ქალი და კაცი

ფრთხილად, რისკებია!

№41

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 24.10, 2021 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

სოციოლოგების აზრით, ქალს შინაბერად დარჩენა იმ შემთხვევაში ემუქრება, თუ ყველაფერში წარმატებულია. საქმე ისაა, რომ სწორედ მათი მიზანდასახულობა, პიროვნული და პროფესიული ზრდისკენ ლტოლვა ქმნის გარკვეულ პრობლემებს საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში. ანუ, შესაძლებელია, ქალბატონი საერთოდ გაუთხოვარი დარჩეს, თუკი...

* იკავებს მაღალ თანამდებობას და მაღალი შემოსავალი აქვს

კარიერისტები ყოველთვის აშინებდნენ მამაკაცებს. როგორც ჩანს, პოტენციურ საქმროებს ეშინიათ კონკურენტის – „ოჯახის უფროსის“ პოსტზე, ამიტომ მათი უმეტესობა, სავარაუდოდ, ყურადღებას აქცევს ვინმე უფრო უბრალო, უამბიციო ქალს.

* სექსუალურად ძალიან გამომწვევია

ასეთი ქალი ყველგან და ყოველთვის ყურადღებას იქცევს, მამაკაცები აღფრთოვანებით უყურებენ. მაგრამ მამაკაცების უმეტესობა ხანგრძლივი ურთიერთობისთვის და მით უმეტეს, ოჯახის შექმნისთვის ასეთ ქალებს თავს არიდებს.

* ზედმეტად დიდ ყურადღებას უთმობს საკუთარ გარეგნობას

მამაკაცებს ეშინიათ ასეთ ლამაზმანებთან ურთიერთობის, რომლებიც მთელი დღე სილამაზის სალონებსა და კოსმეტიკურ კაბინეტებს სტუმრობენ. მართალია, გარეგნობა თავიდან „ვაუ ეფექტს“ იწვევს, მაგრამ შემდეგ უარყოფით იმიჯს ქმნის.

* ზედმეტად წუნიაა

მოთხოვნილებების მკაცრი კრიტერიუმების არსებობამ, რომელსაც მისი რჩეული უნდა აკმაყოფილებდეს, შეუძლია, ქალისთვის ცუდი როლი ითამაშოს. დიდია ალბათობა, რომ არც ერთი კანდიდატი არ მოერგოს. გადაჭარბებული მოთხოვნები ანადგურებს ურთიერთობას.

* უყვარს მეგობარ-ნაცნობებში ბოდიალი

როდესაც ქალი გამუდმებით სადღაც იკარგება, მეგობრებთან ერთად ერთობა ან უცებ ნათესავები მოენატრება პოტენციურმა საქმრომ შესაძლოა, უკვე ეჭვი შეიტანოს საკუთარ არჩევანში. მამაკაცს აქვს მოლოდინი, რომ მისი შეყვარებული უმეტესად გვერდით ეყოლება, ხოლო ქალის არაოჯახურმა ინტერესებმა შესაძლოა, მათ ურთიერთობას ხელი შეუშალოს.

სიყვარულის წესები

სიყვარულსაც აქვს საკუთარი წესები. შეიძლება, ჩვენ ეს ჯერ კიდევ არ ვიცით, მაგრამ მათი დაცვა აუცილებელია. თუკი გვინდა, სიყვარული დიდ ტკივილად და იმედგაცრუებად არ გადაიქცეს, გაეცანით ამ წესებს. ჩვენ ისინი თქვენთვის შევკრიბეთ.

სიყვარულის წესები:

* სჯობს ჯერ გაიცნო და მერე შეიყვარო, ვიდრე პირიქით – შეიყვარო და მერე გაიცნო;

* თუ სიყვარულს ეძებ, ეძებე ისე, რომ არავის წაართვა. ეს პრობლემას შეგიქმნით.

* სანამ „შეტოპავ“ გაითვალისწინე, რომ სიყვარული თამაში არ არის – როცა მოგესურვება დაიწყო და დაამთავრო;

* ამბობენ, თუ ვინმე გიყვარს, ადამიანი ხარ, თუ ვინმეს უყვარხარ – ღმერთი.

სიყვარული პიროვნების დაფასება და პატივისცემაა.

სიყვარული სხვა ადამიანის ცხოვრებით ჭეშმარიტად დაინტერესება და ცოდნაა.

სიყვარული პარტნიორის ნდობა და მის წინაშე გულწრფელობაა.

სიყვარული არის ფიქრის, ემოციის, განცდების ერთიანობა. ეს არის ძებნა იმისა, რაც გვაერთიანებს.

სიყვარული არის ის, რასაც ყოველდღიური სიხარული და ბედნიერება მოაქვს.

არ ნიშნავს, რომ აღარ უყვარხარ

ღალატი ყოველთვის საწყენი და მტკივნეულია, მით უფრო, თუ მანამდე თქვენი ურთიერთობა იდეალური ჩანდა.

რატომ ღალატობს მამაკაცი – სექსოლოგები და ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ სანამ განქორწინების გადაწყვეტილებას მიიღებენ, მნიშვნელოვანია, პარტნიორებმა ღალატის მიზეზი გაარკვიონ, რადგან ზოგ შემთხვევაში, სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია, ხოლო ზოგჯერ – შეუძლებელი.

დაბალი თვითშეფასების მქონე მამაკაცი, რომელიც საკუთარ ძალებში დარწმუნებული არ არის, ყოველთვის ცდილობს, ბევრი ქალი ჰყავდეს. მექალთანის რეპუტაცია მას თავდაჯერებისთვის სჭირდება, თუმცა ეს სიტუაციას დიდი ხნით ვერ შველის.

ქალის ემოციური მდგომარეობა დიდ გავლენას ახდენს წყვილის ურთიერთობასა და ოჯახის მიკროკლიმატზე.

ზოგჯერ ისე ხდება, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს ვერ უგებს და ნელ-ნელა მათ შორის გრძნობები და ვნებები ქრება. მამაკაცებს კი სითბოსა და გაგების ნაკლებობა აიძულებს, მეგობარი ოჯახის გარეთ ეძებონ, ხოლო ვინც ეძებს, ყოველთვის იპოვის.

და რა აჩერებთ ასეთ ადამიანებს ერთმანეთთან – მიჩვევა, ანგარება თუ მარტოობის შიში? ყველა შემთხვევას ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ, მაგრამ ერთი რამ უდავოა – ასეთი ურთიერთობის დროს პარტნიორები ყოველთვის „გვერდით“ იყურებიან და საბოლოოდ მიდიან.

ეცადეთ გაერკვეთ, ემოციური პრობლემები ღალატამდე დიდი ხნით ადრე ხომ არ დაიწყო. მნიშვნელოვანია პრიორიტეტები განსაზღვროთ და გაერკვეთ, რატომ აღმოჩნდით ამ სიტუაციაში, რა გსურთ და რა მიმართულებით უნდა იმოქმედოთ. ეს დაგეხმარებათ, თავი მშვიდად და თავდაჯერებულად იგრძნოთ.

იმის მიუხედავად, არის თუ არა მამაკაცი თქვენ გვერდით, შეადგინეთ სამომავლო გეგმები. გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას და გარეგნობას.

მიეცით საკუთარ თავს იმის უფლება, რაზედაც ადრე უარს ამბობდით. ასეთ მომენტებში ხდება ემოციების ტრანსფორმაცია, რაც გვეხმარება ობიექტურ შეფასებასა და წინსვლაში;

მოიცილეთ უსარგებლო ნივთები. გამოაღეთ კარადები და გადაყარეთ ყველაფერი, რაც არ გჭირდებათ. სახლში წესრიგი ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს და ახალი შესაძლებლობების დანახვაში გვეხმარება. მხოლოდ ამის შემდეგ სცადეთ, გაარკვიოთ, რა გახდა ღალატის მიზეზი. დაელაპარაკეთ მას. მიიღეთ ორმხრივი გადაწყვეტილება თქვენი მომავალი ურთიერთობის შესახებ.

უნდა გახსოვდეთ, რომ ღალატისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ ეს არ არის მთავარი ცხოვრებაში. ყველაზე მნიშვნელოვანი თავად ხართ და ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ სიცოცხლით მაქსიმალურად დატკბეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი