვის და ამაყობს იმით, რომ ერთად ხართ.
თუ მან განაცხადა, რომ თქვენ მისი მეგობარი ხართ, მართლაც ასეა და ასე დარჩება. ანუ, თუ თქვენ მამაკაცს ნახევარი წლის განმავლობაში ხვდებით და ჯერ კიდევ არ გაგიცვნიათ მისი მშობლები, ახლობლები ან მეგობრები, ან კიდევ ის გაურკვეველი მიზეზებით თავს არიდებს თქვენი მშობლების გაცნობას, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთად დიდხანს არ იქნებით.
სიყვარულის კიდევ ერთი ნიშანი ისაა, რომ საყვარელი მამაკაცი ყოველთვის ეცდება თქვენს უზრუნველყოფას. ეს ნიშნავს მოგიგვაროთ ესა თუ ის პრობლემა.
საყვარელი მამაკაცი ყოველთვის გიცავს. ეს არაა მაინცდამაინც ფიზიკური ძალის გამოყენება იმათ მიმართ, ვინც თქვენ ზიანი მოგაყენათ, ეს შეიძლება, იყოს, რაიმე ღირებული რჩევა ან ცდა, დაგეხმაროთ მაშინ, როცა ეს გჭირდებათ.
ქალებს უნდა გვესმოდეს, რომ მამაკაცებს სხვანაირი სიყვარული შეუძლიათ. მათი სიყვარული ხშირად ჯდება ამ სამ კატეგორიაში: განცხადება, დაცვა და უზრუნველყოფა. მამაკაცები არ აკეთებენ იმას, რასაც მათგან მოელით, რადგან არავის უთხოვია ეს. მამაკაცმა უნდა იცოდეს, რას ელით მისგან კონკრეტულად, რას შეურიგდებით და რას – ვერა. ეს მოთხოვნა ძალიან მსუბუქად უნდა იყოს ნათქვამი, როგორც ჩვეულებრივი საუბარი და არ უნდა ჰგავდეს ულტიმატუმს.
რასაც მამაკაცები ყურადღებას აქცევენ
ძალიან ხშირად მამაკაცების უყურადღებობას ვუჩივით, თუმცა მათი დაკვირვების შესაძლებლობის დაუფასებლობა არ ღირს. საკმაოდ გაოცებული დარჩებით, თუ გაიგებთ, რამდენ წვრილმანს ამჩნევს მამაკაცი ქალს, რომლითაც დაინტერესებულია.
ესაა ის, რასაც მამაკაცები ყურადღებას აქცევენ:
• რამდენს მიირთმევთ
- დარწმუნებული იყავით, მამაკაცი ყურადღებას აქცევს იმას, პაემანზე რამდენს მიირთმევთ. მაგრამ პანიკაში არ ჩავარდეთ და მცირე პორციებით და ისიც მხოლოდ დიეტური სალათების ჭამა არ დაიწყოთ. უბრალოდ, ერთი რამ გაითვალისწინეთ: თუ ჯანსაღი მადა გაქვთ, თვალთმაქცობა არ სცადოთ, თითქოს დიეტაზე ხართ. პირიქით, მიირთვით იმდენი, რამდენიც გსურთ. მამაკაცი ასე თქვენ გვერდით თავს კომფორტულად იგრძნობს.
•თქვენი მაკიაჟი
შესაძლოა, მან ლაინერსა და ტუშს შორის სხვაობა ვერ შეამჩნიოს, მაგრამ მამაკაცი აუცილებლად შეამჩნევს, მაკიაჟი გისვიათ თუ არა. თანაც, რა რაოდენობით.
გამოკითხვის თანახმად, ბევრ კაცს მოსწონს, როცა გოგო მაკიაჟს იყენებს, რადგან ეს ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მან მამაკაცის მოსახიბლად დრო დახარჯა. თუმცა, კოსმეტიკის ჭარბად გამოყენება ცუდია. ასე რომ, მთავარია, ზომიერება.
•ფერი, რომელსაც ყველაზე ხშირად იცვამთ
შეგიძლიათ შეამოწმოთ, რომ მამაკაცი ამჩნევს ფერს, რომელსაც ტანსაცმელში ყველაზე მეტად ანიჭებთ უპირატესობას. უფრო მეტიც, ის ქვეცნობიერად ეცდება, იმავე ფერის ტანსაცმელი ჩაიცვას, რომ თქვენი გამოსახულება შეავსოს. მისთვის ასევე, სასიამოვნო იქნება, როცა მის მცდელობას დააფასებთ.
•მანიკიური
ბევრი მიიჩნევს, რომ ქალები მანიკიურს მხოლოდ თვისთვის იკეთებენ. თუმცა დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მამაკაცები ქალის ხელებს აკვირდებიან.
ანუ, მამაკაცების უმეტესობა უფრო მოვლილ ფრჩხილებს ანიჭებს უპირატესობას.
•თქვენი ღიმილი
მამაკაცების უმეტესობა კითხვაზე, პირველი პაემნიდან რა დაამახსოვრდა, ამბობს, რომ - პარტნიორის ღიმილი.
ქალბატონებო, ამას ხომ ზედმეტი ძალისხმევა არ სჭირდება და მამაკაცის სუსტი წერტილი შეიძლება გახდეს, თუ მას სწორად გამოიყენებთ.
•უცნაური ჩვევები
თუ ზოგჯერ ისე არ იქცევით, როგორც დანარჩენები, უცნაურად ან სასაცილოდ, მამაკაცი ამას აუცილებლად დაიმახსოვრებს. თუ ეს თქვენი მამაკაცია, ის თქვენს უცნაურობას ჩუმად შეამჩნევს და მიმზიდველადაც მიიჩნევს.
•თქვენი მუსიკალური უპირატესობები
მამაკაცი ყოველთვის ამჩნევს, როგორ მუსიკას უსმენს მისი რჩეული. ხოლო, როცა ქალი თავს თავისუფლად და კომფორტულად გრძნობს, მღერის და ცეკვავს, ეს უყურადღებოდ არ დარჩება.
•ის, რაც გულს გტკენთ
მამაკაცი ამჩნევს, როცა ქალი განაწყენებული ან უხასიათოდაა. თუმცა უჭირს გადაწყვეტა, ასეთ სიტუაციაში როგორ მოიქცეს.
მამაკაცების ნაწილი ელოდება, რომ ქალი გულს თავად გადაუშლის, ეტყვის, რა აწუხებს. სხვები კი ეცდებიან, რომ ქალებმა პრობლემები მალე დაივიწყონ, ეცდებიან, გაართონ და გაამხნეონ.
•ის, რაც თქვენ გახარებთ
მამაკაცს უხარია, როცა ქალი ბედნიერია. ის ეცდება, ეს ღიმილი კვლავ და კვლავ დაინახოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან