ქალი და კაცი

სიყვარული და ემოცია

№6

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 18.02

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

სიყვარულს მხოლოდ დადებითი, სასიამოვნო ემოციების განცდა კი არ შეუძლია, ის ხშირად ხდება შფოთვის მიზეზი, რაც ბუნებრივი მდგომარეობაა, მიუხედავად იმისა, რომ ის კონტროლს ექვემდებარება, ზღვარს გადაბიჯება მაინც არ ღირს, გადაჭარბებული ემოციები ან კომპლექსები წყვილების ურთიერთობისთვის საზიანოა.

მაგალითად, ხშირად სიყვარულს შიში ახლავს თან. ის სიყვარულის პირველივე ეტაპზე იჩენს თავს და ბავშვობიდან მოდის, იმ პერიოდიდან, როდესაც მშობლების მხრიდან მის უარყოფას, უსიყვარულობას ან უპატივცემულობას ჰქონდა ადგილი. ასეთი პიროვნება ბევრს ცდილობს, რომ შეავსოს ის, რაც ყოველთვის აკლდა, ამიტომ უჭირს სათანადოდ შეაფასოს საკუთარი თავი, პარტნიორი ან სიტუაცია.

ჰკითხეთ საკუთარ თავს: „მართლა არ ვარ მისი შესაფერისი? რატომ?” კითხვებზე პასუხით მიხვდებით, რომ დროა, გათავისუფლდეთ ამ პიროვნებისგან და შეწყვიტოთ თითოეული სიტყვისა და ნაბიჯის კონტროლი მის გამო. ნებისმიერი გაურკვევლობა ყოველთვის იწვევს განგაშს.

სიყვარულში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეგეძლოს მიღება და გაცემა – სითბოსი, სიყვარულის, ზრუნვის, დროის, გონებრივი ძალისა და სხვა რესურსების. ხშირად ეს ბალანსი დარღვეულია – ადამიანი ან ვერ გასცემს, ან აკლია ეს ყველაფერი.

ზოგი მიიჩნევს, რომ ურთიერთობისას მხოლოდ საჩუქრები და კომპლიმენტებია საჭირო. ზოგი ცდილობს, თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა, ზოგს კი ეს ურთიერთობა მორიგ გატაცებად მიაჩნია.

დაფიქრდით, პროდუქტიულად განიხილეთ პარტნიორთან თქვენი მომავალი, გაცვალეთ აზრები და გაუზიარეთ შიშის შესახებ. აუცილებლად მოისმინეთ მისი პოზიციაც.

ნუ შეგეშინდებათ ახალი დღის და ახალი ცხოვრების!

ყველას ეშინია იმის, რომ სიყვარულის ნავი ერთ დღესაც აუცილებლად დაიმსხვრევა. ხასიათის შეუთავსებლობის, ძილის, კვების რეჟიმის განსხვავებულობისა და სხვა ფაქტორების გამო არაერთი წყვილის ურთიერთობა დანგრეულა. როდესაც ვდგებით ახალი ცხოვრების დაწყების წინაშე, გვიპყრობს შიში, ხომ არ გავანდგურებთ საკუთარ ან მის ცხოვრებას.

გამოსავალი მარტივია: ნუ იჩქარებთ დაქორწინებას, შეგიძლიათ, ხშირად შეხვდეთ პარტნიორს, უკეთ გაიცნოთ, ერთად იმოგზაუროთ, დაისვენოთ ზღვაზე ან მთაში და დარწმუნდეთ, რომ თქვენი ხასიათი ეწყობა და ერთმანეთის ჩვევები არ გაღიზიანებთ.

მოგწონთ მასთან ურთიერთობა? ესე იგი, ეს ორი პიროვნების კავშირის გამძლეობაა. იგივე კითხვა მას დაუსვით და თუ დადებით პასუხს მიიღებთ და დიდი ალბათობით, დადებითი იქნება, გააგრძელეთ მასზე ზრუნვა და ყურადღება.

ეგოისტი თუ ფრთხილი

ქალების უმრავლესობა მზადაა მეგობრების, ოჯახის წევრების, ქუჩაში უცნობების დასახმარებლადაც კი, რასაც ყოველთვის ვერ ვიტყვით მამაკაცებზე.

ყველაფერი არც ისე მარტივადაა...

ნეირობიოლოგებმა ჩაატარეს რიგი ქცევების კვლევა ექსპერიმენტების დახმარებით, რომლის დროსაც რესპონდენტებს უწევდათ გადაწყვეტილების მიღება – უნდა დახმარებოდნენ თუ არა სხვებს ფულით. ნეირობიოლოგებს უნდა დაედგინათ, ტვინის რომელი ნაწილები ამოქმედდებოდა მაშინ, როცა მიიღებდნენ ალტრუისტულ გადაწყვეტილებას და მაშინ, როდესაც მიიღებდნენ ეგოისტურ გადაწყვეტილებას.

მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ ზოლიანი სხეული, ანუ ტვინის ის ნაწილი, რომელიც, თუ კარგად ვიქცევით, გვაჯილდოებს „გემრიელი” დოფამინით, ქალებში, მამაკაცებთან შედარებით, უფრო ხშირად აჩვენებდა გამოხატულ რეაქციას, როდესაც ისინი ალტრუისტულ გადაწყვეტილებას იღებდნენ.

მკვლევრებმა კიდევ ერთი ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომლის დროსაც მედიკამენტური საშუალებებით ზოლიანი სხეულის ნეიტრალიზება მოახდინეს. ამის შედეგად ქალებმა დაიწყეს უფრო ეგოისტური გადაწყვეტილებების მიღება, ხოლო მამაკაცები უფრო გულუხვები გახდნენ. მაგრამ, როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, სანამ მამაკაცები იფიქრებენ, რომ აქვთ უფლება, პასუხი არ აგონ თავიანთ ეგოისტურ საქციელზე, ამ სხვაობის ფესვები უფრო კულტურულია, ვიდრე ბიოლოგიური. ანუ, დიდი ალბათობით, ეს ტრადიციული სოციალური წესების შედეგია.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ექსპერიმენტებში არსებული გენდერული სხვაობა აიხსნება სხვადასხვა კულტურული მოლოდინებით, რომლებიც ქალებსა და მამაკაცებს ეკისრება, ასკვნიან მეცნიერები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი