ქალი და კაცი

რას ამბობს პროფესიონალი

№23

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 19.06, 2022 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ურთიერთობების სპეციალისტებმა პროფესიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით გამოავლინეს ქალის რამდენიმე ტიპი, რომელთა ცოლად მოყვანაზე მამაკაცები თავს იკავებენ. გაეცანით მომავალი ბედნიერების „საიდუმლოს“. ეს, ალბათ, განსაკუთრებით გასათხოვარ ქალბატონებს დააინტერესებთ.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ქალის რამდენიმე ტიპს, რომელთა ცოლად მოყვანასაც მამაკაცები უფრთხიან ან, უბრალოდ, თავს არიდებენ.

✔️ „შეფი“

ამ ტიპის ქალი თავიდან შეიძლება, ბევრს მოეწონოს. მამაკაცებს ხომ უყვართ ამბიციური ქალბატონები, რომლებმაც იციან, რა უნდათ ცხოვრებისგან და ყველა საშუალებით ცდილობენ მის მიღწევას. მაგრამ თანდათან კაცი იღლება ამგვარ ქალთან ურთიერთობით, თავს უნიჭო პირველკლასელად გრძნობს, რომელსაც მასწავლებელი გამუდმებით უთითებს, რა გააკეთოს.

✔️„ყოველდღიური ეჭვიანობა“

ქალები, რომელთა ცხოვრებაშიც ერთხელ უკვე იყო ღალატი განსაკუთრებით ეჭვიანები არიან. ამიტომაც გაურბიან მამაკაცები. ძნელია, უკვე ხასიათად ქცეული ეჭვიანობის გამო მთელი ცხოვრება სასჯელს იხდიდე.

✔️ „მოთამაშე“

მართალია, თავიდან მამაკაცებს მოსწონთ, როდესაც ქალი „ეთამაშებათ“ და ძნელად მოსაპოვებლის როლს ირგებს. მაგრამ გრძელვადიან ურთიერთობებში ამგვარი ქმედება შესაძლოა, პრობლემად იქცეს. საბოლოოდ მამაკაცს მაინც უფრო სტაბილური მეწყვილე სჭირდება, ვინც გამუდმებით არ ითამაშებს მის გრძნობებზე.

✔️„მის გარდა არაფერი მაინტერესებს“

დიახ, თავიდან შეიძლება მოეწონოთ ქალის მხრიდან გადამეტებული ყურადღება, ზრუნვა, მაგრამ ცოტა ხანში კაცი იღლება ამით, გრძნობს, რომ „სუნთქვა უჭირს“.

✔️ „დიეტა“

ეს კიდევ ერთი შეცდომაა, რომელსაც ქალები ხშირად უშვებენ. იმის გამო, რომ სურთ, იდეალურად გამოიყურებოდნენ – საღამოს საერთოდ არაფერს მიირთმევენ., სამსახურიდან მოსულ, დაღლილ ქმარს ხომ განსაკუთრებით მოსწონს, როცა ცოლი ცხელ სადილსა და გემრიელ დესერტს დაახვედრებს და ისინი ერთად მიირთმევენ ან, თუნდაც, რესტორანში ერთად ივახშმებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, მარტო სადილი არავის მოსწონს.

✔️ „მსურს შეგცვალო“

კიდევ ერთი გავრცელებული ტიპი, რომელიც მთელი ზეწოლით ცდილობს მამაკაცის შეცვლას, მისი ხასიათის ამა თუ იმ შტრიხის „გამოსწორებას“, საკუთარ გემოვნებაზე მორგებას. მამაკაცების უმრავლესობა გაურბის მათთან სერიოზულ ურთიერთობას.

✔️„ჭორიკანა“

გოგონები, რომლებიც გამუდმებით სხვების ცხოვრებაზე, პრობლემებსა თუ ქმედებებზე საუბრობენ, მაინცდამაინც არ ხიბლავთ მამაკაცებს. რადგან ხვდებიან, რომ, სავარაუდოდ, ერთ დღესაც მათი ქმედებაც გახდება ქალის საჭორაო.

პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი

ადამიანზე პირველი შთაბეჭდილების შექმნას, დაახლოებით 60 წამი, ანუ 1 წუთი სჭირდება. ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვაფასებთ მათ სოციალურ სტატუსს, ინტელექტს და ვაანალიზებთ, რამდენად წარმატებულები არიან ისინი...

გაითვალისწინეთ, რომ არსებობს შეფასების პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალები:

👉 ადამიანებს, რომლებიც ადვილად წითლდებიან, ხშირად არ მოსწონთ ეს თვისება. თუმცა, გაწითლების უნარი გარშემო მყოფებში მხოლოდ დადებით ემოციებს აღძრავს. გაწითლების იმიტაცია შეუძლებელია. გაწითლება ადამიანებს ეუბნება, რომ გულწრფელი ხარ, ამასთან, საპირისპირო სქესის ადამიანებისთვის, მიზიდულობას აძლიერებს. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ პოტენციური პარტნიორები უფრო ადვილად ენდობიან ადამიანებს, რომლებიც ადვილად წითლდებიან, ვიდრე მათ, ვისი გაწითლებაც შეუძლებელია;

👉 ტკბილი საკვების სიყვარული არც ისეთი ცუდი თვისებაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს – ცხადია, თქვენი კბილები და ზოგადად, თქვენი სხეული არ გიჟდება შაქრის დიდ ულუფებზე, მაგრამ არა უშავს.

ადამიანები ფიქრობენ, რომ პიროვნება, რომელსაც ტკბილეულობა ძალიან უყვარს, საყვარელი, მეგობრული და გულწრფელია;

👉 თქვენი ფეხსაცმელი თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე საუბრობს. ფეხსაცმელს ადამიანზე იმაზე მეტის თქმა შეუძლია, ვიდრე ყველაზე დეტალურ რეზიუმეს. ნერვიულ ადამიანებს უყვართ ვიწრო ფეხსაცმელი. როგორც წესი, მათი ფეხსაცმელები ახალია და შესანიშნავად გამოიყურება, თუნდაც საშინელ ამინდში. მათთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ გამოიყურებიან და რას ფიქრობენ სხვები.

პრაქტიკული ფეხსაცმელი ნიშნავს, რომ მათი პატრონი სასიამოვნო ადამიანია. ასეთ ადამიანებს არ რცხვენიათ საზოგადოებაში ძველი სპორტული ფეხსაცმლის გამოჩენა – კომფორტი მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია;

👉 ფრჩხილების კვნეტა, პერფექციონიზმის ნიშანია. ფრჩხილების კვნეტა ნერვიულობის გამოხატულებაა და ცუდ ჩვევად მიიჩნევა. მაგრამ თანამედროვე მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ჩვევა რეალურად პერფექციონიზმის ნიშანია.

პერფექციონისტები ყველაფერს გააკეთებენ, გარდა უმოძრაოდ ჯდომისა;

👉 თვალის ფერი პიროვნულ თვისებებთან არის დაკავშირებული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გენები, გავლენას ახდენენ ჩვენი თვალების ფერზე. რაც ნიშნავს, რომ ერთნაირი თვალის ფერის მქონე ადამიანებს, შესაძლოა, მსგავსი ცხოვრებისეული ღირებულებები ჰქონდეთ.

ასე რომ, როდესაც ახალ ადამიანს გაიცნობთ, დააკვირდით მის თვალებს, შესაძლოა, თქვენი მეორე ნახევარი ამოიცნოთ!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი