ნესვის საოცარი თვისებები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 23.08
• მწიფე და გემრიელ ნაყოფს საოცარი სურნელი აქვს;
• მწიფე ნესვი ხელის ოდნავ წამორტყმისას ყრუ ხმას გამოსცემს;
• მწიფე ნესვის ქერქი ყუნწის საპირისპირო მხარეს მსუბუქი ზეწოლისას ოდნავ იზნიქება, განსხვავებით უმწიფარი ნაყოფის ქერქისაგან, რომელიც მკვრივი და არადრეკადია.
ნესვი მავნებელია:
• რძის ნაწარმსა და ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად, რადგან საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციურ დარღვევებს იწვევს;
• მეძუძური დედებისათვის, რადგან შესაძლოა, ჩვილებში მონელების დარღვევას გაუწიოს პროვოცირება;
• შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, რადგანაც დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს;
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციური დაავადებების დროს;
• გასტრიტით (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება) და წყლულოვანი პათოლოგიით დაავადებულთათვის.
ნესვის რბილობი მდიდარია კაჟით, რაც აუცილებელია მყარი ქსოვილების, ნერვების, კანისა და თმისთვის.
რკინის დიდი რაოდენობის წყალობით ის საუკეთესო საშუალებაა სისხლნაკლებობის პროფილაქტიკისთვის; ხოლო კალიუმისა და მაგნიუმის შემცველობის წყალობით ძალზე დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს.
ნესვი სასარგებლოა არა მხოლოდ ქალებისთვის, ის მამაკაცებზეც ძალზე კარგად მოქმედებს. ნესვის თესლი უძველესი დროიდან უძლიერეს აფროდიზიაკად მიიჩნევა. ის ამაღლებს მამაკაცურ ძალას. შესაძლებელია, ნესვის თესლის უბრალოდ დაღეჭვა, ჯობს – თაფლთან ერთად. თუმცა, აუცილებელია ზომიერების დაცვა – დღეში არაუმეტეს 2 გრამისა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მან შეიძლება, პრობლემები შეუქმნას ელენთას.
ნესვის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსებაა უჯრედისის დიდი რაოდენობა. ამ თვალსაზრისით მას სხეულის, ნაწლავების გაწმენდისთვის იყენებენ. მას ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებები გამოაქვს.
ნესვი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა კანისა და თმის მოვლისთვის. ბეტა–კაროტინის წყალობით, რომელიც ნესვში უფრო მეტია, ვიდრე სტაფილოში, ის ჩვენს კანს გლუვს ხდის და მას ატმისფერ ელფერს აძლევს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან