ქალი და კაცი

როცა ქალი კაცზე უფროსია

№48

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 11.12, 2022 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

წარსულში ისეთ წყვილს, რომელთა შორისაც მამაკაცი ქალზე უმცროსი იყო, საზოგადოება კატეგორიულად ვერ იღებდა და განხილვისა და მსჯელობის საგანი ხდებოდა.

თანამედროვე ადამიანები განსხვავებულად აზროვნებენ, ბევრი რამ შეიცვალა, გადაფასდა შეხედულებები და ღირებულებები და მსგავსი ასაკობრივი სხვაობა აღარ ხდება კრიტიკის მიზეზი და სიყვარულის ხელის შემშლელი ფაქტორი.

ბევრი მამაკაცი იხიბლება და განსაკუთრებულ მიზიდულობას გრძნობს მასზე ასაკით უფროსი ქალის მიმართ. ვნახოთ ის მიზეზები, რომელთა გამოც კაცებს ასაკით უფროს ქალებთან სასიყვარულო ურთიერთობა ხიბლავთ.

👉უფროსმა ქალებმა იციან, რა სურთ სინამდვილეში – მათი შეხედულებები მკაფიო, ნათელი და ჩამოყალიბებულია. მათ არ სჩვევიათ ურთიერთობის დრამად გადაქცევა. გამოირჩევიან დიპლომატიით. სწორედ ამიტომ, კაცები იხიბლებიან უფროსი ქალებით და მიიჩნევენ, რომ მათ მყარი ურთიერთობის აგება შეუძლიათ;

👉უფროსმა ქალმა გაცილებით უფრო მეტი იცის ცხოვრების შესახებ – მას უფრო მეტი გამოცდილება აქვს, მათ შორის, სასიყვარულო ურთიერთობებშიც. ეს კი კაცს საშუალებას აძლევს, საყვარელი ქალისგან უფრო მეტი ისწავლოს. უფროსი ქალი აჩვენებს საყვარელ კაცს, როგორ უნდა მიაღწიოს მიზნებს და ასწავლის, როგორ გახდეს უფრო მოტივირებული;

👉ასაკით უფროსი ქალი კაცს აძლევს შესაძლებლობას, რომ გაიზარდოს, უფრო მეტი ისწავლოს, უფრო კარგად გაუგოს საკუთარ თავს. კაცს მის გვერდით ნამდვილად არ სჭირდება თამაში, შეუძლია ზუსტად ისეთი იყოს, როგორიც სინამდვილეშია;

👉ასაკით უფროსი ქალი თავდაჯერებული და დამოუკიდებელია – ამ ქალმა იცის საკუთარი შესაძლებლობები და თავდაჯერებულია. მას არ სჭირდება, ვინმეს რაიმე დაუმტკიცოს. მისი თავდაჯერებულობა და ის, თუ როგორ იღებს გადაწყვეტილებებს, ასევე, რამდენად ძლიერია, მამაკაცებს მაგნიტივით იზიდავთ;

👉 ასაკით უფროსი ქალები უფრო ყურადღებიანები არიან – ამ ქალებს მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ და იციან, როგორ იზრუნონ საყვარელ კაცზე ისე, რომ ზედმეტი არ მოუვიდეთ, არ გადააჭარბონ და მოსაწყენები არ გახდნენ;

👉ასაკით უფროსი ქალი კაცს მშვიდ ცხოვრებას სთავაზობს – ზოგიერთ კაცს სიმშვიდის პოვნა სურს და ისეთ ქალს ეძებს, რომელთან თანაცხოვრებაც მას სიმშვიდეს მოუტანს. ასაკით უფროს ქალთან ურთიერთობა კი სწორედ მშვიდად ცხოვრების წინაპირობაა;

👉ასაკით უფროსი ქალები ინტელექტუალები არიან და მათთან დიალოგი საინტერესოა. ბევრი რამ იციან და შესაბამისად საინტერესო მოსაუბრეები არიან. შეუძლებელია, მათ მიმართ გულგრილი დარჩე. მათ ყველა საკითხზე საკუთარი შეხედულება აქვთ, რაც კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას მატებთ;

👉არ არის საიდუმლო, რომ სასიყვარულო ურთიერთობაში მამაკაცებს ფინანსური სტაბილურობის განცდაც სურთ. როგორც წესი, ასაკოვანი ქალები წარმატებული კარიერითა და ფინანსური სტაბილურობით გამოირჩევიან. გააზრებული აქვთ, რამდენად მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობა და ფულს უფრო მეტი პასუხისმგებლობით ხარჯავენ;

👉ზოგიერთი კაცი ეძებს ქალს, რომელიც მასზე დედასავით იზრუნებს, რომელსაც მენტალური და ემოციური თვალსაზრისით, დედას დაუკავშირებს. სწორედ ამიტომ იხიბლებიან ისინი უფროსი ქალებით. ამას „დედიკოს სინდრომსაც“ უწოდებენ;

👉ასაკით უფროსი ქალი გემრიელ კერძებს ამზადებს – როგორც წესი, ისინი სამზარეულოში შეუდარებლები არიან, რაც კაცებს ყველაზე მეტად ხიბლავთ.

ნუ დაკარგავთ თავს

ნურასოდეს იქნებით მამაკაცთან მხოლოდ იმის გამო, რომ მას ტკბილი სიტყვების თქმა შეუძლია, რაც ასე ძალიან მოგწონთ. რეალურად ის მხოლოდ სიტყვებია და მეტი არაფერი.

ყველა ქალს უნდა, რომ მამაკაცებს მოსწონდეთ – ეს ქალის ბუნებაა, თუმცა, ასეთ დროს თავის დაკარგვაც ადვილია.

ასეთ დროს ქალი მარტივად აბამს რომანს შემთხვევით გაცნობილ მამაკაცთან, ადვილად იღებს გადაწყვეტლებას და მხოლოდ მოგვიანებით აცნობიერებს, რამდენად დაუფასებელია მამაკაცისგან. ის ბოლოს ხვდება, რომ მამაკაცს მასთან მხოლოდ ფიზიკური სიახლოვის სურვილი ჰქონდა და ამის მისაღწევად ყველაფერი გააკეთა.

ნუ ჩაუვარდებით მკლავებში ისეთ მამაკაცს, რომელიც არ გაფასებთ. როცა არ გირეკავთ და არ გკითხულობთ – არასოდეს აიტანოთ ეს! რადგან მერე გაგიჩნდებათ უამრავი შეკითხვა: რა მოხდა? რა გააკეთეთ არასწორად, რომ მან თქვენთან დარჩენა არ ისურვა... თუმცა, პასუხს ვერ იპოვით, რადგან მამაკაცისთვის ყოველთვის ადვილია ქალის მიტოვება, როცა მისდამი პატივისცემისა და დაფასების გრძნობა არ აქვს, სამწუხაროდ, ასეა. ამიტომ, დაიმახსოვრეთ: უპირველესად, თქვენ უნდა დააფასოთ საკუთარი თავი, რომ სხვებმაც დაგაფასონ!

შესაძლოა; მოსწონდეთ მამაკაცს, მაგრამ მისი სიტყვები თქვენთვის არაფერს უნდა ნიშნავდეს, სანამ მისგან დაფასებასა და პატივისცემას არ იგრძნობთ, როცა თქვენს ცხოვრებაში ისეთ ადამიანს უშვებთ, ვინც არ გაფასებთ და პატივს არ გცემთ, ამით უპატივცემულობას ამჟღავნებთ საკუთარი თავის მიმართ. არ მისცეთ უფლება მამაკაცს, რომ გამოგიყენოთ, რადგან თუ ამას ერთხელ დაუშვებთ, ყოველთვის განმეორდება.

თუ მამაკაცი არ გაფასებთ, მოიშორეთ ის თავიდან, რადგან მისი ყურადღება და ცარიელი სიტყვები არ ღირს იმ ტანჯვად, რაც მისი მხრიდან გამოვლენილ უპატივცემულობას მოჰყვება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი