ფსიქოლოგია... ქალი.. მამაკაცი
ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 01.10

არის თუ არა განსხვავება ქალსა და მამაკაცს შორის? რა თქმა უნდა, არის და ყოველთვის იყო. აქ საუბარია ფსიქოლოგიურ სხვაობებზე, რომელიც დამყარებულია ბიოლოგიურ განსხვავებულობაზე. ჯანსაღი და ჰარმონიული ურთიერთობებისთვის საჭიროა ამ განსხვავებულობების გაგება და გააზრება.
ქალი ბუნებით კონსერვატორია, ეს მისი ფიზიოლოგიიდან გამომდინარეობს. მან ბავშვი უნდა გააჩინოს, რომელსაც ყურადღება და მოვლა სჭირდება. ასე რომ, მას ინსტინქტურად აქვს სტაბილურობის განცდა და მისი შენარჩუნების სურვილი. ქალი, ბავშვთან განსაკუთრებული ურთიერთობიდან გამომდინარე, ცდილობს, მისთვის უსაფრთხო გარემო შექმნას. ამიტომაც აქვს მრავალი საფრთხის ერთდროული აღქმის უნარი. ამერიკაშიც კი, სადაც ურთიერთობის პრობლემა ნაკლებად არის, კვლევამ აჩვენა, რომ ქალები პარტნიორებად სანდო მამაკაცებს ირჩევენ. ხანმოკლე ურთიერთობისთვის შესაძლებელია, აარჩიონ ის, ვინც მიმზიდველია, მაგრამ თუკი საუბარია ქორწინებაზე, ეს პარამეტრი არ მუშაობს.
ქალს შეუძლია, სწრაფად ყურადღების გადანაცვლება, ჩვენ გვგონია ხოლმე, რომ ის პარალელურ რეჟიმში აკეთებს სხვადასხვა საქმეს, მაგრამ ფსიქოლოგიურად ეს გამორიცხულია, ეს არის სწრაფი გადანაცვლების უნარი. რაც კაცისთვის წარმოუდგენელი პროცესია.
ქალი დეტალების მიმართ არის ორიენტირებული, ყურადღების უკეთ კონცენტრირება კი კაცის თვისებაა. ესეც ბუნებრივი მომენტია. კომუნიკაციის დროს ქალი ნებისმიერ საუბარში ცდილობს, კონტექსტი დაინახოს ან მიხვდეს, რას გულისხმობდა მოსაუბრე, განსხვავებით მამაკაცისგან. მაგალითად, თუ მამაკაცმა თქვა: „თუ შეგიძლია, წყალი მომაწოდე“. ქალმა შეიძლება, იფიქროს, რატომ თქვა ეს, რა იყო ქვეტექსტი. ამ დროს კი კაცისთვის არავითარი ქვეტექსტი არ არსებობდა – უბრალოდ, წყალი უნდოდა. ესეც გენეტიკური კომპონენტია. ქალს უწევს ჩვილთან კომუნიკაცია, ბავშვს ამ დროს ლაპარაკი არ შეუძლია – ქალი მომართულია, გამოიცნოს, ბავშვს რა აწუხებს. ამიტომ, ქალი ნებისმიერი საუბრის დროს ინსტინქტურად ცდილობს, ჩასწვდეს ნათქვამის იქით კიდევ რაღაცას. ამ დროს კი კომუნიკაციაში პრობლემაა ორივე სქესს გააჩნია თავისი ნიუანსები. სწორედ ამის გაუცნობიერებლობა ბადებს კონფლიქტებს. ამ განსხვავებულობების სწორი შეცნობა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ჯანსაღი და ჰარმონიული ურთიერთობის აწყობისთვის.
ურთიერთობა, როგორც ჯოხი
ქალისა და კაცის ურთიერთობა ჯოხივითაა – მას მხოლოდ ორი ბოლო აქვს: ერთად ყოფნა ან დაცილება. სამწუხაროდ, ხშირად ეს ურთიერთობა სწორედ დაცილებით მთავრდება, რადგან არც ისე ადვილია მონათესავე სულის პოვნა, რომელთანაც ბედნიერი იქნები. ქალები ჩივიან კაცებზე, კაცები კი, პირიქით, ქალებზე.
თუ მამაკაცი ხართ და არ გსურს მიგატოვონ, შეეცადეთ, ამ ჩამონათვალიდან არც ერთში არ აღმოჩნდეთ.
მაშ ასე, ქალს უჩნდება სურვილი მიატოვოს მამაკაცი, თუკი:
•კაცს არ შეუძლია არცერთი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება
თუ კაცს სიტყვა „პასუხისმგებლობაზე“ ელეთმელეთი ემართება, მუხლები ეკვეთება და არ იცის, საით გაიქცეს, თუ ყველა გადაწყვეტილების მიღებას ქალს ანდობს, ასეთ ურთიერთობაში დაცილება არც ისე შორსაა.
• მამაკაცი არ აქცევს ქალს ყურადღებას
ქალებისთვის ყურადღება სასიცოცხლოდ აუცილებელია. თუ ამას არ მიიღებს თავისი მამაკაცისგან, დროთა განმავლობაში ამის გვერდით ძებნას დაიწყებს: კოლეგებთან ფლირტი, ახალი ნაცნობები… კონკურენცია დღეს მაღალია. მხოლოდ ერთად ყოფნა, არაა ერთგულების გარანტია. თუ ურთიერთობა მალე იქცევა მოსაწყენ რუტინად, თუ ქალს ყურადღება აკლია, მამაკაცი არ ინტერესდება, რით ცხოვრობს, სჭირდება თუ არა რამე, რა გაახარებს, არ არის მისი სულიერი დასაყრდენი, ადრე, თუ გვიან ქალი წავა. დაიმახსოვრეთ: ქალს კომპლიმენტები უყვარს, მოსწონს, როცა თავს გამორჩეულად გრძნობს, როცა მამაკაცი მის ღირსებებს ამჩნევს და აღნიშნავს. კომპლიმენტი ქალისთვის იგივეა, როგორც ყვავილისთვის წყალი. ზოგი მამაკაცი ფიქრობს, ის ხომ ჩემს გვერდითაა, ესე იგი, უნდა ხვდებოდეს, რომ ჩემთვის ის გამორჩეულია და ამის თქმა ზედმეტია. შეცდომაა! თუ ქალმა არ იგრძნო, თქვენი სიტყვებით, თქვენი ქცევით, რომ ის განუმეორებელია, საუკეთესოა, სავარაუდოდ, მალე მარტო დარჩებით.
• მამაკაცი ისევ იდეალს ეძებს
მამაკაცი ხვდება ქალს, აქვს მასთან ახლო ურთიერთობა და ამ დროს ისევ იდეალურ ქალზე ოცნებობს – ასეთი მამაკაცი უახლოეს პერიოდში მიტოვების კანდიდატია, დაკარგავს საყვარელ ქალს.
• არ იხსნება
თუ მამაკაცი დიდხანს ინარჩუნებს ზედაპირულ ურთიერთობას, საუბრობს მხოლოდ ზოგადად ამინდზე, საერთო ნაცნობებზე, საყოფაცხოვრებო პრობლემებზე, რა ფერის შარვლის ყიდვას აპირებს, რა ბრენდის კბილის პასტით იხეხავს კბილებს და ასე შემდეგ – ურთიერთობის დასასრული ახლოსაა. ადამიანი, რომელიც თავის სულში არ ჩაგახედებს – არაა მონათესავე სული.
• ფიქრობს, რომ ურთიერთობები მხოლოდ ქალმა უნდა ააგოს
მართალია, ქალები უფრო სათუთები და მზუნველები არიან, უფრო მეტად ზრუნავენ ურთიერთობებზე, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება – ურთიერთობას ორივე აგებს, ორივე უნდა ზრუნავდეს და უფრთხილდებოდეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან