ქალი და კაცი

სიყვარული თუ შებრალება

№24

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 23.06

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ქალური სიყვარული… როდესაც ქალს უყვარს, მას სურს, იყოს სასურველი. ცხოვრობდე წყვილად, ნიშნავს ერთი მიმართულებით სვლას და თუკი მიიღწევა კომპრომისი, მაშინ ორივე მათგანისგან. სიყვარული – ორივეს მხრიდან, ისურვო – ორივესთვის. მრავალნაირი ადამიანია და სიყვარულსაც სხვადასხვანაირად გამოხატავენ, მაგრამ მათ ერთად მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, იყვნენ ბედნიერები, როცა ორივე ებმება ურთიერთობაში. თუკი ეს ხდება ცალმხრივად, მაგალითად, თუ ეს მხოლოდ ქალის ან მხოლოდ მამაკაცის სიყვარულია, მაშინ აუცილებლად არსებობს დაძაბულობა და ერთს არ შეუძლია მეორის ხარჯზე ცხოვრება, მეორეს არ შეუძლია უყვარდეს უანგაროდ.

ქალური სიყვარული – როგორ უნდა გადაარჩინოთ და არ დაიღუპოთ?

თუ მამაკაცსა და ქალს შორის ჩნდება განსაკუთრებული სიახლოვე და მიზიდულობა, ასევე, სურვილი, შექმნას ურთიერთობა, გამყარებული უნდა იყოს საკუთარი თავისა და ერთმანეთის გაგებით.

შეყვარებულ და სასურველ ქალს შეუძლია, ისე იმოქმედოს მამაკაცზე, რომ ის მიხვდება, როგორ იცხოვროს ისე, რომ მიიღოს სიამოვნება. ამასთან, ცალმხრივად ზრუნვას არ აქვს სასურველი ეფექტი. მამაკაცს არ სჭირდება დედა, მას სჭირდება სასურველი ქალი, საინტერესო, გარკვეული თავის ინტერესებში და მასზე არანაკლებ საქმიანი.

ქალს უნდა ახსოვდეს, რომ საჭიროა, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებაში პირველი ადგილი მამაკაცს დაუთმოს. მან უნდა იგრძნოს, რომ არის მთავარი, თავს შეიგრძნობს არა მოზარდად, არამედ მამაკაცად. მას სჭირდება ქალური სიყვარული და ამაში დარწმუნება, მისი გაბწყინებული თვალები, მასთან ბედნიერ ცხოვრებაზე მოსაუბრე და არანაირი დედური მზრუნველობა.

ხშირად ქალს არ შეუძლია, გაჩერდეს. ის მაშინაც კი განაგრძობს მეურვეობას, როცა ეს სულ აღარ არის საჭირო. თუ მამაკაცს სურს რეალიზება გაუკეთოს თავის შესაძლებლობებს, ასეთი შესაძლებლობა კი ჩამორთმეული აქვს, ეს მას ძალიან აღიზიანებს, ქალს კი მისი რეაქციები სწყინს. ქალი ელოდება საპასუხო ქმედებას: მას უყვარს თავისი მამაკაცი, ეხმარება... და სად არის პასუხი? სრული იმედგაცრუებისგან კი ქალს შეუძლია, დაარღვიოს ურთიერთობა. ამ დროს მშვენიერი გამოსავალი არსებობს – საკუთარ თავზე ზრუნვა. დიახ, საკუთარი თავის სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ უნდა დაგავიწყდეთ.

ყველაფერი სხვაგვარადაა

ხშირად მას, რის გამოც მამაკაცს ქალი მოსწონს, არაფერი აქვს საერთო უზადო სხეულთან და ბრწყინვალე გარეგნობასთან.

აი, რა იზიდავს ქალში მამაკაცთა უმეტესობას:

• რა თქმა უნდა, მამაკაცებს მოსწონთ მოკლეკაბიანი ქალები, მაგრამ ქალის ცქერა შინაურ გარემოში მათთვის კიდევ უფრო სასიამოვნოა;

• თქვენ შეიძლება, დიდ ფულსა და დროს ხარჯავთ იმისთვის, რომ თმა ლამაზად გქონდეთ დავარცხნილი, მაგრამ მამაკაცებს უყვართ, როცა თმა ხელოვნურად კი არ გაქვთ დალაგებული, არამედ როგორც სინამდვილეშია. ისინი ბუნებრიობას ანიჭებენ უპირატესობას;

• მამაკაცებს არ მოსწონთ ქალები, რომლებიც ზედმეტად ღელავენ წონაზე და მუდამ დიეტაზე არიან. ასეთი ქალი მამაკაცის ნდობას მალე მოიპოვებს, მაგრამ გახსოვდეთ, უკიდურესობა ყველა მიმართულებითაა სახიფათო – პირველ პაემანზე ძალიან ბევრს ნუ შეჭამთ;

• ქალი, რომელიც გამჭვირვალემინიან, ოპტიკურ სათვალეს ატარებს, ძალიან სექსუალურია, ისინი მამაკაცებისთვის თვალშისაცემები არიან. ასეთი ქალები თავდაჯერებული და დამოუკიდებელი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებენ;

• გრძელი კაბა შეიძლება, მოკლეზე არანაკლებ სექსუალური იყოს. გრძელი კაბა ქალს საიდუმლოებით მოცულს ხდის მაშინაც კი, როცა თქვენმა მამაკაცმა იცის, როგორი ლამაზი ფეხები გაქვთ;

• ბიჭების უმეტესობა შიშველ ტერფებს სუპერსექსუალურად მიიჩნევს. შესაძლოა, ქალმა მამაკაცი სწორედ შიშველი ტერფებით მოხიბლოს.

ორივე სქესისთვის

სიყვარული ბრმაა, სამაგიეროდ, ოჯახური ცხოვრება გენიალური ოკულისტია! გამოძერწო საყვარლისგან ქმარი ისევე რთულია, როგორც ქმრისგან – საყვარელი…

ასე არიან მოწყობილი ძლიერი სქესის წარმომადგენლები – შეუძლიათ, გაუძლონ ყველაზე ჭკვიანურ არგუმენტსაც კი, მაგრამ ძალიან ცოტაა მამაკაცი, რომელსაც შეუძლია, ერთ ქალში ყველა ქალი მოიპოვოს.

ეს სიბრძნეები კი ორივე სქესისთვისაა:

• ის, ვინც ეჭვიანობს, სინამდვილეში ეჭვი ეპარება არა საყვარელ ადამიანში, არამედ საკუთარ თავში;

• ნამდვილი სიყვარულის ერთი საათი მთელი ცხოვრებაა;

• სიყვარული ერთადერთი ვნებაა, რომელიც ვერ იტანს ვერც წარსულს და ვერც მომავალს;

• მას, ვისაც უყვარს, ეჭვი ან არაფერში ეპარება, ან – ყველაფერში;

• მარტოობა შესანიშნავი რამაა, მაგრამ გვერდით ვინმე მაინც უნდა გყავდეს, რომ უთხრა, რა მშვენიერი რამაა მარტოობა;

• თუ მხოლოდ საკუთარ თავთან ილაპარაკებ, მუდამ მართალი იქნები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული