ქალი და კაცი

როცა ქალი მიდის...

№26

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 10.07, 2022 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

დიახ, ზოგჯერ ქალიც მიდის... არა იმიტომ, რომ აღარ უყვარს, არამედ იმიტომ, რომ გაიგოს, რამდენად უყვართ ის...

მაგრამ ქალი არასოდეს წავა მიზეზის გარეშე. ასე მხოლოდ გატუტუცებული ერთეულები იქცევიან. ანუ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ვერ დააფასეთ, ვერ გამოხატეთ საკმაო სითბო და სიყვარული მის მიმართ. ვერ შეძელით დაგენახვებინათ ქალისთვის, რომ ის ერთადერთი და განუმეორებელია!

დიახ, შეყვარებულ ქალს ბევრი რამის პატიება შეუძლია, ძალიან ბევრის და მნიშვნელობა არ აქვს, რას ამბობს ის წასვლისას. ეს ყველაფერი გამოცდაა, ან, რაც გინდათ, ის უწოდეთ... თუ მამაკაცს ნამდვილად სჭირდება ქალი, ეს გამოცდა აუცილებლად უნდა გაიაროს. მამაკაცებს უნდა ახსოვდეთ, რომ ქალი არასოდეს ბრუნდება იქ, სადაც ის არ უყვართ და სადაც მისი დაკარგვის არ ეშინიათ. რამდენადაც ძლიერ უნდა უყვარდეს ქალს, ამის გარეშე გამორიცხულია მისი დაბრუნება. თუ შეხვედრაზე უარს გეტყვით, მის მეგობარს სთხოვეთ, როგორმე გამოიყვანოს სახლიდან და გააოცეთ თქვენი გამოჩენით. რამე ისეთი გააკეთეთ, რომ პატიების გარდა, სხვა გზა აღარ დარჩეს.

დიახ, თუ ხელებს ჩამოუშვებთ და არაფერს გააკეთებთ, ეს მხოლოდ იმაში დაარწმუნებს, რომ სწორად მოიქცა, როცა მიგატოვათ.

თუ სიყვარულია, ეცადეთ, არ დაკარგოთ ის. რაც შეიძლება ხშირად აჩუქეთ თქვენს საყვარელ ქალს შეგრძნება იმისა, რომ თქვენთვის სასურველი, ერთადერთი და განუმეორებელია!

ვინ თქვა, რომ სიყვარული მარტივია...

სიყვარულს კომფორტის ზონაში ვერ იპოვი

ამბობენ, სიყვარულს ვერ იპოვი, სანამ კომფორტის ზონიდან არ გამოხვალო. ვერ დაუახლოვდები სხვას, სანამ საკუთარ კედლებს არ დაანგრევ.

ვერასოდეს გახდები სხვისი გულის ნაწილი, თუ საკუთარ გულს არ გაათავისუფლებ. თუ გულს არ გახსნი და მას სიყვარულის უფლებას არ მისცემ, სერიოზულ ურთიერთობასაც ვერასოდეს დაამყარებ.

ვერ იპოვი ადამიანს, რომელიც შენს ყველა ნაკლს შეიყვარებს. მაგრამ თუ გიყვარს, ნაკლს ვეღერ ხედავ...

როდესაც სხვას ელაპარაკები, უნდა შეწყვიტო საკუთარი თავის დაცვა. თუ არ შეგიძლიათ დიდხანს ისაუბროთ, მაშინ ვერც ვერასოდეს გაიცნობთ ერთმანეთს. სხვას საშუალება უნდა მისცე, იგრძნოს შენი შინაგანი სამყარო.

ვერ იპოვი სიყვარულს, თუკი კომფორტის ზონიდან არ გამოხვალ. თუკი არც სახლიდან გახვალ და არც საკუთარ სამყაროს გასცდები.

ხშირად ეს უფრო ადვილია, ვიდრე სხვებთან კომუნიკაცია, მაგრამ ასე, სიყვარულს ვერ იპოვი.

სიყვარულისკენ სავალ გზაზე, შეიძლება არასწორ ადამიანთან აღმოჩნდე. შესაძლოა, გული გეტკინოს. შესაძლოა, მიგატოვონ. შესაძლოა, დაიკარგო. მაგრამ სხვაგვარად, სიყვარულს ვერ იპოვი. მაშინაც კი, როდესაც გული გტკივა, უნდა იამაყო, რომ გარისკე და სიყვარული აირჩიე. ყოველი არასწორი ურთიერთობის შემდეგ, ერთი ნაბიჯით მიუახლოვდები შენს ადამიანს. ნამდვილი სიყვარულის პოვნა პირველივე ცდაზე, ძალიან იშვიათია.

მიუხედავად იმისა, რომ საშიშიც კია ვინმესთან დაახლოება, საკუთარი გულის გახსნა, სხვაგვარად სიყვარულს ვერ იპოვი. სიყვარული მოითხოვს რისკს. მოითხოვს, რომ გქონდეს საკუთარი თავის რწმენა და ამასთან, უნდა გჯეროდეს კიდეც ჭეშმარიტი სიყვარულის!

რომელიც ყველას აბედნიერებს ...

დაქორწინებული წყვილების აზრით, ბედნიერია თუ არა ქორწინება, დამოკიდებულია იმაზე, თუ ვისზე ქორწინდები. მოდი, საკითხს ცოტა მეტად ჩავუღრმავდეთ.

ბედნიერება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ის, რაც ქორწინების ხანგრძლივობას განაპირობებს.

თანამედროვე კვლევების თანახმად ბედნიერი ქორწინება უდრის ემოციურ სტაბილურობას! ანუ, თუ ხანგრძლივი ქორწინება გსურთ, უმჯობესია, მოერიდოთ ადამიანებს ნევროზული მიდრეკილებებით, როგორიცაა: შფოთვა, ემოციური არასტაბილურობა და დეპრესია. საუბარია ექსტრემალურ შფოთვაზე, რომელიც ყოველთვის სტრესულია, სჭირდება მუდმივი დამშვიდება და ზოგჯერ პროფესიონალების ჩართულობაც.

ვინც დაქორწინებულია ნევროზულ ადამიანზე, ნაკლებად ბედნიერია, ვიდრე ის, ვისი მეორე ნახევარიც მშვიდი ტიპია.

ბედნიერი ქორწინება ეს არის ოჯახური მიზნები!

მეორე ნახევრის ტიპი, რომელთანაც შესაძლებელია, თავი ბედნიერად იგრძნოთ და შესაბამისად, ქორწინებაც ხანგრძლივი იყოს, არის ადამიანი, რომელიც ოჯახურ მიზნებს კარიერულზე მაღლა აყენებს. ქალი ყველაზე ბედნიერია მაშინ, როცა ქორწინდება მამაკაცზე, რომელიც

პირველ ადგილზე ოჯახს აყენებს.

ასე რომ, როგორც ჩანს, ძველი გამონათქვამი: „თუ ცოლი ბედნიერია, მაშინ ცხოვრებაც ბედნიერია“ საჭიროებს მცირე განმარტებას: „არანევროზული ქმარი, რომელიც პირველ ადგილზე აყენებს ოჯახს, აბედნიერებს ცოლს და შესაბამისად, თავადაც ბედნიერად ცხოვრობს!“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი