როცა ერთმანეთს ჯერ კიდევ არ იცნობთ
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 22.12
გთავაზობთ დესტრუქციულ ნიშნებს, რომლებიც ახალგაზრდა წყვილისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს. ნახეთ, იქნებ რაღაცის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება…
• ერთმანეთისთვის დრო არ გაქვთ
ოღონდ სამსახურის საქმეებით, დიპლომის წერით ან თავისუფალ დროს მეგობრებთან ყოფნის აუცილებლობით თავი არ გაიმართლოთ. ასეთი სიტუაცია გაამართლებდა, თუ თავდაპირველად პარტნიორის გულის მოგებას შეეცდებოდით, თავს ერთგულ ადამიანად გააცნობდით. თუ თავიდანვე ყველაფერი რაღაც არ მიდის – შეხვედრები სხვა დროისთვის გადაგაქვთ და გამართლებას ეძებთ, რომ ერთმანეთს არ შეხვდეთ – სიტუაცია ნათელია: ეს ურთიერთობა არ გჭირდებათ. შესაძლოა, ჯერ მზად არ ხართ და უბრალოდ, შინაგან შიშებს ებრძვით ან ის თქვენი ადამიანი არ არის.
როცა თქვენს ადამიანს იპოვით, ვერანაირი ცხოვრებისეული გამოცდილება და ბუნებრივი კატასტროფები ვერ შეგაჩერებთ. აქვს კი ურთიერთობას მომავალი, როცა წყვილს ერთმანეთისთვის არ სცალია? პასუხი ცალსახაა.
• წერტილის დასმის გეშინიათ
რა გაერთიანებთ – სიყვარული, ჰობი, მარტოობა? რაღაც სერიოზული თუ ბავშვური გართობა? და რამდენად გონივრულია ერთობლივი სამომავლო გეგმის შედგენა? ნორმალურ ურთიერთობაში პარტნიორებს საკუთარი სტატუსის განხილვა, ლოდინი, მიჯაჭვულობა და ერთობლივი პერსპექტივები არ აშინებთ. თუ ერთ-ერთი მათგანი მაინც ამ თემას თავს არიდებს, პასუხისმგებლობის ნებისმიერ ფორმას გაურბის, სიყვარულს ნაცნობებისგან მალავს – რაღაცაშია საქმე. უნდა გაარკვიოთ, თუ თქვენ ან თქვენს პარტნიორს რისი ეშინია, ვინ ხართ ერთმანეთისთვის.
• ნამდვილი სახის გამოჩენის გეშინიათ
სერიოზული ურთიერთობა გულწრფელობას მოითხოვს, აქ პირფერობასა და მსახიობურ თამაშს ადგილი არ აქვს. თუ უკვე არაერთი პაემანია, ერთმანეთს იცნობთ, მაგრამ ყოველ ნათქვამ სიტყვას აკვირდებით; საათობით ფიქრობთ, თუ რა პასუხი გასცეთ სოციალურ ქსელში; ამა თუ იმ საკითხზე საყვარელი ადამიანის ქცევის შესახებ მეგობრებს რჩევებს ეკითხებით – აქ რაღაც რიგზე არაა. რატომ გეშინიათ, იყოთ ნამდვილი? რატომ გეშინიათ გულწრფელი ემოციების? გახსოვდეთ, რაც უფრო მალე გააცნობთ ადამიანს თქვენს ნამდვილ სახეს, მით უფრო მეტი შანსი გაქვთ არჩევანში შეცდომა არ დაუშვათ.
• ერთად ხართ, მაგრამ თავს მარტო გრძნობთ
ერთი მხრივ, თქვენ ერთმანეთი იპოვეთ და საღამოს ერთად ატარებთ. მეორე მხრივ, თუ თქვენ სალაპარაკო არაფერი გაქვთ, თუ თქვენ გვერდით მეგობრები არ არიან, თუ თქვენ სამყაროს მიმართ სხვადასხვა ხედვა ან/და სხვადასხვა მიზნები გაქვთ ან ერთმანეთი რომ არ დახოცოთ, ცდილობთ, თავისუფალი დრო ჰობით შეავსოთ ან ალკოჰოლით – ამ ყველაფრის გარეშე კი ერთად თავს მოწყენილად გრძნობთ და არ იცით, როგორ ეკონტაქტოთ ან სად დახარჯოთ ენერგია, ეს მნიშვნელოვანი მიზეზია, დაფიქრდეთ სწორი პარტნიორი აირჩიეთ თუ არა?
სტერეოტიპი, რომელსაც ყველა ეთანხმება
ქალი ლამაზი უნდა იყოს! მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამბობს, „სილამაზეში არაა ბედნიერება“, ბევრ ქალს მაინც სურს, რომ ლამაზი იყოს. თუმცა, ლამაზი შეიძლება, ნებისმიერი იყოს.
რა უნდა გააკეთოთ ამისთვის? ამას, მამაკაცის თვალით შეხედეთ:
1. სილამაზე, პირველ რიგში, მოვლილ გარეგნობას ნიშნავს, ანუ საკუთარ თავზე ზრუნვას, რომელიც ჰიგიენურ პროცედურებს – ვარცხნილობას, მანიკურს, პედიკურს, ნიღბებს მოიცავს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია გარდერობი, განწყობა და ცხოვრების მიმართ კმაყოფილება. მოვლილი გარეგნობა მამაკაცის გულის აჩქარებას და აღფრთოვანებას იწვევს;
2. მამაკაცის გაგებით, ქალი ყოველთვის ლამაზი იქნება, თუ მკვეთრად გამოხატული ქალური ფორმა და დედოფლური დგომა ექნება. უგემოვნებით მამაკაცის მოხიბვლას ვერ შეძლებთ. მამაკაცების უმეტესობას გემოვნებით ჩაცმული ქალები მოსწონთ. უადგილოდ ჩაცმული სპორტული ტანსაცმელი, უფორმო ჯინსები და მსგავსი რამ აღფრთოვანებას არ იწვევს;
3. ბევრი მამაკაცი ამბობს, რომ შეღებილი ქალი არ უყვართ, მაგრამ, თუ მაკიაჟს სწორად გაიკეთებთ, მამაკაცი კოსმეტიკის არსებობას ვერც კი მიხვდება. რას ნიშნავს სწორად გაკეთებული მაკიაჟი? მაკიაჟი, რომელიც ახალგაზრდულსა და მიმზიდველს გხდით. ის ნატურალურია და ნაკლოვანების დაფარვაში დაგეხმარებათ. როგორც ნებისმიერ ხელოვნებაში, მაკიაჟსაც თავისი კანონები და ტექნიკა აქვს. მათი ცოდნით ნებისმიერი ქალი წამებში გარდაიქმნება;
4. ღიმილი ნებისმიერ ადამიანს, განსაკუთრებით კი, ქალს ალამაზებს. მამაკაცები აფასებენ და ყურადღებას აქცევენ ქალებს, რომლებიც იღიმიან. თვალების ჯანსაღი კაშკაში, ღიმილი არა მხოლოდ ლამაზს, არამედ შეუდარებელს გაგხდით. „სილამაზე შიგნიდან იბადება“. სწორედ სიყვარულითა და სინათლით სავსე ქალები არიან წარმოუდგენლად მიმზიდველები, ამიტომ სურთ მამაკაცებს მათ გვერდით ყოფნა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან