ქალი და კაცი

ოჯახი და ურთიერთობა

№24

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 25.06

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ამბობენ, რომ ოჯახის დანგრევის მთავარი მიზეზი წყვილებს შორის განელებული ან საერთოდ გამქრალი სიყვარულია. მეორე მიზეზად არასტაბილური ფინანსური მდგომარეობა სახელდება, თუმცა წყვილების თერაპიაზე მომუშავე ფსიქოლოგები ასე არ ფიქრობენ. მათი აზრით, არსებობს უფრო მნიშვნელოვანი მიზეზებიც, რომელიც ოჯახის დანგრევას იწვევს.

✔️ჩაკეტილი სამეგობრო წრე

ქორწინებაში მყოფი ადამიანები მეგობრებს უმეტესად ერთად ხვდებიან და დროის უდიდეს ნაწილს ერთად ატარებენ. წყვილის ერთად ყოფნა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ყოველთვის და არა დიდი დოზით. ამ დროს, ადამიანები ჩაკეტილ წრეში ხვდებიან, რაც მათთვის მოსაბეზრებელი და დამღლელი ხდება.

მნიშვნელოვანია, რომ წყვილს საკუთარი სოციალური სივრცე ჰქონდეს შექმნილი, სადაც მის გარდა ვერავინ შეაღწევს. ადამიანებს სჭირდებათ მეგობრები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული მათ ოჯახთან და მეუღლესთან. თუ ცოლ-ქმარი ერთმანეთს ენდობა, მაშინ ამ პრობლემის მოგვარება რთული არ უნდა იყოს. ხოლო თუ ნდობა არ არსებობს, მაშინ სხვა, უფრო ღრმა და მძიმე პრობლემასთან გვაქვს საქმე.

✔️მოფერების დეფიციტი

აქ საუბარი არ არის მხოლოდ სექსზე. ცხადია, სექსი წარმატებული ურთიერთობის განუყოფელი ნაწილია, თუმცა, შესაძლოა, შედარებით მსუბუქმა მოფერებამაც კი იხსნას ურთიერთობა დანგრევისგან. საქმე ისაა, რომ მოფერება წყვილის ურთიერთობაში არა მხოლოდ ლტოლვის ნაწილია, არამედ გამოხატავს თანაგრძნობას, მხარდაჭერასა და მზრუნველობას.

ასეთი დამოკიდებულება თქვენს პარტნიორთან ცალსახად პოზიტიურად აისახება, რადგან შემცირდება ღალატის შანსი. ამასთან, თქვენი მეუღლე იგრძნობს, რომ თქვენთვის ის კვლავ სასურველია და ნეგატიური გრძნობებიც გაქრება.

✔️მეგობრების ცუდი გავლენა

ყველა წყვილს ჰყავს სხვა წყვილი მეგობრები, რომლებთანაც ერთად ხშირად ატარებენ დროს, დადიან სამოგზაუროდ ან, უბრალოდ, სადილზე, ოჯახებში მიმოსვლაც აქვთ. თუ ეს წყვილები ხშირად წუწუნებენ საკუთარ ურთიერთობებზე, თქვენი თანდასწრებით მეუღლეებს ლანძღავენ ან პარტნიორის ზურგს უკან სხვებს ეფლირტავებიან, მაშინ თქვენი ურთიერთობა საფრთხეშია. მუდმივი ნეგატივი თქვენზეც ახდენს გავლენას, რადგან ადვილი შესაძლებელია, რომ თქვენც დაფიქრდეთ თქვენი პარტნიორის მოქმედებებზე და იმავე კრიტერიუმებით შეაფასოთ ის, როგორითაც თქვენი მეგობარი აფასებს.

✔️საშინაო საქმეების ერთ-ერთზე გადაბარება

გულში ჩაიხედეთ, დაფიქრდით და ისე თქვით, მართლა ეხალისება თქვენს ცოლს წლობით თეფშების რეცხვა, სანამ თქვენ ტელევიზორს წამოგორებული უყურებთ?

ერთ-ერთის მხრიდან საშინაო საქმეების მონოპოლია თქვენი ურთიერთობისთვის ძალიან ცუდი არჩევანია. დადგენილია, რომ იმ წყვილებს, რომლებიც საშინაო საქმეებს იყოფენ გაცილებით უფრო ხშირად აქვთ სექსი და ჯანმრთელი ურთიერთობა, ვიდრე მათ, ვინც არ იყოფს.

ურთიერთობის დასაწყისში შესაძლოა, ყურადღება არც კი მიაქციოთ იმას, თუ ვინ ალაგებს სახლს ან რეცხავს ჭურჭელს, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს დიდ მნიშვნელობას იძენს.

✔️დუმილი და პრობლემების მიჩქმალვა

თუ თქვენი ურთიერთობის დადებით და უარყოფით მხარეებზე არასდროს საუბრობთ, არასწორად იქცევით. ამ ტიპის საუბარი შესაძლოა, არასასიამოვნოდ წარიმართოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია. ეს გეხმარებათ საკუთარი შეცდომების დანახვასა და მის გამოსწორებაში.

თქვენს პარტნიორს გული უნდა გადაუშალოთ და ყველაფერი გულწრფელად უთხრათ. ჰკითხეთ მას, რამ გაანაწყენა ან პირიქით, გააბედნიერა ბოლო ერთ კვირაში. ამ ტიპის საუბრები თქვენს ურთიერთობაზე მხოლოდ დადებითად აისახება.

გადახედეთ თქვენს ურთიერთობას, დაფიქრდით და შეაფასეთ, რამდენად დგას თქვენს ოჯახში ან ურთიერთობაში მსგავსი პრობლემები და დაიწყეთ მუშაობა მათ აღმოსაფხვრელად.

კომპლიმენტის მაგია

კომპლიმენტი ნებისმიერ ქალთან ურთიერთობის აუცილებელი კომპონენტია. მამაკაცებმა უნდა იცოდნენ, რომ წარმატებული კომპლიმენტით შესაძლებელია, ნებისმიერი ქალი თქვენს მიმართ დადებითად განაწყოთ.

კომპლიმენტების მიმართ სისუსტე აიხსნება იმით, რომ ყველა ქალს უყვარს, როდესაც მამაკაცი აღფრთოვანებულია მისი გარეგნობით ან შინაგანი ბუნებით. განსაკუთრებით სასიამოვნოა კომპლიმენტი, რომელიც მას თავს ნამდვილ ქალად აგრძნობინებს. უფრო წარმატებული კი ის კომპლიმენტი იქნება, რომლითაც ქალის იმ ღირსებას გაუსვამთ ხაზს, რომელშიც მას ეჭვი ეპარებოდა.

ალბათ, დაგაინტერესებთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელებული კომპლიმენტები. მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ ყველა ქალი ინდივიდუალურია. ასევე, მნიშვნელოვანია, კომპლიმენტი ყოველთვის გულწრფელი იყოს.

მსოფლიოს საუკეთესო კომპლიმენტები:

✔️„ლამაზი ფეხები გაქვს“ – ასეთი შექება, თურმე, მაგიურად მოქმედებს ბრიტანელ ქალბატონებზე;

✔️„ძალიან ლამაზად იცვამ“ – საუკეთესო კომპლიმენტია ამერიკელების, ფრანგების, იტალიელებისა და ბრაზილიელებისათვის;

✔️„ლამაზი თმა გაქვს“ – მოსწონს ესპანელებსა და სამხრეთ ამერიკელ გოგონებს;

✔️„ძალიან ლამაზი კანი გაქვს“ – განმაიარაღებლად მოქმედებს გერმანელებსა და კანადელებზე

საერთაშორისო ჰიტებია:

✔️„ლამაზი ტუჩები გაქვს“;

✔️„მეჩვენება, რომ შენი თვალები საოცრად ასხივებს“;

✔️„ვგიჟდები ყოველ შენს გაღიმებაზე“.

თუ მოისურვებთ ნებისმიერ ქალს მხოლოდ მისთვის განკუთვნილ კომპლიმენტს ეტყვით და ამით დიდი სიამოვნებას მიანიჭებთ. ნუ შეგეშინდებათ კომპლიმენტების, აგრძნობინეთ ქალს, რომ აღფრთოვანებული ხართ, აგრძნობინეთ, რომ ის განუმეორებელია და ნახავთ, თქვენთვისაც რამდენად მშვენიერი გახდება ცხოვრება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...