ქალი და კაცი

რას ელის ქალი

№50

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 24.12, 2023 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

რამდენ ქალს აწუხებს ის ფაქტი, რომ ვერ იღებს სიყვარულს ისეთს, რასაც მოელის.

შემიყვარე ისე, როგორც მე მინდა, დარჩი ჩემთან, მაჩუქე, გამიკეთე სიურპრიზები და, რა თქმა უნდა, საყვარელი კითხვა: „გიყვარვარ?” ამ ტიპის რეგულარული შეკითხვები კაცისთვის მარტივად ასატანი ნამდვილად არ არის. რასაც მოჰყვება, ხოლმე ისტერიკები – რომ წავალ, მერე დამაფასებს და დამაბრუნებს.

მთავარი შეცდომაა ის, რომ ქალებს იშვიათად ესმით მამაკაცის ფსიქოლოგია.

ქალისთვის „მიყვარხარ“ ნიშნავს: დროს ვატარებ შენთან, სულ ერთად და ჩახუტებული. მახსოვს ჩვენი ყველა პატარა და დიდი პაემანი და ატარე ჩვენი ფოტოები ყველგან.

მამაკაცისთვის „მიყვარხარ“ ნიშნავს: ყველას ვაჩვენებ, რომ ჩემი ხარ. ეს ნიშნავს, რომ გაგაცნობ ჩემს მშობლებს, მეგობრებს. ფიზიკურად დაგიცავ პრობლემებისგან. თუ იტირებ, ვეცდები, რომ გაგახალისო.

ხედავთ განსხვავებას?

დიახ, კაცს იშვიათად შეუძლია სიტყვებით თქმა „მე შენ მიყვარხარ”, მაგრამ გაგახარებთ სიურპრიზებით, ყვავილებით, ან რაიმე სხვა სახის რომანტიკით.

რამდენად ხშირად ვჩივით ქალები ჩვენი კაცების ყურადღების ნაკლებობას: რომ არ რეკავენ, რამდენჯერაც გვინდა; არ გვწერენ რომანტიკულ ესემესებს... ხშირად გვავიწყდება, რომ მათ ბევრი საქმე აქვთ – სამუშაო, ბიზნესი, პოლიტიკა, ფეხბურთი, მეგობრები, ყველა სახის ჰობი. მათ შეიძლება, დაავიწყდეთ მეოთხედ დარეკვა დღეში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დაგივიწყეს. ისინი, უბრალოდ, ძალიან დაკავებული არიან.

ჩვეულებრივ, მამაკაცები სამსახურზე წინ არ აყენებენ ურთიერთობებს. ქალებს ეს გვწყინს. გამანადგურებელი აზრი თითქმის მაშინვე ჩნდება ჩვენს თავში: „მას სხვა ჰყავს!” დაიწყება ეჭვები, საყვედურები, თვალთვალი, უნდობლობა... და ურთიერთობა შეიძლება, უბრალოდ, აფეთქდეს.

მაშ ასე:

* თუ კაცი სამსახურშია, მაშინ ის სამსახურშია. არ არის საჭირო ყოველ ხუთ წუთში ურეკოთ და ნახოთ, არის თუ არა ის ნამდვილად იქ. თუ არ ენდობით, მაშინ როგორი ურთიერთობა შეიძლება, იყოს თქვენს შორის?!

* ნუ დაურეკავთ მას დღეში ათასჯერ და ნუ მისწერთ მესიჯებს გაუთავებლად;

* თუ ბევრი თავისუფალი დრო გაქვთ, მაშინ იფიქრეთ ჰობიზე. თქვენ შეგიძლიათ, იპოვოთ მრავალფეროვანი საინტერესო აქტივობები – კითხვა, ხატვა, ცეკვა, იოგა...

* მოუარეთ საკუთარ თავს. შეიცვალეთ იმიჯი. სტილი, მანერა.. მოკლედ, იყავით განსხვავებული;

* დაისახეთ გარკვეული მიზანი. იბრძოლეთ ამისთვის. მაგალითად, ისწავლეთ გიტარაზე დაკვრა ან გქონდეთ პატარ-პატარა წარმატებები. ყოველდღე სიახლის შემოტანით ეცადეთ, გათავისუფლდეთ საყვარელი ადამიანის დევნის მანიისგან;

* ისიამოვნეთ ცხოვრებით. იზრუნეთ საკუთარ თავზე და თქვენს ურთიერთობებზე!

სიყვარული კაცის ცხოვრებაში

სიყვარული კაცის ცხოვრებაში იშვიათად მოდის მოულოდნელად. მამაკაცის სიყვარული უფრო გონებაზეა აგებული, ვიდრე გრძნობებზე. ანუ სანამ დარწმუნდება, რომ უყვარს, ის რამდენიმე ეტაპს გადის.

პირველი ეტაპი – შეფასება: ყველაფრის სწორად შეფასებით იწყება. კაცი საგულდაგულოდ აფასებს ქალის ფიზიკურ მონაცემებს. მისთვის მეტად მნიშვნელოვანია ქალის გარეგნობა.

მეორე ეტაპი – შეყვარება თუ ინტერესი? კაცს, ერთი შეხედვით, იშვიათად უყვარდება, მის გრძნობას პირველ ეტაპზე ინტერესი უნდა დავარქვათ. კაცი ინტერესდება ისეთი ქალით, რომელმაც თავად გამოამჟღავნა სითბო ან რადიკალური სიცივე. მამაკაცი იწყებს მსუბუქი ფლირტით, ქალის ყურადღების მისაქცევად მისი რამდენიმე მზერაც კი საკმარისია. გაითვალისწინეთ, რომ მამაკაცური ინტერესი ცვალებადია და მას ვერ დაეყრდნობით.

მესამე ეტაპი – მზრუნველობის პერიოდი: თუ ქალი კაცის ინტერესს პასუხობს, მამაკაცი მასზე ზრუნვას იწყებს: ჩუქნის საჩუქრებს, ხშირად ურეკავს და წერს, აცილებს სახლამდე ან მიჰყავს სამსახურში. სხვათა შორის, ამ სტადიაზე ქალი უკვე მასთან ერთად საცხოვრებლად მზად არის, მაშინ, როცა კაცს ჯერ კიდევ არ უყვარს.

მეოთხე ეტაპი – გადამოწმება: მამაკაცი ქალის სიყვარულს ამოწმებს. კაცი იქამდე არ შეიყვარებს ქალს, სანამ არ დარწმუნდება, რომ მისი სიყვარული უანგარო და გულწრფელია. კაცს ტკივილის ეშინია, შესაბამისად, მაქსიმალურად გაურბის იმედგაცრუებას.

მეხუთე ეტაპი – შეჩვევა ან თავის დახსნა: ეს ის ეტაპია, როცა მამაკაცი ქალს შორდება ან მასთან რჩება. თუ კაცისთვის ქალთან ყოფნა კომფორტულია და ამ დროის განმავლობაში შეეჩვია თავის ყოველდღიურობაში ამ ქალის არსებობას, დიდი ალბათობით წასვლას დარჩენას ამჯობინებს. თუმცა ვერც ამ შემთხვევაში ვიტყვით, რომ ის ნამდვილად შეყვარებულია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული