ქალი და კაცი

შეიყვარე საკუთარი თავი

№3

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 28.01

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

თუ გინდათ, ბედნიერი იყოთ, უპირველესად, საკუთარი თავი შეიყვარეთ. შეიძლება, ეს რთულად გეჩვენებათ, მაგრამ ცოტას ჩვენ დაგეხმარებით.

  • შეიყვარეთ საკუთარი თავი და ისწავლეთ, როგორ გაატაროთ დრო მარტომ;
  • იყავით ბედნიერი, მადლიერი და ისიამოვნეთ ცხოვრების თითოეული წუთით;
  • გააგებინეთ მამაკაცს, რომ თქვენ ის გაინტერესებთ, თუმცა დევნას ნუ დაუწყებთ. გჯეროდეთ, რომ ცხოვრების მთავარი ჯილდო თქვენ ხართ;
  • იყავით საქმიანი, მაგრამ გამონახეთ დრო, გაერთოთ და შეიყვაროთ თქვენი ცხოვრება;
  • შეისწავლეთ და შეიყვარეთ საკუთარი გარეგნობა, თქვენი უნიკალური ბუნება და თამამად გამოხატეთ ემოციები. ქალი, რომელმაც იცის ვინ არის, ნებისმიერ ადამიანს იზიდავს;
  • იყავით ავთენტიკური, ღია და გულწრფელი. არ დამალოთ, რას გრძნობთ ან ვინ ხართ. თქვენი ავთენტიკური ხასიათი არის ის, რაც ყველაზე მომხიბვლელია;
  • ისწავლეთ ემოციების კონტროლი და მართვა. იცოდეთ, როდის შეიკავოთ თავი და როდის გამოხატოთ ემოცია;
  • ნუ დახურავთ გულს. წარსული ტკივილის მიუხედავად, მიეცით შანსი ახალ ადამიანებს;
  • ნუ გექნებათ ურთიერთობა იმ ადამიანებთან, ვინც ისე არ გექცევათ, როგორც იმსახურებთ. ნუ დაელოდებით, როდის გაგიცნობენ და დაგაფასებენ.

„არა“ ნიშნავს „არას “

მამაკაცებმა იციან, რომ ქალის მიერ ნათქვამი „არა“ ნიშნავს „დიახს“, მაგრამ არის შემთხვევები, როცა „არა“ ნამდვილად ნიშნავს „არას“. ქალებს მამაკაცების დაბნევა კარგად გამოსდით. იმისთვის, რომ მათ უკეთ გაუგონ, კაცებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ არა სიტყვებზე, არამედ არავერბალურ ნიშნებზე, რომლებიც ქალის ჭეშმარიტ ზრახვებს გამოხატავს.

• როცა ქალი გიყურებთ და მისი მზერა ჩვეულებრივია, ეს ნიშნავს, რომ ის თქვენით არ არის დაინტერესებული. მაგრამ თუ ხედავთ, რომ თქვენი შეხედვისას, თქვენთან საუბრის დროს გუგები უფართოვდა, ეს მიუთითებს რომ ძალიან მოსწონხართ და აღელვებულია;

• დააკვირდით ჯდომის დროს მისი ფეხების პოზიციას - თუ ფეხები გადაჯვარედინებული აქვს, ეს ნიშნავს, რომ თქვენდამი გულგრილია, როცა ქალი თქვენს მოხიბვლას ცდილობს, ის ასე არასოდეს დაჯდება და მხოლოდ საკუთარი თავის კომფორტზე არ იფიქრებს. როცა მოსწონხართ, ის გეპრანჭებათ და ცდილობს, ჯდომის უფრო ლამაზი პოზა შეარჩიოთ;

• თქვენთან საუბრის დროს მხრებში გაშლილი ზის და მკერდი მაქსიმალურად აქვს წინ წამოწეული – ამით ცდილობს, შთაბეჭდილება მოახდინოს თქვენზე და ასეთ დროს შესანიშნავად ახერხებს ლამაზი მკერდისა და ყელის წარმოჩენას და მამაკაცი უძლური ხდება;

• როცა კაცი ესაუბრება ქალს, რომელიც მოსწონს, ის ხელებს ჯიბეში იწყობს, ხოლო ქალი ცდილობს, რომ ხელებით უფრო მეტი ჟესტი გააკეთოს. თუ თქვენთან საუბრის დროს ცერა თითით ხშირად ეხება ყელს, ნიკაპს, ან მთლიანი ხელით ეხება კისერს, ასეთი ქცევის მიზეზი ისაა, რომ ძალიან მოსწონხართ და ნერვიულობს;

• ყურადღება მიაქციეთ მის ჟესტიკულაციას. თუ შეამჩნიეთ, რომ ცდილობს თქვენი ჟესტები გაიმეოროს, ეს მიუთითებს, რომ ძალიან მოსწონხართ და თქვენს იმიტაციას ინსტინქტურად აკეთებს;

• ფეხსაცმელს ნახევრად იხდის და ფეხით „ათამაშებს“ – ეს ფლირტის ერთ-ერთი მეთოდია და ნიშნავს, რომ თქვენ გვერდით თავს კომფორტულად გრძნობს და თქვენი ყურადღების მიპყრობას ცდილობს;

• თუ ქალი ცდილობს, გაისწოროს სამოსი, აქსესუარები, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ნერვიულობს. მას სურს, თქვენ წინ შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს. ეს ყოველივე ნიშნავს, რომ ძალიან მოსწონხართ;

• ის ეხება საკუთარ ტუჩებს – როცა ქალი თქვენთან საუბრის დროს ხელით ან ენის წვერით საკუთარ ტუჩებს ეხება, უტყუარი ნიშანია იმისა, რომ ძალიან მოსწონხართ და თქვენით აღტაცებულია. თუმცა, თუ ასე ყოველ ორ წუთში იქცევა, ეს, უბრალოდ, ცუდი ჩვევაა;

• ყურადღება მიაქციეთ მის ხელებს – თუ ხელები მკერდთან აქვს გადაჯვარედინებული, ეს მიუთითებს, რომ ცდილობს თქვენთან დისტანცია დაიცვას და ამ ჟესტით გაჩვენებთ, რომ თქვენით დაინტერესებული არაა, ხოლო თუ ხელები დაშვებული აქვს და ერთმანეთს ჩაკიდებული, ეს მწვანე ბარათია – მას ძალიან მოსწონხართ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №8

19-25 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი