ქალი და კაცი

რატომ მიმატოვა

№48

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 10.12, 2023 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ბევრი ქალი საყვარელ ადამიანთან განშორებისას ვერაფრით ხვდება, რატომ მიატოვა მამაკაცმა. მიზეზი, ცხადია, ბევრნაირია. თუმცა მამაკაცთა აზრით, არსებობს განშორების რამდენიმე გავრცელებული მიზეზი.

ქალი უინტერესო გახდა – მამაკაცებს მრავალფეროვნება მოსწონთ. ზოგ ქალს ეს არ შეუძლია ან საერთოდ არ აღელვებს. კაცები კი აღიარებენ: როცა ქალთან კავშირი ერთფეროვანი და უინტერესო ხდება და სალაპარაკოც აღარაფერი აქვთ, ქალი მათ თვალში ფასს კარგავს.

განსხვავებულობა – ხშირად მამაკაცსა და ქალს სრულიად განსხვავებული შეხედულებები აქვთ, თუმცა ეს მათ თანაცხოვრებას არ გამორიცხავს, მაგრამ პრობლემური ნამდვილად არის. კაცებს უყვართ ქალები, რომლებსაც საკუთარი თვალსაზრისი აქვთ, მაგრამ ამ თვალსაზრისს საყვარელ მამაკაცს ძალით თავს არ ახვევენ.

ისტერიკიანი ქალი – ადრე თუ გვიან ყველა ქალი გამოთქვამს უკმაყოფილებას ამა თუ იმ მიზეზის გამო, მაგრამ უკმაყოფილების გამოხატვის ფორმა შეიძლება, განსხვავებული იყოს. მეტისმეტად ემოციური და თავშეუკავებელი მოქმედებები მამაკაცს აფრთხობს და ამჯობინებს ასეთი ქალისგან თავი შორს დაიჭიროს.

მამაკაცი თუ დაქალი – კაცს არ უყვარს, როცა ქალი მის საუკეთესო დაქალად გადაქცევას ცდილობს. კაცი მზად არის, იყოს დასაყრდენი, მაგრამ საუბრები იმაზე – ეს ფეხსაცმელი უფრო ეხამება ამ კაბას, თუ ის – მას ძალიან აბნევს და აღიზიანებს.

მოუვლელი ქალი – ზოგჯერ, კაცის გულის მონადირებიდან გარკვეული ხნის შემდეგ ქალი საკუთარი თავის მოვლას წყვეტს. არადა კაცს, ვთქვათ ერთი წლის წინ ეშხიანი, შავთმიანი ლამაზმანი შეუყვარდა, ახლა კი იგი ხშირადაა გაჩეჩილი თმითა და უფორმო საშინაო სამოსით.

გათხოვების სურვილი – როცა ქალი მიანიშნებს, რომ მის ცოლობაზე ოცნებობს. ბევრ მამაკაცს აფრთხობს. დაქორწინების პერსპექტივას მამაკაცი გაცლას ამჯობინებს.

ღალატი – მამაკაცი ქალზე გაცილებით იშვიათად პატიობს ღალატს და ეს მისთვის ძალიან სერიოზული მიზეზია ურთიერთობების გასაწყვეტად.

როგორ დარჩე ქალად

როგორ დარჩეს ქალი ქალად, როცა ის მართავს ბიზნესს, იქ ხომ ამდენი სტრესია?

როგორ გადარჩეს სამყაროში, რომელიც სავსეა მამაკაცის საკეთებელი საქმეებით?

როგორ შეინარჩუნოს ქალურობა და არ გახდეს რობოტი, როცა ყოველდღიური რუტინა ყველა მხრიდან უტევს?

როგორ იყოს ერთდროულად კარგი დედა, ცოლი, შვილი და ხელმძღვანელი?

რომელ ენაზე ელაპარაკოს მამაკაცებს და განსაკუთრებით მათ, ვინც მისი დაქვემდებარების ქვეშ არიან?

არცთუ იშვიათად, ამ შეკითხვებს ქალები საკუთარ თავსაც უსვამენ.

როცა მომავალზე ფიქრობ და ცხოვრების ტემპს აკვირდები, იგრძნობ, რომ თუ ქალი არ ჩაერთვება საკუთარი ოჯახის, ბიზნესის მართვაში, აუცილებლად ცუდად დასრულდება სამყაროს განვითარების ამბავი.

ჩვენი ცივილიზაცია ქალის ტვინზე დიდ იმედს ამყარებს. რადგან ქალებს შეუძლიათ რაციონალურად აზროვნება და ბევრ საკითხს მთელი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.

ვიღაცას შესაძლოა, გადაჭარბებულად მოეჩვენოს ლიდერი ქალის როლი თანამედროვე სამყაროში, მაგრამ თუ დაუკვირდებით, მხოლოდ ქალს აქვს შობის ანუ დაბადების შესაძლებლობა. მხოლოდ მათ შეუძლიათ ეს. მათ აქვთ საკუთარი სტრატეგიები, რომლითაც ისინი მართავენ. მართავენ არა მხოლოდ ბიზნესს, არამედ ოჯახს, ურთიერთობებს, სიყვარულს, მეგობრობას და ყველაფერს.

ქალის მთავარი ამოცანაა, ყური უგდოს საკუთარ შინაგან განწყობას, ვინაიდან თუკი ქალი შინაგანად სავსეა, კმაყოფილია და სრულფასოვნად გრძნობს თავს, მაშინ მას ყველაფერი საუკეთესოდ გამოსდის. სწორედ ამიტომ, ქალი მუდამ კმაყოფილი უნდა იყოს და ამაში მნიშვნელოვანი წვლილი მამაკაცს მიუძღვის.

ქალს შეუძლია, იყოს ცუნამი. ცუნამი შორიდან შესაძლოა, ლამაზი სანახავია, მაგრამ მას დამანგრეველი ძალა აქვს. თუმცა ქალს შეუძლია, საკუთარი ენერგიების გაკონტროლება. შეუძლია, ყურადღება არ მიაქციოს მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და მშვიდად, წყნარად აკეთოს საკუთარი საქმე.

არსებობს აზრი, რომ ქალის წარმატებულ კარიერას მისი ოჯახი და პირადი ცხოვრება ეწირება. ეს ნამდვილად მითია, რადგან, როცა ქალი პოულობს საკუთარ მოწოდებას და იმ საქმეს, რომელიც უყვარს, სამსახურისა და პირადი ცხოვრების შეთავსებაში რთული არაფერია.

ამიტომაცაა, რომ თანამედროვე მმართველები თავიანთი ბიზნესის სამართავად სწორედ ქალებს ირჩევენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული