ქალი და კაცი

რა არის სიყვარული

№34

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 05.09

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

არსებობს მარტივი ფორმულა – მე მჭირდება ადამიანი, რადგან მე ის მიყვარს. რა არის მისი არსი? დიახ, ადამიანებს ერთმანეთი სჭირდებათ, მაგრამ როდესაც თქვენ ადამიანი გიყვართ, იმიტომ რომ თქვენ ის გჭირდებათ, ეს სიყვარული კი არა დამოკიდებულებაა. გრძნობა ადამიანის საქციელსა და ისეთ მცირე დეტალებში გამოიხატება, რომელიც შესაძლოა, ერთი შეხედვით ვერ შეამჩნიოთ.

ნახეთ მახასიათებელი ნიშნები იმისა, რომ თქვენ ნამდვილი სიყვარული იპოვეთ:👇

1. ფსიქოლოგების მიერ დამტკიცებული ფაქტია, რომ თქვენ ყველა ადამიანის მიმართ არ განიცდით იმ საოცარ ეიფორიას, რასაც მუცელში პეპლების ფრენა ჰქვია. ეიფორიის იმპულსები მუცლიდან ტვინსა და გულს გადაეცემა. ამ დროს სხეულში ნერვიულობის მსგავსი გრძნობა გეუფლებათ, უნებურად იძაბებით, როცა მას ხედავთ და მისი წამიერი შეხების შეგრძნებაც კი დიდხანს გაგყვებათ.

2. თუ მისი ჩახუტებისას გრძნობთ, რომ შეგიძლიათ, ასე მთელი ცხოვრება გაატაროთ, ეს მშვენიერი ნიშანია იმისა, რომ თქვენ ნამდვილად შეყვარებული ხართ.

3. მაშინაც კი, როდესაც სამსახურის საქმით ხართ დაკავებული, თქვენი რჩეული კი თქვენგან შორსაა და თქვენი გული „სიახლოვეს” ითხოვს. ფსიქოლოგების აზრით, ახლოს ყოფნის სურვილი ძლიერი ინდიკატორია იმისა, რომ თქვენ იგი გიყვართ.

4. შესაძლოა, არ შეგეძლოთ გრძნობების ღიად გამოხატვა, მაგრამ ეს აუცილებლად გამოვლინდება საქციელში. ხდებით ბევრად მოტივირებული, გსურთ ყველაფერი უფრო კარგად გააკეთოთ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ გსურთ ასე, არამედ იმიტომ, რომ საყვარელი მამაკაცის თვალში ბევრად სასურველი წარმოჩინდეთ.

5. ფსიქოლოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ შეყვარებულ ადამიანს თვალები ყოველთვის უბრწყინავს. როცა ის თქვენ გვერდითაა, თითქოს ენერგიას ასხივებთ, ხდებით ბევრად მხიარული, ბევრს იღიმით, მისი წასვლის შემდეგ კი ღიმილი კვლავ რჩება თქვენს სახეზე – ეს სიყვარულია.

6. გსმენიათ თუ არა, რომ შეყვარებული ადამიანი ადრენალინს გამოყოფს? როდესაც თქვენ საყვარელი ადამიანის ნახვის დაუოკებელი სურვილი გაქვთ, ყველაფერს აკეთებთ, რომ დრო ერთად გაატაროთ, ცდილობთ, თავგადასავლები დაგეგმოთ და ისიამოვნოთ.

7. ჯანსაღი ურთიერთობისთვის ლტოლვა ისეთივე აუცილებელი ნაწილია, როგორც საუბარი, სეირნობა, მოსმენა და სხვა. ხშირად ლტოლვას ,,ქიმიასაც” უწოდებენ. თუ თქვენ გვერდით მყოფი ადამიანი სექსუალურად გიზიდავთ და გაქვთ ის ნაპერწკალი, რასაც ვნება ჰქვია, თქვენ ნამდვილად ჯანსაღი ურთიერთობა გელოდებათ.

რა გვენატრება

ხშირად ჩვენ უუნარონი ვართ, გვიყვარდეს ან გვენატრებოდეს ვინმე ისეთი, როგორიც ის სინამდვილეშია. ანუ გვიყვარს ჩვენი წარმოდგენები, ანუ ადამიანები ისეთები, როგორებიც ჩვენ გვგონია, რომ არიან. ეს გარემოება ძალიან ზუსტად ხსნის იმას, თუ რატომაა ჩვენი სიყვარული და, ზოგადად, გრძნობები ასე მერყევი და ცვალებადი.

ასეა ჩვენი ბუნება მოწყობილი და ამის შეცვლა ძნელია. პრობლემები კი ჩნდება მაშინ, როდესაც ურთიერთობა გაღრმავებას იწყებს.

ისეც ხდება, რომ ზოგჯერ ჩვენი წარმოდგენები ძალიან ახლოსაა რეალურ პიროვნებასთან. მაგრამ უფრო ხშირად რომანტიზება გვიყვარს. მოგვწონს იმაზე ფოკუსირება, თუ რა და როგორ გვაგრძნობინა ვინმემ და არა იმაზე, თუ როგორ მოიქცა ან მოგვექცა ის ადამიანი. გამოდის, რომ ჩვენ ჩვენი თავი გვიყვარს მათ გვერდით.

გრძნობ, რომ ვიღაც გაკლია – ეს სავსებით გასაგები რამაა. ადამიანებს მარტოობა არ უყვართ. მართალია, ზოგიერთი ჩვენგანი უფრო უკეთ უმკლავდება ამას, ზოგი – ნაკლებად, მაგრამ ეს ხშირად გარდაუვალი საჭიროების წყალობით ხდება.

დროდადრო მარტოობა ყველას უყვარს, მაგრამ ეს მხოლოდ დროდადრო. რაღაც დროის შემდეგ თავს მარტოსულად ვიგრძნობთ და აუცილებლად დაგვჭირდება ვინმე, ვისაც ჩვენს ცხოვრებას გავუზიარებთ. ეს სავსებით ბუნებრივია და ამაში სამარცხვინო არაფერია. სერიოზული ფსიქოლოგიური მიზეზის გარეშე სრულ მარტოობას საკუთარი ნებით არავინ ირჩევს.

მაგრამ თუ ის ადამიანი გენატრება, რომელიც გამუდმებით ტკივილს გაყენებდა, რადგან არ ანაღვლებდა შენი ბედი, მაშინ უკან უნდა დაიხიო, რეალობის გასაცნობიერებლად. ცოტა ხნით მარტო დარჩენა და დრო გჭირდება. არ უნდა შეეგუო იმ ფაქტს, რომ გიყენებდნენ და თან ცუდად გექცეოდნენ.

სინამდვილეში კი ძალიან მარტივია ნამდვილი სიყვარულის იმისგან განსხვავება, რაც სიყვარული გვგონია. წარსულიდან ადამიანები მაშინ გვენატრება, როდესაც თავს მარტო ვგრძნობთ ან მოწყენილები ვართ. ეს სიყვარული არაა – ეს უფრო ხავსზე მოჭიდებაა. ცხოვრების რთულ მომენტებში მარტოობა არავის სურს, რადგან გვერდით ვინმეს ყოფნა ყველაფერს აადვილებს. ადამიანები ძალიან ეგოისტები და ეგოცენტრულები არიან. ესეც ჩვენი ბუნების ნაწილია. ამას ვერ გაექცევით, თუმცა უნდა გააცნობიეროთ და მისი კონტროლი ისწავლოთ.

რეალობა ესაა, მიუხედავად იმისა, ვაცნობიერებთ მას თუ არა. რა თქმა უნდა, კონკრეტული ინდივიდის სიყვარულიც შეგვიძლია და მონატრებითაც ზუსტად ვიცით, ვინ ან რა გვენატრება, ვისი ან რისი დაკარგვის გვეშინია. თუმცა, ეს უფრო იშვიათი შემთხვევაა.

ხშირად მათ გამო ვიფიტავთ თავს ემოციურად, ვინც საერთოდ არ იმსახურებს ჩვენს ყურადღებას. ისწავლეთ დიფერენცირება, განასხვავეთ ნამდვილი წარმოსახვისგან და თქვენი ცხოვრება გაცილებით ნათელი მიმართულებით წაგიყვანთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

13 -19 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ნუგზარ კვაშალი

რატომ ვერ გაიხსნა 49 წლის განმავლობაში ნუგზარ კვაშ...