ქალი და კაცი

როგორ გიჭირავთ თავი

№11

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 27.03, 2022 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ზოგს მიაჩნია, რომ ქალი გამოიყურება სექსუალურად, თუ ის ჟურნალიდან „გადმოსულს“ ჰგავს. სინამდვილეში ეს ასე არაა. სექსუალურობა მხოლოდ გამომწვევ ტანსაცმელსა და ლამაზ ტანს არ გულისხმობს. მთავარი ყოველთვის ისაა, როგორ უჭირავს თავი. კიდევ არსებობს კომპონენტები, რომლებიც ქალს მეტად სექსუალურს ხდის.

👉ინტელექტი

რა თქმა უნდა, პირველად ადამიანს გარეგნობით ვაფასებთ, მაგრამ თუ გარეგნობის მიღმა არაფერია, შესაძლოა, გაცნობიდან ძალიან მალე ურთიერთობაც დამთავრდეს. განათლებული და ჭკვიანი ქალი შეიძლება, ყველაზე სექსუალური იყოს.

👉თავდაჯერებულობა

თუ საკუთარ თავში დარწმუნებული ხარ, მაშინ სხვებიც იოლად დარწმუნდებიან შენს შესაძლებლობებში. მიაქციე ყურადღება სიარულის მანერას. გაიმართე, ასწიე თავი ოდნავ მაღლა, იყურე პირდაპირ და გაიღიმე. თავდაჯერებულობაც ძალიან სექსუალური „მანერაა“.

👉 ქარიზმა

ბევრი მიიჩნევს, რომ მამაკაცებს იდეალური გარეგნობის ქალები იზიდავენ. სინამდვილეში, მამაკაცს ასეთი ტიპის ქალი აფრთხობს. მამაკაცებს ყველაზე მეტად იზიდავს ქალის ქარიზმა, მაგალითად, შინაგანი სიძლიერე, გონიერება და იუმორის გრძნობა. ასეთი ქალები ნამდვილად სექსუალურები არიან.

👉 ვნება

ვნება არ გულისხმობს მხოლოდ საპირისპირო სქესის ადამიანთან ვნებიან ურთიერთობას. მთელი ემოციით აკეთე შენი საქმე. იყავი ასეთივე, როცა ვარჯიშობ ან ჰობისთვის მოიცლი. ქალს, რომელიც თავის საყვარელ საქმეს ინტერესითა და ვნებით აკეთებს, სექსუალურად მიიჩნევენ.

👉სიკეთე

ის, ვინც სიკეთეს უანგაროდ აფრქვევს, ის, ვინც სულიერი სიღრმითა და სიკეთით გამოირჩევა ძალიან მიმზიდველია.

👉 იდუმალება

იდუმალი ქალი ყოველთვის სექსუალურია. არ უნდა იყო გადაშლილი წიგნი, ბოლომდე არ უნდა გასცე ყველა საიდუმლო. თუმცა, როგორც ყველაფერში, აქაც საჭიროა ზომიერების დაცვა.

👉 ელეგანტურობა

სექსუალური ტანსაცმელი არ ნიშნავს მხოლოდ მდიდრულ ან ვულგარულ (მოღეღილ, მოხდილ) სამოსს. ტანსაცმელი უნდა იყოს ელეგანტური და ქალური. ასეთი ქალი ყოველთვის ყურადღების ცენტრში იქნება.

არ არის აუცილებელი იყო ცნობილი მოდელი, რომ სექსუალურად გამოიყურებოდე – საკმარისია მხოლოდ რამდენიმე საჭირო თვისება.

სისუსტეები

ეს სისუსტეები ძალიან ბევრ ქალს ახასიათებს. თუმცა, შეცდომის აღიარება უკვე მისი გამოსწორების საწინდარია. რა თქმა უნდა, ყველა აქ ჩამოთვლილი სისუსტე ერთ ქალში ვერ იქნება თავმოყრილი, მაგრამ ერთ-ორ საკუთარ ნაკლს თუ აღმოაჩენთ, იქნებ სხვანაირად დაფიქრდეთ:

რა არის ჭკვიანი ქალის მთავარი შეცდომები?

1. ქმრის პრობლემების თავად მოგვარების მცდელობა

თუ მამაკაცი მუდმივად არასასურველ სამუშაოზე, მკაცრ უფროსზე, ან დედასთან ცუდ ურთიერთობაზე წუწუნებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა ამოქმედდეთ. მამაკაცმა თავად უნდა მოაგვაროს პრობლემები, რომლებიც დისკომფორტს უქმნის. თავი დაანებეთ, ნუ ეცდებით ამ პრობლემების მის მაგივრად გადაჭრას.

2. ფიქრი, რომ წარსული ურთიერთობები ისევ მნიშვნელოვანია მისთვის

არ არის საჭირო გამუდმებით მის წარსულში ქექვა. რაკი ის ურთიერთობა დასრულდა, ესე იგი, ამის მიზეზი არსებობდა. ჯობია, ეს ძალისხმევა თქვენს ახლანდელ ურთიერთობას მოახმაროთ. პატივი უნდა სცეთ მის პირად ცხოვრებას, რომელშიც თქვენ საერთოდ არ მონაწილეობდით.

3. სრული მორჩილება

ოჯახური ურთიერთობები გარკვეულ მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაივიწყოთ თქვენი განათლება, კარიერა, გატაცებები, მეგობრები მხოლოდ იმიტომ, რომ გათხოვდით და ახლა ქმარზე უნდა იზრუნოთ. ეს ზედმეტი მსხვერპლია.

4. ეჭვი

ღალატისგან დაზღვეული არც ერთი ქალი არ არის, მაგრამ თუ ურთიერთობა დასრულდა, ესე იგი, დასრულდა და მისი წარამარა თავიდან დაწყება დიდი სისულელეა. მით უმეტეს, თუ საქმე იმ კაცს ეხება, რომელმაც გული გატკინათ. ის აღარ შეიცვლება და ყოველთვის გაიმეორებს იმას, რამაც თავის დროზე ამ კაცზე უარი გათქმევინათ.

5. ეძებე უნაკლო

ვერ შეხვდები კაცს, რომელიც ზუსტად შენნაირია. მამაკაცები სულ სხვა ტიპის ადამიანები არიან და ძირფესვიანად განსხვავდებიან ქალებისგან. უნაკლო მამაკაცებთან კი მეტი სიფრთხილეა საჭირო – გაცილებით უარესს მალავენ, ვიდრე ჩვეულებრივი კაცები.

6. გაეჯიბრო დედამისს

ყველა კაცისთვის დედა არის კუნძული, სადაც შეუძლია მივიდეს და თავისი განუხორციელებელი ოცნებები „გამოიტიროს“. დედა ის ქალია, ვინც მასთან ერთად განიცდის და მის გვერდითაა, თუნდაც შვილი ყველაზე უიღბლო და წარუმატებელი ადამიანი იყოს. ამიტომ, მისი ადგილის დაკავებას ნუ ეცდებით, არ გამოგივათ. თქვენი დროც მოვა – შვილები ხომ გეზრდებათ?

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი