ქალი და კაცი

რა სურთ ქალებს?!

№42

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 27.10

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ყოველთვის აქტუალურია შეკითხვა: რა სურთ ქალებს? თქვენც გაინტერესებთ? მაშინ ყურადღებით გაეცანით ჩამონათვალს. ქალს სურს, რომ:

* ყველაფერი საკუთარ თავზე არ აიღოს და დახმარების საშუალება მოგცეთ. ეს არ ნიშნავს, რომ ის სუსტია ან საკუთარ პრობლემებს თავს ვერ ართმევს;

* იცოდეს, რომ გულის სიღრმეში რომანტიკული ხართ;

* დაუტოვოთ თავისი პირადი სივრცე, არ უნდა, რომ გამუდმებით აკონტროლოთ;

* იცხოვროთ ერთად;

* უფლება მისცეთ, გაერთოს დაქალებთან ყოველ შაბათს ან კვირას;

* თქვენი ხელით აჭამოთ ტკბილეული ან ის სასუსნავი, რაც უყვარს;

* არ ეფლირტაოთ სხვა ქალებს და თავი აარიდოთ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან მეგობრობას;

* დილაობით მოუმზადოთ ყავა;

* არ დაგენანოთ, დაახარჯოთ ფული მის საჩუქრებზე;

* ხანდახან საჭესთან მის მაგივრად დასხდეთ, ოღონდ უნდა მიხვდეთ, როდის;

* გეხერხებოდეთ გაუთოება;

* არ გააცნოთ მშობლები, სანამ ძალიან არ გაგისერიოზულდებათ ურთიერთობა;

* არ აიძულოთ დედათქვენთან ერთად იაროს საყიდლებზე;

* აღიაროთ, რომ მტყუანი ხართ, რომ შეცდით (ხანდახან მაინც);

* შესთავაზოთ ჭურჭლის გარეცხვა ან გამშრალება;

* გაწმინდოთ სააბაზანო ბანაობის შემდეგ;

* დაუმეგობრდეთ მის საახლობლო წრეს და ნაკლები დრო გაატაროთ საკუთარ მეგობრებთან;

* ოჯახში საქმიანობით გააოცოთ შინ დაბრუნებული და ხელში აყვანილი შეიყვანო საძინებელში;

* ემესიჯოთ ან დაურეკოთ და გაესაუბროთ, რადგან თქვენი ხმის მოსმენა მოსწონს;

* ხანდახან თავი დაანებოთ და მარტო დატოვოთ;

* აცადოთ საყვარელი სერიალის ყურება;

* ყოველთვის მოიწონოთ მისი ჩაცმულობა;

* პირველად თქვენ გადადგათ ნაბიჯი მის შესარიგებლად და არ დაიფასოთ თავი, თუ ის ეცდება თქვენს შემორიგებას;

* გამოხვიდეთ სოციალური ქსელიდან, როდესაც თქვენთან ერთად დროის გატარება სურს;

* კონცენტრაცია მოახდინოთ აწმყოზე და არ იქექოთ წარსულში;

* იყოთ მრავალფეროვანი და მუდამ საინტერესო.

რა სურთ მამაკაცებს

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ ხვდებიან, რა სურთ ქალებს და მათი გაგება უჭირთ. სწორედ ამიტომ, ბევრი მათგანი მარტოობას ამჯობინებს.

ახალი კვლევების უმეტესობა ამტკიცებს, რომ თანამედროვე ქალისთვის უკვე სულერთია, მამაკაცი ქერა იქნება თუ შავგვრემანი, რამდენი აქვს შემოსავალი ან რა მანქანა ჰყავს მის მეორე ნახევარს. თანამედროვე ქალისათვის მთავარია ურთიერთგაგება! თანამედროვე ქალს სწორედ ემპათია ანიჭებს ბედნიერებას.

საინტერესოა, რომ ურთიერთგაგება თავად მამაკაცსაც ანიჭებს ბედნიერებას. ვისაც მეგობარი ქალის ემოციის გამოცნობა შეუძლია, თავად ურთიერთობით უფრო მეტად არის კმაყოფილი, ვიდრე სხვები.

რჩევები:

კომპლიმენტების მიღება ქალებისა და კაცებისათვის ერთნაირად სასიამოვნოა, თუმცა მათ განსხვავებულად აღიქვამენ, რაც ერთს სიამოვნებს და უხარია, მეორეს შეიძლება, ეწყინოს, მესამემ კი არც მოგისმინოთ.

„ყველაფერი გამოგივა!“ – უთხარით ეს თქვენს მამაკაცს, როდესაც საქმე მის შესაძლებლობებს ეხება. არ აქვს მნიშვნელობა, სად უწევს ამ შესაძლებლობების გამოვლენა – სამზარეულოში, ავტოფარეხში, სამსახურსა თუ საწოლში. კაცებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი სჯეროდეთ და ენდობოდნენ. ეს მოტივაციას ზრდის.

„მიყვარს, როდესაც შენთან ერთად ვარ!“ – ეს სიტყვები მამაკაცს უჩვენებს, რომ მისი სტატუსი, ფული და ფიზიკური მონაცემები ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი შინაგანი სამყარო.

„მომწონს შენი პერანგი!“ – ჩაცმის სტილს ყველა მამაკაცი არ უთმობს დიდ დროს, თუმცა ყველას სურს, კარგად გამოიყურებოდეს. ამიტომ, თუ მართლაც აცვია ის, რაც უხდება, ამის აღნიშვნა აუცილებელია.

„კარგად იცი შენი საქმე!“ – ამგვარი კომპლიმენტი მამაკაცისათვის ნიშნავს, რომ ქალი მის ძალისხმევას, მონდომებას, შრომისმოყვარეობასა და პროფესიონალიზმს ამჩნევს.

„შესანიშნავი ოჯახი/მეგობრები გყავს!“ – მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია, რომ მეორე ნახევარი მისი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს პატივს სცემდეს და მოსწონდეს.

გახსოვდეთ, მამაკაცების უმეტესობას არ უყვარს, როდესაც კომპლიმენტებს საჯარო სახე და მოფერებითი ფორმა აქვს. „ჩემო ფუმფულა“, „კნუტო“ და „ზევსო“ ინტიმური გარემოსათვის შემოინახეთ. საჯაროდ ამას თუ ეტყვით, შეურაცხყოფად უფრო აღიქვამენ, ვიდრე კომპლიმენტად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა