ქალი და კაცი

რატომ გვიყვარს

№47

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 05.12, 2021 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ამბობენ, როდესაც ნამდვილად გიყვარს, დაზუსტებით ვერ უპასუხებ კითხვებს: რატომ გიყვარს ეს ადამიანი და არა სხვა? რატომ ხარ მზად, მასთან ერთად დედამიწის ყველაზე მიკარგულ ადგილას იცხოვრო, სხვასთან კი არა?!

სიყვარული უცნაურია. საკმარისია, ჩამოჯდე და ყველა იმ მიზეზის ჩამოთვლა დაიწყო, თუ რატომ გიყვარს, მიხვდები, რომ ფაქტობრივად, მასში ყველაფერი გიყვარს! მისი ხმა, მისი თვალები, მისი სიცილი და ასე შემდეგ.

მაგრამ მაინც, რატომ გვიყვარს? გამოკითხვა რომ ჩავატაროთ ყველა უპასუხებს: მე მიყვარს, იმიტომ, რომ ის მსოფლიოში ყველაზე საუკეთესოა! კი, შესაძლოა, ეს ასეც იყოს. არ შეგედავებით. მაგრამ, უფრო კონკრეტულად მსურს, რომ აგიხსნათ, თუ რატომ გვიყვარს:

👉მე მიყვარს, იმიტომ რომ მასავით არავის ვუყვარვარ! მარტო ის მიმტკიცებს, რომ ვუყვარვარ და სხვებთან შედარებით მე მისი უფრო მჯერა;

👉მიყვარს, იმიტომ რომ, როდესაც მიყურებს, მათბობს თავისი მზერით;

👉არავის შეუძლია ისეთი კოცნა, როგორიც მას. ეს კოცნა მსოფლიოში ყველაზე ტკბილ შოკოლადს მირჩევნია;

👉 მიყვარს, რადგან მაგრძნობინებს, რომ დედოფალი ვარ.

👉 მარტო ის უძლებს ჩემს ყველა კაპრიზსა და გამოხდომას და არ მიბრაზდება;

👉 მხოლოდ მას შეუძლია, საათობით ისაუბროს იმის შესახებ, თუ რა ლამაზი თვალები მაქვს;

👉 მხოლოდ მას შეუძლია, მესაუბროს ჟესტებისა და შეხებების ენაზე.

👉მუდამ ჩემ გვერდში იყოს, როდესაც რთულ სიტუაციაში ვარ;

👉 მხოლოდ ის უპასუხებს ჩემს, თუნდაც, ყველაზე სულელურ კითხვას და არ დამცინებს;

👉 მხოლოდ ის ზრუნავს ჩემზე, ჩემს მეგობრებზე, ახლობლებზე;

👉 მხოლოდ მას შეუძლია ყოველდღიურად ჩემში რაღაც საინტერესო იპოვოს;

👉 მიყვარს, რადგან მხოლოდ მას შეუძლია გულში ატაროს ყმაწვილური სიყვარული და მამაკაცური ვნება და ამ ორ ლამაზ თვისებას მხოლოდ მე მჩუქნის;

👉 მას სამყარო სულში აქვს ჩატეული და ეს სამყარო მის თვალებში ირეკლება;

👉 რადგან მზეზე თბილად მათბობს და მზეზე კაშკაშად ანათებს. მიყვარს, რადგან მხოლოდ მის შემოხედვაზე ვდნები და მეტყველების უნარს ვკარგავ;

👉 მხოლოდ მას შეუძლია, მილიონ ქალს შორის აირჩიოს ერთადერთი და მე მადლობელი ვარ, რომ ეს ერთადერთი მე აღმოვჩნდი;

👉 მას შეუძლია ბედნიერი გამხადოს და მე ბედნიერი ვარ!

ნამდვილად შეყვარებული ხარ

სიყვარული ერთ-ერთი საუკეთესო გრძნობაა. დიახ, ეს, უდავოდ, ასეა. გიყვარდეს და უყვარდე – რა შეიძლება, იყოს ამაზე შესანიშნავი.

მაგრამ სიყვარული საოცარია არა მხოლოდ იმ ჰორმონული პროცესების გამო, რომელიც სხეულში ხდება, არამედ იმ რომანტიკული გრძნობების გამო, რომლებიც ორმხრივია. სწორედ, ამ დროს იწყება ნამდვილი მაგია.

როგორ უნდა მიხვდე, რომ შეყვარებული ხარ?

უბრალოდ წაიკითხე:

👉 შენ გიყვარს მისი სუნი;

👉 შენი პრიორიტეტი მისი სურვილები და საჭიროებებია;

👉 მზად ხარ, მასთან ერთად გამოსცადო ყველა სიახლე;

👉 მისი ხასიათის ნაკლოვანებებიც კი მოგწონს;

👉გამუდმებით გინდა მისი ჩახუტება;

👉ითვლი წამებს, სანამ შენს შეტყობინებას უპასუხებს;

👉 ყველაფერი მის თავს გახსენებს;

👉 მის გარეშე ერთი დღის გატარებაც კი საკმარისია, რომ უზომოდ მოგენატროს;

👉 ისაა „საუკეთესო“ შენს ცხოვრებაში;

👉 მის გვერდით, ყველაზე დაცული ხარ;

👉 გინდა, რომ შენ შესახებ ყველაფერი იცოდეს – ცუდიც და კარგიც, სასიამოვნოც და უსიამოვნოც, ადვილიც და რთულიც და ანალოგიურად, გინდა, რომ თავადაც ყველაფერი გაიგო მის შესახებ...


ცრემლი და მამაკაცი

მამაკაცები ტყუილად არასოდეს ტირიან. მათ ცრემლს ყოველთვის ძალიან დიდი ემოციური ფონი ახლავს. სწორედ, ეს არის ამაღელვებელი. მისი ცრემლის მიზეზი უბრალო ჭირვეულობა, მომატებული კილოგრამები ან არგამომდგარი პომადა კი არა, დიდი ტრაგედია ან უდიდესი სიხარულია. სწორედ, ეს ემოცია გადმოგვედება ხოლმე ქალებს, გვაღელვებს და გვაბნევს.

ტირილი ფარ-ხმალის დაყრას და დამარცხების აღიარებასაც ნიშნავს. ეს ფაქტორი გაუცნობიერებლად მოქმედებს კაცის თავმოყვარეობაზე და უბიძგებს მას, დამალოს ცრემლი. ასევე, ძალიან დიდია დამკვიდრებული სტერეოტიპის გავლენა, რომ „ნამდვილი მამაკაცები არ ტირიან“. ალბათ, ეს დამოკიდებულება ნელ-ნელა იფანტება, თუმცა, ამ გამოთქმის ძალა ჯერ კიდევ ძლიერად მოქმედებს მამაკაცის ფსიქოლოგიაზე.

უნდა გვახსოვდეს, რომ ცრემლის შეკავება სიძლიერისა და ვაჟკაცობის საზომი არ არის. იქნებ პირიქითაც კია, იქნებ კაცს ცრემლი აკეთილშობილებს.

ფსიქოლოგებმა დაასახელეს ის ძირითადი მიზეზები, რამაც შეიძლება, მამაკაცს თვალები აუცრემლოს. პირველ ადგილზე გავიდა ვინმეს გარდაცვალებისაგან გამოწვეული ტრავმა, მას მოსდევს საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ძლიერი იმედგაცრუება…

ზოგჯერ, კაცებიც ქალებივით ხდებიან სუსტები, მაგრამ ამას არასოდეს ამბობენ. რა მოხდება, თუ კაცები დაიჯერებენ, რომ ცრემლი მათ სიძლიერეს არას დააკლებს, რომ ჩვენ ისინი ცრემლიანებიც გვიყვარს? ამდენ შეუკავებელ ცრემლს, ერთად დაღვრიან და ახლა ჩვენ მოგვიწევს მათი დამშვიდება? არამც და არამც! ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი მეცნიერებიც კი მივიდნენ დასკვნამდე, რომ მამაკაცი ტყუილად არასოდეს ტირის. ასე რომ, რაც არ უნდა ვცვალოთ სტერეოტიპები, მაინც ქალებს მოგვიწევს მათ კალთაში ცრემლების ღვრა და დიდხანს ლოდინი, ვიდრე მათ აცრემლებულს ვნახავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი