რასაც მამაკაცები ყურადღებას აქცევენ
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 08.10

არ ღირს. საკმაოდ გაოცებული დარჩებით, თუ გაიგებთ, რამდენ წვრილმანს ამჩნევს მამაკაცი ქალს, რომლითაც დაინტერესებულია.
ესაა ის, რასაც მამაკაცები ყურადღებას აქცევენ:
• რამდენს მიირთმევთ
ძალიან ხშირად მამაკაცების უყურადღებობას ვუჩივით, თუმცა მათი დაკვირვების შესაძლებლობის დაუფასებლობა
დარწმუნებული იყავით, მამაკაცი ყურადღებას აქცევს იმას, პაემანზე რამდენს მიირთმევთ. მაგრამ პანიკაში არ ჩავარდეთ და მცირე ულუფით და ისიც მხოლოდ დიეტური სალათების ჭამა არ დაიწყოთ. უბრალოდ, ერთი რამ გაითვალისწინეთ: თუ ჯანსაღი მადა გაქვთ, თვალთმაქცობა არ სცადოთ, თითქოს დიეტაზე ხართ. პირიქით, მიირთვით იმდენი, რამდენიც გსურთ. მამაკაცი ასე თქვენ გვერდით თავს კომფორტულად იგრძნობს.
•თქვენი მაკიაჟი
შესაძლოა, მან ლაინერსა და ტუშს შორის სხვაობა ვერ შეამჩნიოს, მაგრამ მამაკაცი აუცილებლად შეამჩნევს, მაკიაჟი გისვიათ თუ არა. თანაც, რა რაოდენობით.
გამოკითხვის თანახმად, ბევრ კაცს მოსწონს, როცა გოგო მაკიაჟს იყენებს, რადგან ეს ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მან მამაკაცის მოსახიბლად დრო დახარჯა. თუმცა, კოსმეტიკის ჭარბად გამოყენება ცუდია. ასე რომ, მთავარია, ზომიერება.
•ფერი, რომელსაც ყველაზე ხშირად იცვამთ
შეგიძლიათ შეამოწმოთ, რომ მამაკაცი ამჩნევს ფერს, რომელსაც ტანსაცმელში ყველაზე მეტად ანიჭებთ უპირატესობას. უფრო მეტიც, ის ქვეცნობიერად ეცდება, იმავე ფერის ტანსაცმელი ჩაიცვას, რომ თქვენი გამოსახულება შეავსოს. მისთვის ასევე, სასიამოვნო იქნება, როცა მის მცდელობას დააფასებთ.
•მანიკიური
ბევრი მიიჩნევს, რომ ქალები მანიკიურს მხოლოდ თავისთვის იკეთებენ. თუმცა დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მამაკაცები ქალის ხელებს აკვირდებიან.
ანუ, მამაკაცების უმეტესობა უფრო მოვლილ ფრჩხილებს ანიჭებს უპირატესობას.
•თქვენი ღიმილი
მამაკაცების უმეტესობა კითხვაზე, პირველი პაემნიდან რა დაამახსოვრდა, ამბობს, რომ - პარტნიორის ღიმილი.
ქალბატონებო, ამას ხომ ზედმეტი ძალისხმევა არ სჭირდება და მამაკაცის სუსტი წერტილი შეიძლება გახდეს, თუ მას სწორად გამოიყენებთ.
•უცნაური ჩვევები
თუ ზოგჯერ ისე არ იქცევით, როგორც დანარჩენები, უცნაურად ან სასაცილოდ, მამაკაცი ამას აუცილებლად დაიმახსოვრებს. თუ ეს თქვენი მამაკაცია, ის თქვენს უცნაურობას ჩუმად შეამჩნევს და მიმზიდველადაც მიიჩნევს.
•თქვენი მუსიკალური უპირატესობები
მამაკაცი ყოველთვის ამჩნევს, როგორ მუსიკას უსმენს მისი რჩეული. ხოლო, როცა ქალი თავს თავისუფლად და კომფორტულად გრძნობს, მღერის და ცეკვავს, ეს უყურადღებოდ არ დარჩება.
•ის, რაც გულს გტკენთ
მამაკაცი ამჩნევს, როცა ქალი განაწყენებული ან უხასიათოდაა. თუმცა უჭირს გადაწყვეტა, ასეთ სიტუაციაში როგორ მოიქცეს.
მამაკაცების ნაწილი ელოდება, რომ ქალი გულს თავად გადაუშლის, ეტყვის, რა აწუხებს. სხვები კი ეცდებიან, რომ ქალებმა პრობლემები მალე დაივიწყონ, ეცდებიან, გაართონ და გაამხნეონ.
•ის, რაც თქვენ გახარებთ
მამაკაცს უხარია, როცა ქალი ბედნიერია. ის ეცდება, ეს ღიმილი კვლავ და კვლავ დაინახოს.
სიყვარული ბრმაა
ბალზაკმა თქვა: სიყვარული ბრმაა, სამაგიეროდ, ოჯახური ცხოვრება გენიალური ოკულისტიაო! მას ეკუთვნის ასევე, სიტყვები: გამოძერწო საყვარლისგან ქმარი ისევე რთულია, როგორც ქმრისგან შექმნა საყვარელი…
მოდი, დავუჯეროთ ბალზაკს.
* ჭეშმარიტად უყვართ მხოლოდ ის, რაც არ იციან;
• ყველაფერი თავის დროზე მოდის მათთვის, ვისაც ლოდინი შეუძლია;
• არავინ გახდება ქალის მეგობარი, თუ შეუძლია, მისი საყვარელი გახდეს;
• მამაკაცები ასე არიან მოწყობილი – შეუძლიათ, გაუძლონ ყველაზე ჭკვიანურ არგუმენტსაც კი, მაგრამ მზერას – ვერა;
• აბსურდია, იფიქრო, რომ მამაკაცს არ შეუძლია ბედნიერი იყოს ერთ ქალთან. ეს იგივეა, ამტკიცო, რომ კარგ მუსიკოსს პიესის დასაკრავად სხვადასხვა ვიოლინო სჭირდება;
• ღრმად განიცდიდე, გიყვარდეს და თითქმის ყოველთვის იტანჯებოდე საკუთარი სიყვარულით — ესაა ქალის ბედი, ბედისწერა;
• ცოლისგან კარგი საყვარლის გამოძერწვის უუნარობა ქმრის არასრულფასოვნებაზე მიუთითებს. უნდა შეგეძლოს ერთ ქალში ყველა ქალი მოიპოვო;
• როდესაც საკუთარ სისუსტეს აღიარებს, ადამიანი უფრო ძლიერი ხდება;
• ის, ვინც ეჭვიანობს, სინამდვილეში ეჭვი ეპარება არა საყვარელ ადამიანში, არამედ საკუთარ თავში;
• ქალებს ახასიათებთ ამტკიცონ შეუძლებელი შესაძლებლის საფუძველზე და უარყონ ცხადი წინათგრძნობაზე დაყრდნობით;
• სიყვარულის ერთი საათი მთელი ცხოვრებაა. მთავარია, დროულად იპოვო ის;
• არ გქონდეს ქალის სისულელის იმედი — სიყვარულში ყველა ქალი ჭკვიანია;
• არაფერია იმ ადამიანის შიგნით, რომელსაც ყველაფერი გარეთ გამოაქვს;
• მას, ვისაც ქალის მართვა შეუძლია, სახელმწიფოსაც მართავს;
• მამაკაცის პირველ სიყვარულს მხოლოდ ქალის უკანასკნელი სიყვარული შეიძლება შეედაროს;
• სიყვარული ერთადერთი ვნებაა, რომელიც ვერ იტანს ვერც წარსულს და ვერც მომავალს;
• მას, ვისაც უყვარს, ეჭვი ან არაფერში ეპარება, ან ყველაფერში;
• ჩემზე მეტს არაფერს ვიტყვი: ბედნიერი ადამიანი საშინლად მოსაწყენი თემაა;
• მარტოობა შესანიშნავი რამაა, მაგრამ გვერდით ვინმე უნდა გყავდეს, რომ უთხრა, თუ რა მშვენიერი რამაა მარტოობა;
• თუ მუდამ მარტო ილაპარაკებ, მუდამ მართალი იქნები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან