ქალი და კაცი

რა უნდა იცოდეს ქალმა მამაკაცზე და პირიქით

№12

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 06.04

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ქალი და მამაკაცი თითქოს ერთი სამყაროს ორი მხარეა — თითქოს იმდენად განსხვავებულები ვართ, რომ ზოგჯერ ერთმანეთის მოსმენაც გვიჭირს, მაგრამ სწორედ ამ განსხვავებებშია ჩვენი სილამაზე.

რა უნდა იცოდეს კაცმა ქალზე? ქალს სჭირდება, რომ მოუსმინო. არა უბრალოდ „ყური მიუგდო“, არამედ გააგონო, რომ უსმენ, იცი მისი სიხარული, ტკივილი, ფიქრები...

ქალი არ გეუბნება ყველაფერს პირდაპირ, მაგრამ ელოდება, რომ თავად მიხვდე.

ქალი ელოდება მზრუნველობას, ყურადღებას.

ქალს სჭირდება დაცულობა არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ემოციურად – სიტყვებით, მზრუნველობით, ერთგულებით, იცოდეს, რომ შენთან მშვიდადაა.

ქალს არ უნდა გმირი, რომელსაც არაფრის ეშინია — უნდა ადამიანი, ვინც გულწრფელად იტყვის, როცა ეშინია. ქალი უნდა გრძნობდეს, რომ მის გვერდით კაცი „დგას“, მაგრამ სითბოთი და არა ძალით.

ქალმა რა უნდა იცოდეს მამაკაცზე?

რომ... მამაკაცი გარედან ძლიერია, მაგრამ შიგნით ხანდახან ბავშვია. კაციც იმავე სითბოსა და სიყვარულს ეძებს, რასაც ქალი. უბრალოდ, არ ამბობს.

მამაკაცი ყოველთვის არ ლაპარაკობს გრძნობებზე, მაგრამ მოქმედებებით გაჩვენებს. თუ კაცმა რაღაც გააკეთა შენთვის — ეს მისთვის სიყვარულის ენაა.

მამაკაცი ეძებს სივრცეს, სადაც ის „ძლიერიც“ რომ არ იყოს, მაინც მიიღებენ, სივრცეს, სადაც არ მოუწევს იმის დამტკიცება, რომ „უნდა გაძლოს“, არამედ შეძლებს თავისუფლად იყოს.

მამაკაცსაც სჭირდება დამშვიდება. „მე შენ გენდობი”, „მე შენით ვამაყობ” — ეს სიტყვები მის გულში ყველაზე დიდ ძალას იძლევა.

და ბოლოს:

ქალი და მამაკაცი ერთად მხოლოდ მაშინ არიან ძლიერები, როცა ერთმანეთის შინაგან სამყაროს სცემენ პატივს.

არ გვჭირდება სრულყოფილება, გვჭირდება რეალურად ყოფნა, გულწრფელობა, პატივისცემა, სითბო.

როცა ქალსა და მამაკაცს ესმით ერთმანეთის, ქალი ყვავის მის გვერდით და მამაკაცი იქცევა იმ ძლიერ კაცად, ვინც თავადაც სურდა, რომ ყოფილიყო.

რისთვის ვართ ერთად

ხშირად ვუსვამთ საკუთარ თავს კითხვას: რატომ ვართ ერთად, როცა ყოველდღიურობამ გვშთანთქა და როცა დრო აღარ გვრჩება თბილი სიტყვებისთვის, როცა ჩვენი ერთმანეთისადმი დამოკიდებულება თითქოს ბუნებრივად აღიქმება და ზოგჯერ ვერც კი ვგრძნობთ, როგორ გვეცლება ხელიდან ერთმანეთის სიყვარულის დაფასება.

რადგან მარტო არასდროს ვართ სრულყოფილები.

ქალი სჭირდება მამაკაცს, რომ გრძნობებში აღიზარდოს.

მამაკაცი სჭირდება ქალს, რომ იცოდეს: „მე არ ვარ მარტო ამ სამყაროში.”

მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ქალი და მამაკაცი ერთად იმიტომ არიან, რომ ერთმანეთის სარკეები და ენერგიები არიან. ქალი ეძებს მყარ მხარს, რასაც შეუძლია, დაეყრდნოს. მამაკაცი ეძებს გულწრფელ სითბოს, სადაც შეუძლია, გახსნას გული. ქალი ქმნის სივრცეს სითბოს, სილამაზეს, შინაურობას. მამაკაცი ქმნის საფუძველს. ერთად კი ქმნიან სამყაროს, სადაც სიყვარული, მხარდაჭერა და ერთგულებაა.

ურთიერთობაში ვსწავლობთ ერთმანეთის მოსმენას, სიყვარულს, მოთმინებას, მიტევებას, სიხარულს და ერთად, უფრო ძლიერები ვართ.

მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ ერთად ვართ იმისთვის, რომ ვიპოვოთ საკუთარი თავი ერთმანეთის თვალებში, რომ გავიზარდოთ, რომ ვისწავლოთ ყოველდღე სიყვარული.

და... უნდა გვახსოვდეს: ერთად ყოფნა არ არის მხოლოდ სიამოვნება, ეს არის ხელოვნება. ხელოვნება, რომლის სწავლაც ღირს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

14–20 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა